ადამიანი არ არის სტატიკური არსება- ჩვენ გვავითარებს ყოველდღიური ცხოვრება, ვავითარებთ საკუთარ თავს და ვცდილობთ ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე ვიყავით გუშინ. თუმცა, როდესაც საკუთარი თავის უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვლისთვის ვიწყებთ ბრძოლას, რაღაც ძალიან უცნაური ხდება ხოლმე - ადამიანები, რომლებმაც ადრე მხარდაჭერა აღგვითქვეს, განზე დგებიან და ცხოვრების ამ გამოწვევასთან მარტო გვტოვებენ.
რატომ ხდება ასე? ლიდია ამერის გუნდმა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან ამ თემასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და ეცადა ამ ორ მოვლენას შორის კავშირი დაენახა. კვლევა წყვილებზე ჩატარდა. ლიდია აკვირდებოდა ადამიანებს, რომლებიც საკუთარი პარტნიორების ცვლილებაზე დარდობდნენ და აღნიშნავდნენ, თუ რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწიათ ამ გზაზე. ამასთან, მკვლევარები აკვირდებოდნენ ამ ადამიანების თვითშეფასებას და საკუთარი თავის აღქმის ფორმასაც.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის აღქმის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, თავიანთ პარტნიორებს ცვლილების პროცესში მხარს არ უჭერენ. ამის მიზეზი მათი შიშია, რომ პარტნიორის ცვლილება მათ ცვლილებასაც გამოიწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ ადამანებს საკუთარი თავის აღქმა არ აქვთ, არ იციან როგორ „გადაკეთდებიან“ პარტნიორის ცვლილების შედეგად.
როგორც აღვნიშნეთ ეს კვლევა წყვილებზე ჩატარდა. მიუხედავად ამისა, მსგავსი შემთხვევები ხშირია სხვა ტიპის ურთიერთობებშიც, ეს შეიძლება იყოს თანამშრომელი, მენტორი, ან გუნდის წევრი. ადამიანის ბუნება ასეთია: საკუთარ თავზე შეხედულების დასტურს გარესამყაროდან ველით. შემდეგ კი გვეშინია, როდესაც ამ შეხედულებების გამამყარებელი მთავარი ფაქტორი ცვლას იწყებს. ეს ცვლილება გვაყენებს ორი მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე- ან ჩვენი მომავალი შეიცვლება ან დავკარგავთ ადამიანს, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია.
საქმე იმაში არ არის, რომ ადამიანები ერთმანეთის სურვილებზე არ ფიქრობენ. ალბათ ყველას უნდა მითვის ძვირფასმა ადამაინმა საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. უბრალოდ ადამაინებს თვითგამორკვევა და შესაბამისად შიშების დაძლევა სჭირდებათ. ცვლილებების დროს სხვა ადამაინის დახმარების გეგმა კი ასეთია:
· დაეხმარეთ ახალი რაღაცეების ცდაში
· ჰკითხეთ აზრი
· გაიგეთ, რა უნდათ და რას აფასებენ
· მიაწიდეთ მეტი ინფოემაცია და რესურსი ახალი ჰობისა თუ ინტერესების აღმოსაჩენად
· ტაქტიკურად მიუთითეთ როგორც მათ ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებზე
· გააცანით ახალი ადამიანები
· ხანდახან უკანაც დაიხიეთ, რომ მოვლენებზე კონტროლი იგრძნონ
· დაეხმარეთ, რომ შეცდომის დაშვების შემდეგ კვლავ სცადონ
· მიეცით საშუალება მოუსმინოს სხვა, უფრო ღრმა ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, რაც საბოლოო ჯამში შიშებს დააძლევინებს
თუ ამ სტრატეგიას მიჰყვებით, ნახავთ, რომ ყველაფერი შეიცვლება და თქვენთვის ძვირფასი ადამიანი თქვენს გვერდით იდგება. თქვენი ცვლილებები კი უფრო წარმატებულადაც განხორციელდება.