ჯიმ კვიკმა მისი ცხოვრების 30 წელზე მეტი დრო დაუთმო გონების შესაძლებლობების მაქსიმიზაციას. ამ პრაქტიკას ის უზიარებს ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიცაა Nike, Google და სხვა. ახალი წლის დასაწყისში მისი მეთოდები დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ და შეასრულოთ 2024 წლის მიზნები.
- განსაზღვრეთ შესასრულებელი სამუშაოები დილას;
გაღვიძების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში არ აიღოთ ტელეფონი ხელში. გაღვიძებისას თქვენი ტვინი დასვენებულია, ეს დრო გამოიყენეთ და შეასრულეთ ვიზუალიზაციის 1 წუთიანი სავარჯიშო. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სამუშაო დღის ბოლოს. დაგეგმეთ რა უნდა შეასრულოთ დღის განმავლობაში იმისთვის, რომ დღის ბოლოს თავი კარგად იგრძნოთ. დაგეგმეთ სამი პირადი და სამი პროფესიული მიზანი.
- ლანჩის შესვენება;
როდესაც ლანჩს მიირთმევთ პარალელურად მუშაობის გარეშე, თქვენ გადადიხართ პარასიმპათიკურ მდგომარეობაში. ნერვული სისტემის მეორე ნაწილი, სიმპათიკური ნაწილი განაპირობებს ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებს. ამ მდგომარეობაში ყოფნისას ვერ აღიდგენთ დაკარგულ ენერგიას. დასასვენებლად და განსატვირთად, გონება უნდა იყოს პარასიმპათიკურ მდგომარეობაში.
- დაძინებამდე წიგნის კითხვა;
მხატვრული ლიტერატურა საუკეთესო გზაა წარმოსახვით ცოდნის შესაძენად, ხოლო არა მხატვრული ლიტერატურის კითხვისას სწავლობთ ინფორმაციის მიღების გზით.
ძილის წინ წაიკითხეთ მხატვრული ლიტერატურა, ეს დაგეხმარებათ ემპათიის განვითარებაში. პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას მოახერხებთ სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოთ არსებულ პრობლემას და მოაგვაროთ ის ნარატივის გათვალისწინებით.
წყარო - How to Train Your Brain to Better Accomplish Your 2024 New Year's Resolutions | Inc.com