ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხორციელდება, ახალი კარიერული შესაძლებლობები წარმოშო.
ჩვენი კომუნიკაციის, მოგზაურობის თუ „შოფინგის“ გზებს დღეს ახალი პლათფორმაბი განაპირობებენ. სწორედ ისინი ქმნიან ახალ და ინოვაციურ სამუშაო ადგილების.
გთავაზობთ 10 პროფესიას, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა:
1. Rideshare Driver
Uber ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. ძალიან მალე, 2012 წელს, მას Lyft მოჰყვა. ამ კოპანიებში მძღოლად მუშაობის დაწყება მარტივი იყო, სამუშაო გრაფიკი კი მოქნილი. შედეგად ძალიან მალე Uber და Lyft ბევრი ადამიანისათვისმიმზიდველ დამსაქმებლად გადაიქცა, ბაზარზე კი ახალი პროფესია გაჩნდა.
დღეს Uber-ში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორი მილიონი მძღოლია დასაქმებული.
2. Instagram Influencer
ადრე, მსოფლიო ბრენდების რეკლამებს მხოლოდ ცნობილი ადამიანები აკეთებდნენ. 2010 წელს ეს ტენდენცია ბაზარზე Instagram-ის გამოჩენამ შეცვალა. მალე ზოგიერთი მომხმარებლის გამომწერთა რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ მსოფლიო ბრენდებმა რეკლამისათვის მათი Instagram გვერდი აირჩიეს. არც „ინფლუენსერების“ პოპულარობამ დააყოვნა. დღეს ზოგიერთი მათგანი საკუთარ კოსმეტიკის ხაზს აწარმოებს, ზოგიც კი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით წიგნებს წერს.
ბოლო კვლევების მიხედვით, ბრიტანეთში მცხოვრები 11-დან 16 წლამდე ბავშვების საოცნებო პროფესია სოციალური მედიის „ინფლუენსერობაა“.
სიტყვა „Influencer“ლექსიკონს ოფიციალურად 2019 წელს დაემატა.
3. Youtuber
Youtube მსოფლიო ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. ბევრმა „იუთუბერმა“ ამ პლათფომაზე ვიდეოების ატვირთვა ოჯახისა და მეგობრებისათვის სწორედ მაშინ დაიწყო. ძალიან მალე მათი გამომწერთა რაოდენობა გაიზარდა. მათ Youtube არხებს მაყურებლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან გამოუჩნდნენ. ის საქმე, რომელიც ადრე მათთვის ჰობი იყო, ახლა პროფესიად იქცა.
„იუთუბერები“ ფულს Google Adsence პარტნიორობის პროგრამის, სპონსორებისა და სხვადასხვა კომპანიასთან პარტნიორობის საშუალებით გამოიმუშავებენ.
Forbs-ის მიხედვით, 2017-2018 წლებში 10-მა ყველაზე პოპულარულმა „იუთუბერმა“ ჯამში 180 მილიონი დოლარი გამომუშავა. Ryan ToysReviews, ყველაზე მდიდარი Youtuber,ამ რიცხვიდან 22 მილიონის მფლობელია.
4. Milenial Expert
დღეს, კომპანიები მარკეტინგული და შიდა ორგანიზაციული მიზნებიდან გამომდინარე მილენიალების ქცევით ინტერესდებიან. თაობების კონულტანტები, რომლებიც თავს მილენიალების ექსპერტებად მოიხსენიებენ, კომპანიებს Y თაობასთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. The Wall Street Journal-ის მიხედვით ზოგიერთი მილენიალების ექსპერტი საათში 20,000 $ გამოიმუშავებს.
5. User Experience (UX) designer
ტერმინი „მომხმარებლის გამოცდილება(UX)“ 1990-იან წლებში გაჩნდა, მაშინ, როცა Apple-ში დონალდ ნორმანი მომხმარებლის გამოცდილების(UX) არქიტექტორის პოზიციაზე დასაქმდა. ამ პროფესიის მნიშვნელობა ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად გაიზარდა და უმნიშვნელოვანესი როლი შეიძინა.დღეს UX დიზაინერები სხვადასხვააპლიკაციებისა და ვებ-გვერდებისთვის მომხმარებლისთვის მარტივად გამოსაყენებელ დიზაინს ქმნიან.
6. სოციალური მედიის მენეჯერი
დღეს დიდი ბრენდები, პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები Instagram-ზე, Facebook-ზე, Twitter-სა თუ Youtube-ში ბრენდის პრეზენტირებასა და რეკლამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან იციან, რომ კარგად წარმოებული სოციალური მედიის კამპანია დიდ ეფექტს ახდენს კომპანიის იმიჯზე. ამ გვერდების სამართავად ისინი სოციალური მედიის მენეჯერს ქირაობენ.
7. Esacape Room Owner
2010 წლიდან Escape room-ები „თიმ ბილდინგებისა“ თუ საღამოს საინტერესოდ გატარების საშუალებად იქცა. მოთამაშეებს ერთ ოთახში კეტავენ. წამზომი ირთვება და მათ წინ სხვადასხვა ფაზლები და ამოცანები ხვდებათ, რომლებიც ერთობლივი ძალებით ოთახიდან თავის დასაღწევად უნდა ამოხსნან.
ეს კონცეპტი იაპონიაში Takao Kato-მ 2007 წელს შექმნა. Attila Gyukovics კი ამბობს, რომ პირველი Escape Room 2011 წელს ბიდაპეშტში შეიქმნა.
დღეს ამერიკაში, 2350-მდე Escape Room-ია.
8. Twitch Streamer
Twich 2011 წელს დაფუძნდა. იგი პირველი პლათფორმა იყო, რომელიც ვიდეო თამაშებს ლაივ რეჟიმში გადასცემდა. დღეს მას 3 მილიონი მოთამაშე ჰყას, რომლებიც ლაივ რეჟიმში თამაშით ფულს გამოიმუშავებენ. Youtube-მა და Facebook-მაც არ დააყოვნეს და უკვე შექმნეს საკუთარი კომპიუტერული თამაშების „ლაივ სტრიმინგ“ პლათფორმა.
9. ვირტუალური თამაშების დეველოპერი
ვირტუალური რეალობა 1990-იან წლებში უკვე არსბებობდა. თუმცა ხელსაწყოების ფასი 200,000-500,000 დოლარამდე მერყეობდა. ვირტუალური თამაშები ხელმისაწვდომი 2012 წელს ბაზარზე Oculus Rift-ის გამოჩენისას გახდა. ახლა მისი ფასი 200-დან 400 დოლარამდე მერყეობს.
10. ელექტრონული სკუტერის “juiser“
2017 წელს ბაზარზე ორი ყველაზე პოპულარული ელექტრონიული სკუტერების კომპანია Lime და Bird გამოჩნდა. ეს კომპანიები ელექტრონულ სკუტერებს აქირავებენ. ღამე, მთელი ქალაქის მასშტაბით კომპანიის თანამშრომლები სკუტერებს აგროვებენ, ტენიან და ისევ ქუჩებში გამოაქვთ.
იმ ადამიანებს, რომლებიც ღამ-ღამობით Lime-ის სკუტერებს ტრენიან “Jusier-ებს“ უწოდებენ, ხოლო Bird-ისას - “hunter-ებს“. ისინი საათში 6-დან 20 დოლარამდე გამოიმუშავებენ.