ბევრი კომპანია, ფინანსური წარმატების მისაღწევად, სტრესულ სამუშაო კულტურას აყალიბებს. პოზიტიური ფსიქოლოგა ადასტურებს, რომ სტრესული გარემო საზიანოა. გარდა ამისა, კვლევებით დასტურდება ისიც, რომ პოზიტიური გარემო, როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე დასამებულებისთვის, უდიდესი სარგებლის მომტანია. მაგრამ, არსებობს მოსაზერებაც, რომ სტრესული გარემო თანამშრომლების სამუშაოს ხარისხს აუმჯობესებს. ეს მოსაზრება სანდო არ არის, რადგან სტრესის მატარებელი კომპანიებისთვის, თანამშრომლების მოვლის ხარჯი მაღალია
დავიწყოთ იმით, სტრესულ გარემოს მქონე კომპანიებში, ჯანმრთელობის მოვლისა და დაცვის ხარჯები მაღლია. აშშ-ს ფსიქოლოგთა ასოციაციის შეფასებით , აშშ-ს ჯანდაცვის ბიუჯეტი, სამუშაო სტრესის გამო, 500 მილიონი დოლარით ივსება და ამავდროულად, სტრესის გამო, 550 სამუშაო დღე იკარგება; შტატებ ში, 60%-80% უბედური შემთხვევებისა, სამუშაო გარემოში არსებული სტრესის გამო ხდება. დადგენილია, რომ ექმითან ვიზიტების 80%-ის მიზეზიც სტრესია! სტრესი სამუშაო გარემოში იწვევს ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მეტაბოლიზმი, კარდიოვასკულარული დაავადებები და სიკვდილიანობაც კი.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რაც უფრო დაბალ საფეხურზეა ადამიანი ორგანიზაციული სტრუქტურის იერარქიაში, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ კარდიოვასკულარული პრობლემებით დაავადდეს, დაემართოს გულის შეტევა ან სხვა კარდიოლოგიური კრიზისები. კაროლინას ინსტიტუტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლიდერის ქცევასა და გულის დაავედებებს შორის კავშირი არესებობს, ის მენეჯერები, რომლებიც ორგანიზაციაში სტრესულ სიტუაციას ქმნიან, კოლეგებში ასევე ქმნიან გულის დაავადების მაღალ რისკს.
სტრესული გარემოს მომდევნო პრობლემა დემოტივაციით გამოწვეული ხარჯია. მოკლევადიან პერიოდში, სტრესულ გარემოში ადამიანს მუშაობის მოტივაცია ეძლევა. თუმცა, კვლევების ადასტურებს, რომ ეს სტრესი დროის გასვლის შემდეგ, აუცილებლად გამოიწვევს თანამშრომლის დემოტივაციას. საქმეში ჩართულობა ასოცირდება თანამშრომლის დაფასებასთან, დაცულობასთან, მხარდაჭერასა და პატივისცემასთან. შესაბამისად, მოტივაციის სამუშაო გარემოში არსებულ სტრესთან უკუპროპორციულია!
გუნდის წევრების მოტივაციის დაკარგვა, ორგანიზაციისთვის ძვირი ხარჯია. Gallup-ისა და Queens-ის ბიზნეს სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დემოტივირებული თანამშრომლები 37% -ით მეტს აცდენენ სამსახურს, 49%-ით მეტი უბედური შემთხვევა ემართებათ და 60%-ით მეტ შეცდომას უშვებენ. ის თანამშრომლები, რომლებსაც ნაკლები მოტივაცია აქვთ 18%-ით ნაკლებად პროდუქტიულები არიან, 16%-ით ნაკლებ მომგებიანები და 37%-ით ნაკლებად იზრდებიან კარიერულად და 56%-ით ნაკლებ დამატებით ღირებულებას ქმნიან.
მესამე დიდი ხარჯი ერთგულების ნაკლებობაა. კვლევების მიხედვით სამუშაო გარემოში სტრესი თანამშრომელთა 50%-იან ნებაყოფლობით გადინებას იწვევს. ადამიანები იწყებენ ახალი სამსახურის ძიებას, უარს ამბობენ დაწინაურებაზე და ტოვებენ თანამდებობას. ცხადია, მაღალი დენადობა იწვევს შერჩევისა და ტრენინგების ხარჯების ზრდას, დაბალი პროდუქტიულობისა და დაბალი კომპეტენციის მაჩვენებელს. The Center of American Progress -ის შეფასებით, თითოეული თანამშრომლის ჩანაცვლება, კომპანიისთვის თითოეული თანამშრომლის ხელფასის დაახლოებით 20% ჯდება.
