Coursera-ს 2024 წლის ანგარიში სამსახურისთვის საჭირო უნარების შესახებ, ჩამოთლის 10 ტექნოლოგიურ უნარს, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადი იქნება 2024 წელს. მათ შორის არის - System Security, Linux operating system proficiency და Systems Design.
მოთხოვნასწრაფად იზრდება დეველოპერულ უნარებზე, React-ის ცოდნაზე, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურასა და Django-ზე. 2031 წლისთვის ამერიკაში სავარაუდოდ, 400 000 ახალი სამუშაო პოზიცია იქნება ახალი დეველოპერებისთვის.
დეველოპერული უნარების საჭიროება შეესაბამება გლობალურ ტრენდსაც, დასაქმებულების 73% თვლის, რომ არ აქვს ახალი ტექნოლოგიური უნარების შეძენის შესაძლებლობა და უნარი, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ბიზნესები გადაერთვებიან არატექნოლოგიური პროფესიონალებიდან იმ დასაქმებულებზე, რომლებსაც სურთ ახალი ცოდნის შეძენა.
10 უნარი, რომელსაც გამოყოფს Coursera შემდეგია:
1. სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - კომპანიის ქსელის და რესურსების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
2. Linux - ლინუქსის ოპერაციული სისტემის გამოყენება ყველა სახის მოწყობილობაზე;
3. სისტემების დიზაინი - არქიტექტურის განსაზღვრა, პროდუქტის დიზაინის, გამოსახულების მოფიქრება, საჭიროებების შესაბამისად მონაცემების შექმნა;
4. React – Meta-ს მიერ შემოთავაზებული ვებ ტექნიკური მოწყობილობა ინტუიტიური ინტერფეისის შესაქმნელად;
5. პროგრამული არქიტექტურა - მოთხოვნების და მახასიათებლების გარდაქმნა პროგრამაში, რაც შეესაბამება ბიზნესის და ტექნიკურ საჭიროებებს;
6. უსაფრთხოების ინციდენტის მართვა - რთული და თანამედროვე IT უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის შემუშავება;
7. Django - მაღალი ლეველის Python ფრეიმვორქი, რაც უზუნველყოფს ვებ გვერდების უსაფრთხო, სწრაფ განვითარებას და მუშაობას;
8. კიბერ უსაფრთხოება - კომპანიის დასაქმებულების, მომხმარებლების და ქონების დაცვა კიბერკრიმინალებისგან;
9. უსაფრთხოების სისტემები - მოწყობილობების და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მათ უნდა გაუძლონ ნებისმიერ გამოწვევას იქნება ეს ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება თუ შეტევების ანალიზი;
10. უსაფრთხოების სტრატეგია - დინამიური და პროაქტიური კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება.
Coursera-ს CEO-ს თანახმად, ანგარიში განსაზღვრავს წლის ყველაზე სწრაფად მზარდ უნარებს, რაც დაფუძნებულია 5 მილიონი ადამიანისგან მიღებულ მონაცემებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან 3000 ბიზნესთან, 3600 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 100 სხვადასხვა ქვეყანაში.
წყარო - Coursera Reveals 2024's Top 10 In-Demand Tech Skills - Tech Digest News