კეთილდღეობის გურუ დიპაკ ჩოპრა აქტიურად საუბრობს სოციალური ურთიერთობების და ადამიანებს შორის კავშირების ბენეფიტებზე.
ჩოპრას მოსაზრებით, სოციალური და ემოციური კავშირები ადამიანებს აბედნიერებს, აღადგენს ჰომეოსტაზს, სხეულის თვითრეგულირებას. ურთიერთობების ფართო ქსელით შეგიძლიათ შექმნათ უფრო ღირებული, მიზანდასახული და წარმატებული ცხოვრება. საკუთარ თავს ჩოპრა აღწერს, როგორც მარტოსულ ადამიანს. მისი აზრით დატვირთული სოციალური ცხოვრება და დროის მარტო გატარება ერთმანეთის ანტონიმები არ არიან. საუკეთესო კომბინაციაა მარტო ყოფნა, თუმცა სოციალური აქტივობებისას მათში სრული ჩართულობა.
თუ რომელიმე მეგობართან შეხვედრას თავს არიდებთ და მათთან ყოფნის შემდეგ თავს განსაკუთრებულად დაღლილად გრძნობთ, შეიძლება დროა გადაიაზროთ როგორ და რატომ მეგობრობთ ადამიანებთან.
იმისთვის, რომ ჩოპრამ მეგობართან დრო გაატაროს მათ სპეციფიური სამი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. ამ კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად ჩოპრა საკუთარ თავს სამ მთავარი შეკითხვას უსვამს:
1. ამ ადამიანთან ყოფნისას ვერთობი?
2. ამ ადამიანთან დროის გატარებით ვცვლი რაიმეს?
3. არის თუ არა სიხარული წარმატებისა და კეთილდღეობის საბოლოო საზომი?
ჩოპრა სიამოვნებით ატარებს დროს ყველა ადამიანთან, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.
თუ სოციალური ურთიერთობის სურვილი თქვენთვის იწურება, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების შესაბამისი კითხვები.
ჩოპრას მოსაზრებით ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებთან დროის გატარების დროს მათ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოთ. არ აქვს მნიშვნელობა რა გაკავშირებთ ამ ადამიანთან, ის თქვენი რომანტიული პარტნიორია, მეგობარია, ოჯახის წევრი თუ კოლეგა, მთავარია მათთან ურთიერთობისას სრულად აწმყოში დარჩეთ და თქვენი ყურადღება მისკენ იყოს მიპყრობილი.
წყარო - Deepak Chopra on the 'criteria' a friend should meet (cnbc.com)