ფსიქოლოგის, ჯერალდ ვაინბერგის მოსაზრებით, მულტიტასკინგი 80%-ით ამცირებს პროდუქტიულობას. რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ ადამიანები ცხოვრებას მულტიტასკინგში ატარებენ, თუმცა, ისინი არ იყენებენ დროს ეფექტურად და ნაკლებ შედეგებს აღწევენ. FastCompany-ის მიერ მითითებულ ერთ-ერთ კვლევაში, მოსახლეობის მხოლოდ 2.5% ახერხებს ეფექტურად მულტიტასკინგს.
რატომ მივმართავთ მულტიტასკინგს?
ადამიანები ხშირად ვერ იაზრებენ, რომ მათი წარმოდგენები მულტიტასკინგის შესახებ რეალობისგან განსხვავდება. რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება „დავალებებს შორის მონაცვლეობას“ გულისხმობს, რაც წარმოუდგენლად არაეფექტური შეიძლება იყოს ტვინისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს დავალებები ერთმანეთთან არაფრით არ არის დაკავშირებული. დავალებების ცვლილების რეჟიმში მუდმივად მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გონების გადაღლა. თუმცა, ამავდროულად გეგონოთ, რომ უფრო მეტ საქმეს ასრულებთ. დავალებების ცვლილება ამცირებს ყურადღების უნარს, ზრდის სტრესის შეგრძნებას და იმპულსურ ქმედებებს.
მულტიტასკინგი ხშირად დასწავლილი ქმედებაა, რადგან ადამიანებს გონიათ, რომ მუდმივად დაკავებულობა კარგია.
ზოგიერთ ადამიანს გამოსდის ბევრ საქმეზე ერთდროულად ყურადღების განაწილება. თუმცა, ადამიანების უმრავლესობისთვის უმჯობესია ყურადღების ცალკეულ დავალებებზე გამახვილება.
FastCompany გვიზიარებს 4 გზას, თუ როგორ შეიძლება ვმართოთ მულტიტასკინგი და ვიმუშავოთ ეფექტურად:
1. პარეტოს პრინციპის გააზრება;
პარეტოს პრინციპის თანახმად, შესრულებული საქმის 20% განაპირობებს შედეგების 80%-ს. შეიძლება მუდმივად მუშაობის გამო თავს კარგად გრძნობდეთ, თუმცა, რეალურად ყველა საქმის კეთება შედეგების გამომწვევი არ არის. ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომელი 20% უნდა გააკეთოს სწორი შედეგების მისაღწევად.
ყველა დავალებას თანაბარი მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად, ყველაფრის ერთდროულად კეთებაც არ არის აუცილებელია სასურველი შედეგების მისაღებად. გაიაზრეთ, რომელი საქმეებია თქვენი 20%.
2. სასურველ შედეგებზე მორგებული სტრატეგია;
შეიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც თქვენს შედეგების მიღწევაზე იქნება ორიენტირებული. არ არის აუცილებელი რთული გეგმების დახაზვა. ჩამოწერეთ 3-დან 5-მდე მიზნები და შემდეგ გაანაწილეთ დრო ამ მიზნების მისაღწევად.
მიზნების მისაღწევად შეიძლება საჭირო იყოს დროის გამოყოფა დისტანცირებულად მუშაობისთვის, შემშლელი ფაქტორებისგან სრულად გათავისუფლება, შეხვედრებისგან თავისუფალი პერიოდის გამოყოფა და სხვა.
3. შესასრულებელი დავალებების შემცირება;
პროდუქტიულობის გასაზრდელად შეამცირეთ შესასრულებელი დავალებები. განსაზღვრეთ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული დავალებები, დაფიქრდით სხვა დავალებების განაწილებაზე. ეს დავალებები შეგიძლიათ დაყოთ სამ კატეგორიად: დელეგირება (თუ სამუშაოს შესრულებისთვის შესაძლებელია მათი სხვისთვის გადაბარება), გადადება (თუ მათი შესრულება არ არის სასწრაფო ან აუცილებელი) ან გაუქმება (თუ დავალების შესრულება აღარ არის საჭირო).
4. სისტემების, პროცესების და ტექნოლოგიების გამოყენება;
გამოიყენეთ შემუშავებული სისტემები, პროცესები და ტექნოლოგიური მიღწევები ცხოვრების გასამარტივებლად. დაფიქრდით როგორ შეიძლება სამუშაო ყოველდღიურობაში მათი ინტეგრირება პროდუქტიულობის გასაზრდელად.
წყარო - Why multitasking makes you less productive (fastcompany.com)