ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები საბრძოლო აღჭურვილობისა და სისტემების გაუმჯობესებასთან ერთად, ადამიანური რესურსის მართვის მიდგომებს ცვლის.
გენერალ-მაიორი ჯ.პ. მაკგეი Business Insider-თან ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები კონკურენტულ უპირატესობას თითოეული ჯარისკაცის პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით შეძლებს. დღეს სამხედრო სამსახურში ინდუსტრიული ხანის შესაბამისი მენეჯმენტია, რომელიც ინფორმაციული ხანისათვის შესაფერისი მართვის ფორმებზე გადასვლას მოითხოვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯარისკაცები არა ურთიერთშემცვლელ ელემენტებად, არამედ მთლიანის უნიკალურ ნაწილებად უნდა აღიქმებოდნენ.
მაკგეი ფიქრობს, რომ დღეს, ბიზნეს სამყარო ტალანტების ომში იმყოფება და კომპანიების სიცოცხლე სწორედ ამ ომის შედეგებზეა დამოკიდებული. მისი აზრით, დროა, სამხედრო ინდუსტრიამაც აითვისოს ამ ომის პრინციპები და ჩაებას მასში.
აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა საკმაოდ კარგი იდეები მიიღო ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიცაა Google, UPS და სიმფონიური ორკესტრი.
ტალანტ-მენეჯმენტის რეოგანიზაციის პროცესში დიდი ყურადღება ექცევა ჯარისკაცის პრეფერენციებს, სად და რომელ პოზიციაზე წარმოუდგენია თავი და სად უნდა რომ იმსახუროს. თუმცა ამ მიდგომამ პრობლემებიც წარმოქმნა, რადგან არსებობს ისეთი თანამდებობები თუ ლოკაციები, სადაც ყოფნა არავის უნდა, თუმცა აუცილებელია. UPS ძალიან დიდი ორგანიზაციაა, რომელის ბაზებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა განლაგებული. ზოგიერთ ლოკაციაზე მუშაობა დასაქმებულებს მოსწონთ, რის გამოც ამ ლოკაციებისთვის თანამშრომლების მოძიება იოლია. თუმცა არსებობს ადგილები, რომლებიც UPS დასაქმებულებისთვის არ არის მომხიბლავი, რის გამოც კომპანიას უჭირს ამ ადგილის თანამშრომლებით შევსება. ეს პრობლემა სამხედრო სამსახურისთვისაც ცნობილია. ჯარისკაცებს არ უნდათ სასაზღვრო ზოლებში მსახურობა. ამ პრობლემის გადაჭრის გზად მაკგეი სამხედრო ჩინის მომატების შედეგად ამ ლოკაციაზე დასაქმებას ხედავს.
აშშ-ს შეიარაღებული ძალები ბატალიონის მეთაურის შერჩევის პროცესებშიც აპირებს ცვლილებებს. შერჩევა მიმდინარეობს სისტემით, რომელიც მოიცავს წერილობით ტესტს, გასაუბრებას, ფიზიკურ შეფასებას და ფსიქოლოგიურ ტესტს. იმისათვის რომ ეს სისტემა გამართული იყოს, უნდა არსებობდეს ადამიანური რესურსი, რომელიც შერჩევის პროცესს ეფექტიანად წარმართავს. შეიარაღებულმა ძალებლა Google-გან მიიღო გაკვეთილი, რაც შერჩევის პროცესში ჩართული თანამშრომლების წახალისებას გულისხმობს, იმ მიზნით, რომ მათ შეძლონ თანამდებობისთვის ღირსეული ჯარისკაცების შერჩევა.
სიმფონიური ორკესტრისგან აშშ-ს სამხედრო რაზმმა „ბრმა პანელის ინტერვიუ“ გადმოიღო. სიმფონიური ორკესტრი ხშირად შესარჩევ კონკურსს ისე მართავს, რომ კანდიდატს ვერ ხედავს. შემსრულებელი უკრავს, თავის საქმეს ასრულებს და ასე ხმის ამოუღებლად გადის. მიზანი კანდიდატის ნერვიულობის შემცირებაა. ყველამ იცის, რომ ნევიულობისგან, შესაძლოა ადამიანს ხელები ან ხმა აუკანკალდეს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოავლინოს. ცნობილია, რომ კანდიდატი პირველი 10-15 წამის განმავლობაში ქმნის ძირითად შთაბეჭდილებას, გასაუბრების დანარჩენი 30 წუთი კი ამ შთაბეჭდილების გამყარებას ან უარყოფას ეთმობა. ბრმა ინტერვიუ საშუალებას აძლევს კანდიდატს კონცენტრაცია მოახდინოს იმ საქმეზე, რაც მნიშვნელოვანია და გამოავლინოს შესაძლებლობების მაქსიმუმი.
აშშ -ს კონგრესის გადაწყვეტილებითა და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, გენერალ ჯეიმს მაკკოვილის ხელმძღვანელობით, რომელიც აშშ-ს შეიარაღებული ძალების მენეჯმენტის ცვლილების სტრატეგიის სულისჩამდგმელია, ადამიანური რესურსების მართვის მიდგომების რეორგანიზაცია ნელ-ნელა ხორცს ისხამს.
როგორც ცნობილია, ჯარი ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული "ორგანიზაციაა", ადამიანური რესურსის მენეჯმენტში კი სამხედრო პრაქტიკიდან შეძენილია ისეთი პროცესები, როგორიცაა რეკრუტინგი, რანგირება და თქვენ წარმოიდგინეთ, კარიერული განვითარებაც. დღეს , ბიზნესი ორგანიზებისა და ორგანიზაციული მართვის პროგრესს განიცდის. მნიშვნელოვანია, რომ ოდესღაც ერთ-ერთმა კარგად ორგანიზებულმა გაერთიანებამ, სამხედრო ძალამ, დაინტერესება გამოთთქვა კვლავ აუწყოს ფეხი ტენდენციას და ტალანტების მართვის უახლესი ტენდენციები განავითაროს სამხედრო მოსამსახურის შერჩვის და მათი ინტერესების განვითარების მიმართულებით.