კომპანიის მენეჯერის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორი ხედვებისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაა, თანამშრომელთა მოვალეობას კი მათი აღსრულება წარმაოდგენს. როგორც Linkedin-ის დამფუძნებელი რეიდ ჰოფმანი ამბობს, ლიდერმა სტრატეგიის ეფექტიანად იმპლემენტაციისათვის ისეთი ორგანიზაციული ეთიკა უნდა შექმნას, რომელიც გეგმებს მოქმედებაში მოიყვანს.
ჰოფმანი თავის პოდკასტში აღნიშნავს, რომ ყველა ლიდერს უნდა ისეთი კომპანიის შექმნა, რომლის პროცესები დასარტყამი ინსტრუმენტის რიტმივით აწყობილი იქნება. ასეთ შემთხვევაში თანამშრომლებს დასახული სტრატეგიებისა და მიზნების ყოველდღიურ საქმიანობაში გადმოტანა შეეძლებათ.
ლიდერები თავად არიან კომპანიის რიტმის შემქმნელები, რომელსაც თანამშრომლები გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჰყვებიან. გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც „ორგანიზაციული რიტმის“ სწორად აწყობაში დაგეხმარებათ:
1. შინაგანი რიტმი
მენეჯერები კომპანიაში „კომუნიკაციის რიტმს“ ქმნიან. მაგალითად, ლიდერი, რომელიც ფეთქებადია, ხშირად გამოხატავს გაღიზიანებას შეხვედრებზე, თანამშრომლებს არაკორექტულად მიმართავს და ყოველდღიურ საკითხებზე იშვიათად ეკონტაქტება, ქმნის ისეთ სამუშაო გარემოს, სადაც დასაქმებულებს მსგავსი კომუნიკაცია ნორმალურად ეჩვენებათ. ასეთი ურთიერთობები სამუშაო გარემოს ტოქსიკურს ხდის, კომპანიის მიზნებს კი - რთულად მისაღწევს.
ლიდერები, რომლებიც ყურადღებით უსმენენ სხვებს, მათ მიმართ პატივისცემას გამოხტავენ და ღიად თანამშრომლობენ ყოველდღიურ საკითხებზე, კომპანიაში ქმნიან ისეთ „კომუნიკაციის რიტმს“, რომელიც სამუშაო გარემოს დადებითი ენერგიით, თანამშრომლებს კი მიზანდასახულობით ავსებს.
2. გადაწყვეტილების მიღების რიტმი
ლიდერი, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მონაცემის შეგროვებას ელოდება და მაინც ხშირად იცვლის აზრს, თანაშრომლების თავის ტკივილი ხდება, რადგან ისინი დროს მისი ფიქრების ამოცნობაში ხარჯავენ. ამასთან მცირდება მათი პროდუქტიულობა და პროცესები დროში იწელება, რაც კომპანიის წინსვლას ანელებს.
ორგანიზაციის სწრაფი განვითარებისათვის, აუცილებელია, ლიდერს გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება სათანადო ინფორმირებულობის გარეშეც შეეძლოს და გარკვეულ რისკებს საკუთარ თავზე იღებდეს.
3. დაფასების რიტმი
მნიშვნელოვანია, ლიდერი თანამშრომელებს მათი ძალისხმევისა და შედეგებისთვის სხვადასხვა გზებით ხშირად აჯილდოებდეს.
არსებობს ორგანზაციები, სადაც დასაქმებულთა დაფასება იშვიათად ხდება. ასეთ შემთხვევაში იკლებს მათი მუშაობის ხარისხსი და შესაბამისად კომპანიის მიზნების მიღწევის სისწრაფეც. თუმცა არსებობს კომპანიები, სადაც თანამშრომელთა მუშაობის შედეგიანობა, სწორედ ლიდერების მიერ მათი საქმის ხშირი დაფასებით იზრდება. შესაბამისად იზრდება კომპანიის მიზნების მიღწევის სიჩქარეც.
4. სამუშაორიტმი
მენეჯერი ორგანიზაციაში სამუშაო პროცესების შემქმნელი გახლავთ. კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ხშირად ხვდება იგი თანამშრომლებს, რამდენად მომთხოვნია, რამდენად კარგად შეუძლია განსაზღვროს ეფექტიანი იქნება თუ არა დისტანციურად მუშაობა, ითვლიდეს თუ რა რესურსი იხარჯება დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში და საერთოდ, რა იწვევს ამ შეცდომებს.
კომპანიის „სამუშაო რიტმი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩამოთვლილთაგან, რადგან დიდწილად სწორედ ეს განსაზღვრავს კომპანიის წარმატებულობას. შესაძლოა, მენეჯერს სწორი ხედვები ჰქონდეს კომპანიის სტრატეგიებთან და გეგმებთან მიმართებაში, თუმცა გაუმართავი „სამუშაო რიტმის“ გარეშე მათი განხორციელება შეუძლებელი ხდება.
5. რეაქტიული რიტმი
კარგი მენეჯერიც კი ვერასდროს იქნება პროდუქტიული ყველა მიმართულებით და ვერ შეძლებს ყველაფრის პროგნოზირებას. თუმცა მას შეუძლია გააუმჯობესოს „რექტიულობის რიტმი“. შედეგად, მის ორგანიზაციას შეუძლია ინდუსტრიულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნქება.
პრობლემებსა და ცვლილებებზე ნელი რეაგირება კომპანიის განადგურების საწინდარია.
ასე რომ რეიდ ჰოფმანი მართალია. ლიდერმა უნდა შექმნას კომპანია, რომლის პროცესები დასარტყამი ინსტრუმენტის რიტმს ემსგავსება. იმედია, ეს რჩევები ორგანიზაციაში „ტრიუმფალური ტემპის“ შექმნაში დაგეხმარებათ.