დიდი პროფესიული გამოცდილების ქონა არ ნიშნავს, რომ ახალი სამსახურის ძიების პროცესი მოკლე და მარტივი იქნება. თუ დიდი ხანია ვაკანსიებისთვის თვალი არ მიგიდევნებიათ, აღმოაჩენთ, რომ ბოლო ძიების შემდეგ შრომით ბაზარზე ძალიან ბევრი მიდგომა შეიცვალა.
სასურველ პოზიციაზე დასაქმების შანსების გასაზრდელად, დაგჭირდებათ ფრთხილად და სწორად შედგენილი რეზიუმე. Forbes გვიზიარებს 5 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელიც არ უნდა დაუშვათ კარგი რეზიუმეს შედგენისას:
1. რეზიუმეში მიზნის მითითება;
თუ დიდი ხანია რეზიუმე არ განგიახლებიათ, დიდი ალბათობით თქვენი რეზიუმე იწყება მიზნის მითითებით, კერძოდ, რისი მიღწევა გსურთ კარიერაში. ეს წინასიტყვაობა აუცილებლად უნდა შეცვალოთ. თანამედროვე რეზიუმეები უპირატესობას ანიჭებენ მოკლე აღწერას კანდიდატის შესახებ. მიზნების ჩამოწერა ეფექტური არ არის, რადგან აღწერს თუ რა გსურთ თქვენ და არა იმას, რაც დამსაქმებელს აინტერესებს თქვენს შესახებ.
თუ კარიერის დასაწყისში არ ხართ და უკვე გაქვთ პროფესიული გამოცდილება, დაიწყეთ რეზიუმე თქვენს შესახებ მოკლე აღწერით, სადაც მიუთითებთ თქვენს განსაკუთრებულ უნარებს, თუ რა ღირებულების დამატება შეგიძლიათ კომპანიისთვის. არ გამოიყენოთ „მე მსურს“, ეს ფრაზა შეცვალეთ თქვენი მიღწევების, უნარების და გამოცდილების ჩამონათვალით.
2. ფაქტების და რიცხვების ნაკლებობა;
თქვენი მიღწევების მისათითებლად საუკეთესო გზაა მათი ფაქტებით და რიცხვებით გამყარება. შეიძლება ბევრს მიაღწიეთ კარიერაში, წარმატებულ გუნდს მართავთ და დიდი რაოდენობის შემოსავალი მოგაქვთ კომპანიისთვის, თუმცა, ეს ინფორმაცია შეუძლებელია რეკრუტერს ჰქონდეს. მიუთითეთ სპეფიციური ფაქტები და დეტალები თქვენი მნიშვნელოვნების ხაზგასასმელად. მაგალითად, იმის მითითების ნაცვლად, რომ კომპანიისთვის ა
3. ცუდი ფორმატირება;
ცუდად ფორმატირებულმა რეზიუმემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენი კანდიდატურის განხილვაზე რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ასეთ დროს რეკრუტერს ურთულდება თქვენი რეზიუმეს წაკითხვა და მისთვის საჭირო ინფორმაციის პოვნა. თუ არ გამოიყენებთ სათაურებს და არ დაყოფთ საკითხებს პუნქტებად, თუ გამოყენებული ფონტი ძალიან პატარაა და სხვა, რეკრუტერმა თქვენი რეზიუმე შეიძლება წაუკითხავად გადადოს გვერდით. გაითვალისწინეთ, რომ რეკრუტერები განსაკუთრებით დაკავებულები არიან და ხშირად ერთი რეზიუმეს გადასახედად 6-8 წამი აქვთ.
ფორმატირების შეცდომის უფრო თანამედროვე პრობლემაა, რომ მას ვერ ასკანირებს ხელოვნური ინტელექტი. შესაბამისად, თუ იმგვარ კომპანიაში გსურთ მუშაობის დაწყება, რომელიც შესარჩევ ეტაპზე რეზიუმეების გადასარჩევად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, თქვენი რეზიუმე პირველ ეტაპს ვერ გადალახავს.
ფორმატირების პრობლემის გადაჭრა ძალიან მარტივია, ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და დარწმუნდით რომ თქვენი რეზიუმე არის მარტივი და კითხვადი. გამოიყენეთ ერთგვაროვანი ფონტები და ზომა.
4. გრძელი რეზიუმეები;
თქვენი პროფესიული გამოცდილებების შესახებ, შეიძლება ბევრი რამის თქმა გსურდეთ, თუმცა არ არის აუცილებელი ყველა დეტალი მიუთითოთ რეზიუმეში. გრძელი რეზიუმეები, როგორც წესი, შერჩევის პირველ ეტაპს ვერ გადიან, რადგან საჭირო გამოცდილებების შესახებ ინფორმაცია ბევრ ინფორმაციაში იკარგება და რეკრუტერების ყურადღების მიღმა რჩება.
შეამცირეთ რეზიუმე 2 გვერდამდე, მიუთითეთ მხოლოდ ყველაზე საინტერესო და რელევანტური ინფორმაცია. თუ ვერ წყვეტთ რომელი ინფორმაცია მიუთითოთ რეზიუმეში, დაეყრდენით სასურველი ვაკანსიის სამუშაო აღწერილობას და გადმოიტანეთ ის გამოცდილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება სასურველ ვაკანსიას. ეს დამატებით დაგეხმარებათ თქვენი რეზიუმე უფრო მეტად შესაბამისი გახდეს გამოცხადებული ვაკანსიისთვის.
5. ხშირად გამოყენებადი სიტყვების მიუთითებლობა;
სამუშაო აღწერილობები გამოიყენეთ იმისთვისაც, რომ იპოვოთ თქვენთვის სასურველი ვაკანსიისთვის დამახასიათებელი ხშირად გამოყენებადი სიტყვები. ბევრი პროფესიონალი რეზიუმეში უთითებს მათთვის მნიშვნელოვან უნარებს და გამოცდილებებს, თუმცა არ აქცევენ ყურადღებას დამსაქმებლის მოთხოვნებს.
გადაავლეთ თვალი სამუშაო აღწერილობებს და შესაბამისად გამართეთ თქვენი რეზიუმე. ეს დაგეხმარებათ იმგვარი რეზიუმეს შედგენაში, რომელიც მარტივად გადალახავს ხელოვნური ინტელექტის და რეკრუტერის შერჩევის პირველად ეტაპებს.
შეიძლება რეზიუმეს თავიდან შედგენა მოსაწყენ და არასაჭირო დავალებად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით, თუ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ხართ, თუმცა რეზიუმეს სწორად შედგენით და სწორი ინფორმაციის მითითებით, თქვენ დაიზღვევთ თავს შეცდომების დაშვებისგან და გაზრდით დასაქმების შანსებს.
წყარო - 5 Resume Mistakes Senior Professionals Should Avoid In 2023 (forbes.com)