შრომით ბაზარზე მუდმივი კონკურენციაა. იმისთვის, რომ გაზარდოთ დასაქმების შანსები, აუცილებელია გამოიყენოთ ყველა დამხმარე საშუალება, მათ შორის - ChatGPT. ChatGPT-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იქნება გასაუბრებისთვის მომზადების ეტაპზე.
გამოიყენეთ ChatGPT-ის ყველა ფუნქცია
მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია. ChatGPT-ის შეგიძლიათ დაუსვათ როგორც ზოგადი კითხვები, ასევე, კონკრეტული შეკითხვები. მაგალითად, რომელი რბილი უნარები არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენთვის საინტერესო პოზიციისთვის.
ChatGPT-ის გამოყენებისას გაუფრთხილდით პირად და სენსიტიურ ინფორმაციას.გახსოვდეთ, რომ ChatGPT არ არის ინფორმაციის უტყუარი წყარო, გადაამოწმეთ მის მიერ მომზადებული პასუხები.
გამოიყენეთ ChatGPT ინფორმაციის მოსაძიებლად
გასაუბრებისთვის მომზადების პირველი ნაწილი არის მცირე კვლევის ჩატარება და ინფორმაციის მოძიება ინდუსტრიის, ბაზრის, მომავალი დამსაქმებლის შესახებ.
დაუსვით ChatGPT-ს კონკრეტული კითხვები, მაგალითად „როგორ მოვიძიო ინფორმაცია გასაუბრებამდე კომპანიის შესახებ?“ ან „რა ტიპის ინფორმაცია უნდა მოვიძიო კომპანიის შესახებ გასაუბრებამდე?“
მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ რა ტიპის ინფორმაცია გჭირდებათ, შეძლებთ კონკრეტული კითხვების დასმას. მაგალითად, „რა არის ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი მთავარი ტრენდები?“, „როგორია კონკრეტული ინდუსტრიის განვითარების დინამიკა?“ და სხვა.
თუ კონკრეტულად კომპანიის შესახებ არსებული ინფორმაცია დაგაინტერესებთ, დასვით კომპანიაზე მორგებული კითხვები. მაგალითად, „როგორია კომპანიის ბიზნეს გეგმები?“, „რა გამოწვევების წინაშე იდგა კომპანია?“, „როგორი კორპორატიული კულტურაა კომპანიაში?
და სხვა.
ამ ტიპის კვლევით, ზოგად წარმოდგენას შეიქმნით კომპანიის შესახებ და მზად გექნებათ პასუხები გასაუბრებაზე დასმული კითხვებისთვის. გასაუბრებაზე მარტივად მოახერხებთ წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა რომელიც კონკრეტულ ვაკანსიაზე იქნება მორგებული.
იმ შემთხვევაში, თუ ChatGPT-ის არ ექნება კონკრეტული პასუხები კითხვაზე, თხოვეთ ალტერნატიული პასუხების და წყაროების შეთავაზება, რა შემთხვევაშიც მიგითითებთ დამატებით ვებ გვერდებზე, ანგარიშებზე და სხვა წყაროებზე.
გამოიყენეთ ChatGPT მოტივირებისთვის
წარმატებული გასაუბრების ჩასატარებლად, მნიშვნელოვანია აჩვენოთ თქვენი დაინტერესება პოზიციის მიმართ. შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ რატომ გაინტერესებთ კონკრეტული სამსახური ან კომპანია, თუმცა ასევე შეგიძლიათ ინსპირაციისთვის ChatGPT-ის მიმართოთ.
მაგალითად, დაუსვათ შემდეგი კითხვები „რა არის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის საუკეთესო ნაწილი?“, „განსაკუთრებით რა უყვართ [პოზიციის დასახელება] პოზიციაზე დასაქმებულებს საკუთარ სამსახურში?“.
გამოიყენეთ ChatGPT კითხვებზე პასუხების მოსამზადებლად
ChatGPT- ის შეუძლია დაგეხმაროთ კითხვებზე პასუხების მომზადებაში. დაუსვით შემდეგი კითხვები „რა არის გასაუბრებაზე დასმული ყველაზე გავრცელებული კითხვები?“, „როგორი კითხვებია დამახასიათებელი [ინდუსტრიის დასახელება] ინდუსტრიისთვის ანდ [პოზიციის დასახელება] პოზიციისთვის?“.
დამატებით, შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია გასაუბრებაზე დაშვებული შეცდომების შესახებ და თავიდან აირიდოთ მსგავსი შეცდომების გამეორება.
კითხვებზე პასუხების მომზადებასთან ერთად, გამოიყენეთ ChatGPT თქვენი კითხვების ჩამოსაწერად, რომელსაც გასაუბრების ბოლოს თავად დაუსვამთ ინტერვიუერს.
მოიძიეთ ინფორმაცია კონკრეტული ვაკანსიისთვის საჭირო უნარების შესახებ, რომელი უნარები გამოგარჩევთ და ღირებულია დამსაქმებლისთვის. ChatGPT-ის მიერ შემოთავაზებული პასუხები შეუსაბამეთ საკუთარ ძლიერ მხარეებს და გასაუბრებისთვის მზად იქნებით.
გამოიყენეთ ChatGPT გასაუბრების შემდგომი პროცესის დასაგეგმად
გასაუბრებისთვის მომზადება მოიცავს გასაუბრების შემდგომი პროცესის დაგეგმვასაც. შეგიძლიათ ChatGPT-ის დაეკითხოთ როგორ ჯობს მადლიერების გამოხატვა და საკუთარი თავის შეხსენება გასაუბრების შემდეგ.
ChatGPT-ის გამოყენება ახალი ტექნოლოგიური უნარია, რომელიც შეიძლება თქვენს ძლიერ მხარედ იქცეს. მასთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შეინარჩუნოთ ავთენტურობა და გულწრფელობა, არ გამოიყენოთ შაბლონური პასუხები და მოარგეთ ისინი თქვენს პიროვნებას და სურვილებს.
წყარო - https://www.forbes.com/sites/tracybrower/2024/01/28/how-to-prepare-for-a-job-interview-using-chatgpt/?sh=211f852c4736