ამ მიზეზების გამო, ბევრმა კომპანიამ ისეთი შეღავათების შემუშავება დაიწყო, როგორიცაა სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა და ოფისში არსებული სავარჯიშო დარბაზები. თუმვცა, Gallup-ის გამოკითხვამ აჩვენა, მიუხედავად მრავალფეროვანი შეღავათებისა, გუნდის წევრების მოტივაციაზე და ჩართულობაზე, ყველაზე მეტად, პოზიტიური სამუშაო გარემო მოქმედებს- ადამიანებს კარგი სამუშაო გარემოს უფრო არჩევენ, ვიდრე მატერიალურ სარგებელს
გუნდისთვის პოზიტიური და ჯანმრთელი სამუშაო გარემოს შექმნა რამდენიმე მთავარ პრინციპზე დგას. HBR-ის კვევების მიხედვით, პოზიტიური სამუშაო კულტურა 6 პრინციპს ეფუძნება:
· ლიდერი უნდა ზრუნავდეს, აინტერესებდეს და იღებდეს პასუხისმგებლობას კოლეგებსა და მეგობრებზე
· კეთილგანწყობილია და თანაუგრძნოს კოლეგებს რთულ პერიოდში
· არ ეძებს „დამნაშავეებს“ და კოლეგების გულშემატკივარია
· გუნდის წევრებნა იციან სამუშაოს მნიშვნელოვნება
· გუნდის წევრები გამოხარტავენ პატივისცემასა და ნდობას.
ასეთი გარემოს შესამქნელად, გვირჩევენ ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ შემდეგი:
ძლიერი სოციალური კავშირები . კვლევების მიხედვით, სამსახურში არსებული პოზიტიური სოციალური კავშირები დადებითი შედეგების მომტანია. მაგალითად, ადამიანები უფრო იშვიათად ხდებიან ავად, არიან ნაკლებად დეპრესიულები, სწავლობენ სწრაფად და იმახსოვრებენ მეტს, უკეთ უძლებენ ტკივილსა და დისკომფორტს, აჩვენებენ უფრო მეტ გონებრივ შესაძლებლობებს და უკეთესად ასრულებენ საკუთარ სამუშაოს. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადრეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20%-ით მაღალია ჭარბწონიან ადამიანებში, 30%-ით მაღალია ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულ ადამიანებში, 50%-ით მაღალი - მწეველებში. თუმცა, ყველაზე მაღალი 70%-იანი მაჩვენებელი, იმ ადამიანების ანგარიშზეა, რომლებსაც ნაკლები სოციალური ურთიერთობები აქვთ. ტოქსიკური და სტრესით სავსე სამუშაო გარემო ცუდად მოქმედებს სოციალურ ურთიერთობებზე და შესაბამისად, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
ემპათია- მენეჯერს დიდი გავლენა აქვს თანამშრომლების ემოციურ მდგომარეობაზე. მიჩიგანის უნივერსიტეტში, CompassionLab-ში ჩატარებული კვლევა გაჩვენებს, რომ მენეჯერები, რომლებიც გამოხატავენ თანაგრძნონას თანამშრომლების მიმართ, ქმნიან გუნდურ იმუნიტეტს რთული პერიოდის დროს.
დახმარება. თანამშრომლები უფრო ლოიალურები არიან იმ მენეჯერების მიმართ, რომლებიც მათ რთულ სიტუაციებში დახმარების ხელს უწოდებენ. ნიუ იორკის სტერნის ბიზნეს სკოლის კვლევის მიხედვით, თანამშრომლები უფრო მეტად ერთგულები და თავდადებულები არიან ისეთი მენეჯერების მიმართ, რომლებიც სამართლიანობასა და თავდადებას იჩენენ სამუშაო პროცესში. მენეჯერები, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, საკუთარ თავსაც აძლიერებენ. როტერდამის მენეჯმენტის სკოლის კვლევის მიხედვით, დასაქმებულები უფრო მეტად კოლეგიალურები არიან მაშინ, როდესაც მათი მენეჯერი ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის. ამის მიზეზი მენეჯერის მიმართ დიდი ნდობაა.
საუბარი. გასაკვირი არ არის, რომ თანამშრომლების მუშაობის ხარისხი უფრო მეტად იზრდება მაშინ, როდესაც ისინი ამჩნევენ მენეჯერი მათ პრობლემებზე ფიქრობს. ისინი თავს დაცულად გრძნობენ! ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თავმდაბლები მენჯერები , რომლებიც მზად არიან დაეხმარონ გუნდის წევრებს, სამუშაოს შესრულების გამორჩეულ მაჩვენებელს დებენ. სამსახურში დაცულად ყოფნის შეგრძნება, თანამშრომლებს აძლევს ექსპერიმენტების ჩატარებისა და კრეატიული ფიქრის შესაძლებლობას, რასაც შედეგად ახალი მიგნებები მოჰყვება.
წიგნში Give and Take , ადამ გრანტი ამბობს, რომ მენეჯერის კეთილგანწყობა და დიდსულოვნება გუნდისა და ორგანიზაციის ეფექტურობის ინდიკატორია. მკაცრი სამუშაო კლიმატი თანამშრომლების გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას იწვევს. პოზიტიური სამუშაო კლიმატის შემთხვევაში, თანამშრომლებს ნაკლებად აწუხებთ გულის დაავადებები, სისხლის წნევა და ამასთან, მძლავრი იმუნური სისტემითაც გამოირჩევიან. პოზიტიური სამუშაო გარემო ქმნის პოზიტიურ სამუშაო კულტურას და აძლიერებს ერთგულებას, მოტივაციასა და სამუშაოს მაღალ ხარისხს. ბედნიერი თანამშრომელი საუკეთესო სერვისსაც ქმნის! შეჯამების სახით, ბედნიერი და ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო კულტურა აუმჯობესებს თანამშრომლების კეთილდღეობას, პროდუქტიულობას და ამასთან, აუმჯობესებს კლიენტების კმაყოფილების მაჩვენებელსაც.