კვლევების მიხედვით, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს, ოფისში მომუშავე თანამშრომლებთან შედარებით, დაწინაურების ნაკლები შანსი აქვთ. ამასთან, დაბალია ალბათობა იმისა, რომ სახლიდან მომუშავე ადამიანი მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო დავალებას მიიღებს. ეს პრობლემაა, როგორც დისტანციურად მომუშავე თანაშრომლისთვის, ასევე იმ დამსაქმებლისთვისაც, რომელიც თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ასეთ დროს, თანამშრომელი და დამსაქმებლელი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ დისტანციური მუშაობა ხელს არ შეუძლის დასაქმებულის კარიერულ ზრდას.
ეს პრობლემა არ ეხება ისეთ კომპანიებს, რომლებიც სრულად დისტანციურად მუშაობენ. მაგალითად, Wordpress-ის პარტნიორ კომპანია Automattic-ს, ან დისტანციურად მომუშავე ადამიანების ვებ-პორტალს, Flexjobs-ს. დაწინაურების გადაწყვეტილების სამართლიანობა იმ კომპანიებში იჩენს თავს, რომლებმაც Covid-19-ის შემდეგ ზოგიერთი თანამშრომელს სახლიდან, ხოლო ზოგიერთს კი ოფისიდან მუშაობა უფლება მისცეს, Twitter და Facebook მსგავს მოდელზე გადასვლის ყველაზე პოპულარული მაგალითები არიან.
გთავაზობთ, რამდენიმე სახის პრობლემას, რომელიც ასეთი მუშაობის მეთოდმა შეიძლება წარმოშვას:
პროდუქტიულობის ნაკლებობა
დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებსა და მათ მენეჯერებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო შეთანხმება თანამშრომლის მიერ, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად შესასრულებელ სამუშაოებზე. მენეჯრემა რეგულარულად უნდა შეამოწმოს სამუშაოების სტატუსი იმისათვის, რომ საქმე სრულფასოვნად შესრულდეს. თუმცა საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როდესაც თანამშრომელი მთელ დღეს კოლეგის დახმარებისთვის ხარჯავს, უკმაყოფილო მომხმარებელს უმკლავდება ან ჩართულია პროცესში, რომ თანამშრომლებს შორის გაუგებრობა საყოველთაო პრობლემად არ გარდაიქმნას? ეს ყველა აქტივობა მნიშნელოვანია მაშინაც კი, როდესაც ყოველდღურ რუტინაში ეს პროცესი გათვალისწინებული არ არის.
თანამშრომლის ოფისში ყოფნის დროს, მენეჯერს უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ მის ქმედებებს დააკვირდეს. მენეჯერისთვის უფრო რთული ხდება მიზეზების დადგენა მაშინ, როდესაც თანამშრომელი დისტანციურად მუშაობს და დღის, ან კვირის ბოლოს დავალება შესრულებული არ აქვს. ეს მხოლოდ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მიიჩნევენ მენეჯერები დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების კონტროლს პრობლემად.
პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა არის ის, რომ თანამშრომლებმა თავად ადევნონ თვალყური თავიანთ საქმიანობას. სამუშაოს არახელშესახები მხარეების რეგულარული განხილვა, მნიშვნელოვანია როგორც მენეჯერებისთვის, ასევე დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვისაც.
კონტროლი
ადამიანი, რომელიც სახლიდან მუშაობს, დროთა განმავლობაში უფრო ნაკლებ საქმეს აკეთებს. მენეჯერები დავალებას უფრო ხშირად იმ ადამიანს აძლევენ, რომელიც ოფისშია. მიზეზი ისაა, რომ მენეჯერს უფრო მარტივად შეუძლია დაადგინოს, აქვს თუ არა თანამშრომელს თავისუფალი დრო მაშინ, როდესაც ის ოფისშია, ან უბრალოდ მენეჯერს პირველი ის ახსენდება, ვისაც ხედავს. შესაბამისად, დისტანციურად მომუშავე თანამშრომელი ნელ-ნელა “დავიწყებას მიეცემა“.
მენეჯერებს ამ პრობლემის თავიდან აცილება შეფასების სისტემით და ახალი პროექტების სწორად განაწილებით შეუძლიათ. კარგი მიდგომაა მენეჯერმა აკონტროლოსსამუშაოების განაწილების პროცესი და აღრიცხოს თანამშრომლებზე განაწილებული სამუშაოები. მსგავსი ჩანაწერებისთვის თვალყურის დევნება ცხადს ხდის, თუ რამდენად ბევრ დავალებას იღებს ერთი თანამშრომელი, ან პირიქით. ასეთი მიდგომით, კარგად ჩანს თანამშრომლების თავისუფალი დროც და შესაბამისად, მენეჯერი ხედავს, თუ როდის არის თანამშრომელი მზად ახალი დავალების მისაღებად.
ნდობა
ბუნებრივია, რომ ადამიანი უფრო მეტად ენდობა, ან უფრო მეტად მოსწონს ის ადამიანი, რომელსაც უკეთესად იცნობს, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად კარგად წარმოაჩენს თანამშრომელი თავს Slack-ში ან Zoom-ში. ადამიანები პირდაპირი კომუნიკაციისას უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს. შესაბამისად, მენეჯერებიც დაწინაურებენ იმ თანამშრომელს, რომელიც მოსწონთ და რომელსაც ენდობიან. Robert Half Technology-ს დირექტორის, ადამ ბენეტის აზრით, თითქმის არცერთი კომპანია არ დანიშნავს მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე დისტანციურად მომუშავე ადამიანს, მას, ვინც კომპანიის კუტურაში არ არის „გამომცხვარი“.
ოფისში დროის გატარება ყველა თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია. Zillow-ს დამფუძნებლის რიჩ ბარტონის აზრით, ოპტიმალური მიდგომაა ,რომ თანამშრომელმა ორი ან სამი დღე ოფისში გაატაროს, დაიმუხტოს სოციალური ენერგიით, თუმცა ყოველდღიურად სიარულის ვალდებულება არ ჰქონდეს. თუმცა, ეს შეიძლება მოუხერხებელი აღმოჩნდეს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ ან გადავიდნენ საცხოვრებლად. თუმცა, აუცილებელია ისინი მივიდნენ ოფისში, ჰქონდეთ კომუნიკაცია მენეჯერთან მაშინ, როდესაც ამის შესაძლებლობა ექნებათ.