ყოველი გასაუბრება, მიუხედავად იმისა, ინტერვიუ სამსახურის შემოთავაზებით დასრულდება თუ არა, კავშირების დამყარების ახალი შესაძლებლობაა. პანდემიის შემდგომ პერიოდში, მსოფლიო ნელ-ნელა იხსნება პირისპირ შეხვედრებისთვის. თქვენ უნდა გამოიყენოთ შეხვედრების ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს პროფესიული თუ მეგობრების შეკრება, ახალი პირადი კავშირების შესაქმნელად.
გასაუბრება პროფესიულ სფეროში კონტაქტების მოძიების მნიშნელოვანი საშუალებაა. ინტერვიუს მეშვეობით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეხვდეთ სფეროს წამყვან სპეციალისტებს და გააცნოთ მათ თქვენი თავი. გასაუბრებისას კანდიდატის მიზანი ორმხრივია - მიიღოს ახალი სამსახურის შემოთავაზება და დაამყაროს პროფესიული კავშირები.
გამსაუბრებელზე კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად და შემდგომი თანამშრომლობის შესანარჩუნებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
- გასაუბრების მთავარი მიზანია, გამსაუბრებელთან კავშირის დამყარება. თუ მოახერხებთ და თავს დაამახსოვრებთ გამსაუბრებელს, ამით გაიხსნება თქვენი სამომავლო ურთიერთობისკენ მიმავალი გზა, მიუხედავად იმისა, საბოლოოდ სამსახურში აგიყვანენ თუ არა;
- გასაუბრებამდე გაარკვიეთ ინტერვიუზე დამსწრე პირების ვინაობა. მოიძიეთ ინფორმაცია მათ შესახებ. დაათვალიერეთ მათი პროფილები სოციალურ ქსელებში, მოიძიეთ მათი ინტერვიუები, ბლოგები, LinkedIn;
- მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის და გამსაუბრებლის შესახებ. პირადი გამოცდილების გათვალისწინებით მოამზადეთ მათთვის საინტერესო ისტორიები;
- დასვით ბიზნესის სპეციფიკასთან დაკავშირებული კითხვები. ამგვარი კითხვების დასმით, თქვენ აჩვენებთ, რომ იცნობთ კომპანიას. ჩამოაყალიბეთ კომპანიის წინაშე ან ბაზარზე არსებული გამოწვევები და შესთავაზეთ ამ გამოწვევების გადალახვის გზები. აჩვენეთ მათ, რომ ხართ სფეროს ახალი ლიდერი;
- მაქსიმალურად გამოიყენეთ მცირე დიალოგები განწყობის შესაქმნელად. ამ გზით შეეცადეთ გაიგოთ იმგვარი დეტალები, რაც არ უკავშირდება გასაუბრებას. მაგალითად, გამსაუბრებლის ინტერესები სამსახურს გარეთ, გეგმავს თუ არა მოგზაურობას, რომელია მათი საყვარელი საფეხბურთო კლუბი. ეს პატარა დეტალები დაგეხმარებათ ინტერვიუს შემდეგ დაუკავშირდეთ მათ და აღმოაჩინოთ საერთო ინტერესები.
გასაუბრების დასრულების შემდეგ მიწერეთ მადლობის მეილი, გაუგზავნეთ LinkedIn-ზე დამატების მოთხოვნა პერსონალიზირებული ტექსტით. შეგიძლიათ დარჩეთ კონტაქტზე დღესასწაულების მილოცვის გზით, შეეცადეთ არ გაწყვიტოთ კავშირი და აგრძნობინეთ, რომ მოგეწონათ შეხვედრა.
მიუხედავად იმისა, გასაუბრებას შედეგად სამსახურის შემოთავაზება მოჰყვება თუ არა, დაიწყეთ ახალი კავშირების შექმნა. ხშირად, როდესაც კანდიდატს უკავშირდებიან უარით, ისინი იმედგაცრუებულნი რჩებიან. მნიშვნელოვანია გაიაზროთ, რომ ტელეფონის მეორე მხარეს დგას ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ცუდი ამბების გაზიარება. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დაუსვით მას კითხვები. მაგალითად, კითხეთ როგორ მოიქცეოდა ის თქვენს ადგილზე, შეიძლება თუ არა კონტაქტზე დარჩენა, რა შეიძლება იყოს თქვენი შემდგომი ნაბიჯები. მათი პასუხის შესაბამისად, დარჩით კონტაქტზე. დაუკავშირდით პროფესიონალებს, რომლებიც გასაუბრებაზე შეგხვდათ და უთხარით, რომ თქვენთვის სასიამოვნო იყო მათი გაცნობა. გააფრთხილეთ, რომ რაიმე ცვლილების ან ახალი შესაძლებლობის გამოჩენის შემთხვევაში, შეუძლიათ დაგიკავშირდნენ. სამსახურის შემოთავაზებაზე უარის საპასუხოდ პროფესიული დამოკიდებულება და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ გააგრძელოთ პროფესიული უერთიერთობა გამსაუბრებელთან.
ახალი კავშირების გაჩენა სიცოცხლის დაზღვევას ჰგავს - უნდა აიღო მაშინ, როცა არ გჭირდება. ახალი კავშირების დამყარება, შეიძლება რთულია, რადგან ყველანი დაკავებულები ვართ, მაგრამ ამას გამუდმებით უნდა ვაეთებდეთ. გახსოვდეთ, რომ შეიძლება საოცნებო სამსახურისგან მხოლოდ სამი ადამიანი გაშორებთ.
წყარო - Job interviews provide an opportunity for networking (fastcompany.com)