ხშირად ამბობენ, რომ CEO-ები თავის პოზიციასა და ანაზღაურებას იმსახურებენ, რადგან ისინი სამუშაოს ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ. Harvard Business Review-ს კვლევის მიხედვით, CEO-ები კვირაში საშუალოდ 60 საათს მუშაობენ.
აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა ორი მდედრობითი და 25 მამრობითი სქესის აღმასრულებელი დირექტორი. მსგავსი გენდერული დისბალანსი დღევანდელი ბაზრის დამახასიათებელი ნიშანია. კვლევა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში, CEO-ები ყოველდღიურად, 15 წუთიანი ინტერვალით თავიანთი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას იწერდნენ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ CEO-ები მუშაობენ:
· სამუშაო დღეებში საშუალოდ 9.7 საათს - რაც კვირაში 48.5 საათს შეადგენს
· უქმეებზე დაახლოებით 4 საათს
· შვებულების დღეებში - 2.4 საათს
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, CEO-ები კვირაში საშუალოდ 62.5 საათს სამსახურს უთმობენ.
საინტერესოა, თუ რას აკეთებენ CEO-ები ამ დროის განმავლობაში? CEO-ების სამუშაო დროის 75% დაგეგმილ სამუშაოებს ეთმობა, ხოლო 25% - სპონტანურს.
კვლევამ აჩვენა, რომ CEO-ების სამუშაო დრო შემდეგნაირად ნაწილდება:
· 25% ეთმობა ადამიანებსა და მათთან ურთიერთობებს
· 25% - ბიზნესისა და მისი ფუნქციონირების მიმოხილვას
· 16% - ორგანიზაციასა და მის კულტურას
· 21% - სტატეგიას
· 3% -პროფესიულ განვითარებას
· 4%- ბიზნესების შესყიდვასა და /ან შერწყმაზე გადაწყვეტილების მიღებას
· 4% - ოპერაციულ გეგმებს
· და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 1% ეთმობა კრიზისის მართვას
კვლევების მიხედვით, CEO-ების კომუნიკაციის 61% პირდაპირია, 24% - ელექტრონული, 15% კი ტელეფონითა და წერილობით კომუნიკაციას ეთმობა.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი, მაიკლ პორტერი ამბობს, რომ კვლევა 27 სხვადასხვა ინდუსტრიის CEO-ზე დაკვირვებით ჩატარდა. ამ ინდუსტრიების ზომა დაახლოებით 13 მილიარდი დოლარია, შესაბამისად კომპანიებიც დიდი ზომის, კომპლექსური და უმეტეს შემთხვევაში საერთაშორისოა. მკვლევარები 13 კვირის განმავლობაში, 24/7გრაფიკით აკვირდებოდნენ ამ კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს. მსგავსი კვლევა არასდროს ჩატარებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე არავინ იცოდა, სინამდვილეში რამდენ დროს უთმობდნენ და კონკრეტულად, რას საქმიანობდნენ CEO-ები. როგორც პორტერი აღნიშნავს, დრო ყველაზე მეტად მწირი რესურსია კომპანიის აღმასრულებლებისთვის.
თუმცა, ეს კვლევა ერთ ფაქტს არ აჩვენებს. 2008 წლის დიდი რეცესიის შემდეგ, რიგითი თანამშრომლების ანაზღაურება მკვეთრად დაეცა, CEO-ების ანაზღაურება კი მზარდი გახდა. აღმასრულებელი დირექტორები რიგითი თანამშრომლების ხელფასთან შედარებით 271-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებენ. (ეს შეფარდება ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რაც 2008 წლის დიდ რეცესიამდე იყო, თუმცა მას შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია)
CEO-სა და რიგითი თანამშორმლის ანაზღაურებათა შეფარდება 1965 წელს 20/1 იყო, 1989 წელს 59/1. ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Honeywell, დღეს ეს შეფარდება 333/1 არის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რიგითი თანამშრომელი პირობითად გამოიმუშავებს 1 $, CEO გამოიმუშავებს 333$.
დასკვნა შეგიძლიათ თავად გააკეთოთ, ღირს თუ არა CEO ს პოზიციაზე ოცნებობა, თუ 24/7 ზე მუშაობა მოგიწევთ და თანაც, საშუალოდ 62.5 სთ