კომპანიის მენეჯემენტი ყოველი წლის ბოლოს განსაზღვრავს გეგმებს შემდეგი წლისთვის. თუმცა, წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. კორონავირუსი მოულოდნელი ცვლილებების საუკეთესო მაგალითია. გლობალური პანდემიის პერიოდში მომხმარებლების ქცევის ანალიზით ბევრ კომპანიას მოუწია ახალი პროცესების შემუშავება და დანერგვა.
McKinsey & Co-ს ანგარიშის თანახმად, კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან გამძლეობით და ადაპტურობით, უფრო მარტივად ახერხებენ მოულოდნელი ცვლილებების ახალ შესაძლებლობებად ქცევას.
FastCompany გვიზიარებს 4 სტრატეგიას ცვლილებებთან ადაპტირებისთვის:
1. უპირატესობების გაანალიზება;
ყველა კრიზისი ცუდი არ არის. ადამიანების უმრავლესობა ემოციურად თავდაცვის რეჟიმში დგება, როდესაც გრძნობენ ცვლილებების აუცილებლობას. მათთვის ავტომატურად ირთვება თვითგადარჩენის ინსტინქტები. ცვლილებების დროს ბევრი ჩვენგან ეძებს თავშესაფარს. თუმცა, წარმატებულ ლიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი უნარები, აუხსნან დასაქმებულებს მოსალოდნელი ცვლილებები და განუმარტონ მისი ბენეფიტები.
2. გუნდის მომზადება;
საოპერაციო გუნდები, როგორც წესი წინასწარ დადგენილი პროცედურებით მუშაობენ მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად. ამის გამო, ყველაზე ხშირად ეს გუნდები ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. ლიდერის მოვალეობა ამ შემთხვევაში ის არის, რომ საკუთარი გუნდი მოამზადოს ცვლილებებისთვის, ნათელი გახადოს მათთვის ცვლილებები, დაანახოს ცვლილებების დადებითი მხარე.
3. მოკლე და გრძელვადიანი გეგმების დასახვა;
ლიდერმა უნდა მოახერხოს ორი სტრატეგიის შემუშავება. გრძელვადიანი სტრატეგიული და ფინანსური გეგმა შეიძლება იყოს წლის ბოლოს მოლოდინების დასახვა. ამის პარალელურად ლიდერს უნდა შეეძლოს მოკლე ვადიანი მიზნების განსაზღვრაც. ხშირად მიმდინარე ცვლილებებზე მუშაობისას, ლიდერებს ავიწყდებათ ზოგადი მიზნების გადამოწმება. მნიშვნელოვანია ლიდერს ჰქონდეს საერთო ხედვა და ყველა დიდი თუ პატარა გეგმა და სტრატეგია ამ საერთო მიზანს შეუსაბამოს.
4. ფინანსურად მომზადება;
ბევრი კომპანია ვერ იყენებს ბაზარზე ცვლილებების პირველად დანერგვის უპირატესობას, საკმარისი ფინანსური რესურსის არარსებობის გამო. მაგალითად, მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი ან აქვთ ბევრი ფინანსური ვალდებულებები. კარგი ლიდერის ერთ-ერთი მოვალეობაა კომპანია ფინანსურადაც მზადყოფნაში იყოს ცვლილებებისთვის და ხელიდან არ გაუშვას ბაზარზე უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა.
წყარო - https://www.fastcompany.com/91038082/4-strategies-leaders-can-use-to-adapt-to-change