საუკეთესო თანამშორმლების მოსაზიდად, დასავლეთ ევროპის ბაზარზე გავრცელებულია ტერმინი ომი ტალანტებისთვის (war for talent). კანდიდატების ყურადღების მისაქცევად, ომის მნიშვნელობა კომპანიებისთვის საინტერესო კაპმანიის ან რეკრუტინგის მეთოდების მოფიქრებაა, რითაც ისინი უნდა გამოირჩეოდნენ კონკურენტებისგან და შეძლონ რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესება.
Zoomforth (www.zoomforth.com) რეკრუტინგის მარკეტინგის სოფტვეარის მმართველი ჯგუფია, რომელმაც გამოაქვეყნა 10 ყველაზე ინოვაციური რეკრტუნგის მარკეტინგული კამპანია, სადაც კომპანიებმა შეძლეს საინტერესო და ხანდახან ხმაურიანი მესიჯებით კანდიდატების მოზიდვა. ვნახოთ, როგორია კრეატიული (და თან მარკეტინგული) რეკრუტინგული კამპანიების რეიტინგი კომპანიების მიხედვით:
#10. Carmax მეორადი ავოტომობილების ქსელი, რომელმაც თანამშრომლების სანაცნობო ქსელი პოტენციურ რეკრუტერებად და თანამშრომლებად აქცია. ამისათვის კომპანიამ თანამშრომლებს გადასცა ცისფერი სამაჯურები, წარწერით “ვის იცნობ”? (who do you know?). კომპანიის მენეჯმენტი ამბობს, რომ ახალი თანამშრომლების 36% ცისფერმა სამაჯურებმა მოიზიდა
#9 გერმანული რეკრუტინგული კომპანია Jobsintown.de, რომელიც კანდიდატების ინტერესის მოსაზიდად პროვოკაციული პლაკატები გააკრა ბანკომატების, ყავის მაღაზიების, კაფეების და ტრანსპორტის გაჩერებაზე. პლაკატების შინაარსი ძირითად შემდეგია - ცხოვრება მოკლეა, იმისათვის რომ იმუშაო სამსახურში, რომელიც არ მოგწონს.
#8 მაიკროსოფტი, რომლის კამპანიაც ბევრისთვის შესაძლოა ცნობილია. ამ კაპმანიით,მაიკროსოფტმა მოიზიდა ყველა ის კანდიდატი, ვისაც მათემატიკური ამოცანის ამოხსნა შეუძლია. კაპმანიის ფარგლებში, აპლიკაციის ფორმაზე მითითებული იყო ტელეფონის ნომერი, რომელიც უნდა ამოეხსნა კანდიდატს.
#7 ტვიტერის ვიდეოკამპანია. ჰაკერული კვირეულის დროს, კომპანიამ თანამშრომლები ჩართო რეკრუტინგის დამხმარე ვიდეობის გადაღებაში. ცხადია ზოგი ვიდეო ნაკლებად საინტერესო იყო, მაგრამ საუკეთესო ვიდეოში მოხვდა კომპანიის ყოფილი CEO კასტლო, ასევე ვიდეო აშარჟებდა კომპანიის ხალხის მართვის წესებს და თანამშრომლებს
#6 სარეკლამო კომპანია Jung Von Matt. Lorem Ipsum გრაფიკული დიზაინერებისათვის ნაცნობი სიტყვებია - ესაა დიზაინის პირობითი (უშინაარსო) სახელი. კომპანიამ კრეატიული დირექტორის მოსაზიდად სწორედ ამ Lorem Ipsum დიზაინის უკან “დამალა” ვაკანსია საკუთარ ვებგვედზე. 220,000 კანდიდატმა ვერ გაიგო კამპანიის შინაარსი (დიზაინის კოპირება მოახდინა მხოლოდ) და 15,000 მა ბმულზე დააწკაპუნა და ვაკანსიაც გახსნა
# 5, Red5Studios, კომპიუტერული თამაშების დეველოპერი კომპანია, CEO-მ 100 ყველაზე საუკეთესო დეველოპერს გაუგზავნა “საიდუმლო ყუთი” რეკრუტინგული მესიჯითა და შესაძლო კანდიდატის (მაგ: მისი მეგობარი) პერსონიფიცირებული ვებგვერდის ლინკით. რამოდენიმე დღის განმავლობაში, რეკრუტნგულ კამპანიაზე ინფორმაცია ხანძარივით გავრცელდა
#4 GrubHub საკვების დისტრიბუციის ონლაინ კომპანიაა, რომელმაც სნეპჩატი გამოიყენა სოციალური მედიის სტაჟიორის მოსაძიებლად. კომპანიამ მარტივი (6 ფოტო) სლაიდ შოუ გამოიყენა სადაც კანდიდატებს მათთვის საინტერესო დუდლის შერჩევით ამოარჩევდა. კამპანია იყო სახალისო, საინტერესო და ცხადია კანდიდატის უნარების შეფასებაც შეძლო
#3,Etsy, ხელნაკეთების ონლაინ რითეილერი, რომელმაც პროგრამისტების მოსაზიდად საკუთარ პროდუქციას პროგრამირების ჟარგონები შეურჩია და კამპანიას დაარქვა Code as Craft (კოდი, ანუ პროგრამირება როგორც ხელოვნება)
#2 Saatchi & Saatchi, ციფრული მარკეტინგის სააგენტო (digital marketing), რომელმაც კრეატიული კანდიდატების მოსაზიდად მობილურის აპლიკაცია შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს იდეის განთავსება შეეძლო. აპლიკაციის რამოდენიმეჯერ სარგებლობის შემდეგ (სიხშირის მიხედვით) იდეის ავტორი კომპანიის კრეატიული დირექტორისგან იღებდა მესიჯს, რომ კომპანია მას იღებდა გუნდის წევრად. ამავე აპლიკაციით, მომავალ თანამშრომელს და მენეჯერს ონლაინ დიალოგის საშუალებაც ჰქონდათ ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. როგორც ცნობლია, კამპანიამ სასურველი კანდიდატების რაოდენობა გააორმაგა და დაქირავების ხარისხი გაიზარდა.
#1 იკეა (Ikea), რომელმაც ავსტრალიაში უზარმაზარი მაღაზიის გახსნის დროს საკმაოდ საინტერესო რეკრუტინგ კამპანია წამოიწყო. საინფორმაციო ბუკლეტი “Career instruction” (ინსტრუქცია კარიერაზე) იკეას ყველა შენაძენის ყუთში აღმოჩნდა და როდესაც მყიდველი შენაძენს გახსნიდა, გარდა ნივთის აწყობის ინსტრუქციისა, მას სამუშაოზე მოწყობის Career Instruction-ც ხელთ ჰონდა. ამ კამპანიით, იკეა შეეცადა საკუთარი კლიენტები გუნდის წევრებად გადაექცია. როგორც ცნობილია, Career instruction-მა 4820 კანდიდატი და 280 ახალი თანამშრომელი მოუტანა შედეგად კომპანიას.