რეზიუმეს ბოლოს უნარების ჩამონათვალი, შეიძლება ზედმეტად გეჩვენებათ, თუმცა, ეს გრაფა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ გგონიათ.
TestGorilla-მ გამოიკვლია 2736 დამსაქმებლის მონაცემები 2022 წლის ოქტომბერში. კვლევის თანახმად, კომპანიების უმრავლესობა (76%), დასაქმებულების შერჩევისას იყენებს უნარებზე დაფუძნებულ მიდგომას, 55% კანდიდატების ასარჩევად იყენებთ პოზიციისთვის შესაბამისი უნარების ტესტს.
დამსაქმებლებისთვის აქტუალური უნარები განუწყვეტლივ იცვლება. LinkedIn-ის კვლევის თანახმად, ბოლო წლებში პოპულარული გახდა ტექნიკურ, ანალიტიკურ, გაყიდვების უნარებთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი რბილი უნარები, როგორებიცაა ლიდერობა და კომუნიკაციის უნარი.
LinkedIn-მა გაანალიზა 2022 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მის პლატფორმაზე განთავსებული ვაკანსიების სამუშაო აღწერილობები და გამოყო 10 უნარი, რომლებსაც ყველაზე ხშირად უთითებენ დამსაქმებლები. 2023 წლის 15 მარტამდე, LinkedIn შესაძლებლობას გაძლევთ გაიაროთ თითოეულ უნართან კავშირებული უფასო კურსი. LinkedIn-ის კვლევა სრულად და შესაბამისი კურსები შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე - LinkedIn 2023 Most In-Demand Skills: Learn the Skills Companies Need Most
LinkedIn-ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, დამსაქმებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი უნარებია:
1. მენეჯმენტი/მართვა
2. კომუნიკაცია
3. მომხმარებლების მომსახურება
4. ლიდერობა
5. გაყიდვები
6. პროექტების მენეჯმენტი
7. კვლევის უნარი
8. ანალიტიკური უნარები
9. მარკეტინგი
10. გუნდური მუშაობა
სიის სათავეშია მართვის უნარი, რადგან კომპანიები ეძებენ მენეჯერებს, რომლებთაც შეუძლიათ წარმატებით მართონ გამოწვევებით სავსე შრომითი ბაზარი და გაუმკლავდნენ დასაქმებულების ნაკლებობით გამოწვეულ პრობლემებს კომპანიაში. ლიდერებს უნდა შეეძლოთ სწრაფად ადაპტაცია, განსაკუთრებით თანამედროვე კორპორატიულ სამყაროში რეცესიებთან გასამკლავებლად.
LinkedIn-ის კარიერის ექსპერტის მოსაზრებით, რეცესიების წყალობით გაურკვეველი ეკონომიკური ცვლილებები გველის წინ. კომპანიებს სურთ დაიქირავონ ტალანტები, რომლებთაც ამგვარ გარემოშიც კი შეუძლიათ განვითარება და წინსვლა.
ტექნიკური უნარები კვლავ აუცილებელია ბევრი პოზიციისთვის, თუმცა რბილი უნარების ნაკლებობა შეიძლება რეკრუტერებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რბილი უნარები, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაციის, პრობლემების გადაჭრის უნარი, ძალიან ძვირფასი ხდება განსაკუთრებით იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ.
აუცილებელი არ არის ზემოთ ჩამოთვლილი ყველა უნარი მიუთითოთ სამსახურის ძიებისას. მაგალითად, მედდის პოზიციას არ სჭირდება გაყიდვების გამოცდილება.
დაფიქრდით რა უნარები შეესაბამება თქვენთვის სასურველ პოზიციას, დააკვირდით სასურველი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ სამუშაო აღწერილობებს, გაესაუბრეთ ამ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს და გაარკვიეთ რომელ უნარებს აფასებენ ყველაზე მეტად. ამ მონაცემების შეგროვების შემდეგ, შესაბამისად განაახლეთ თქვენი რეზიუმე.
წყარო - Most in-demand skills employers want to see on your resume (cnbc.com)