ყოველწლიურად, კომპანია Victorinox 10 მილიონზე მეტ დანას აწარმოებს. საინტერესოა, როგორ ახერხებს ერთი ქარხანა ყოველდღიურად 45 000 დანის დამზადებას?
შვეიცარული არმიის დანები, უკვე 130 წელია წარმოებსა და რეალიზაციაშია. პირველად ის შვეიცარიის არმიას კარლ ელესენერმა, 1891 წელს გადასცა. ამ დანებს დღეს ევროპაში ყველაზე დიდი დანების მწარმოებელი კომპანია, Victorinox აწარმოებს, რომელიც 1884 წელს დაარსდა.
დანები, რომელთა დიზაინი და კომპაქტურობა მომხმარებლის მრავალწლიან ერთგულებას იწვევს, შვეიცარიაში, ქალაქ იბახში იწარმოება. თითოეული დანის დამზადებას, მოდელის გათვალისწინებით, დაახლოებით 5 წუთი სჭირდება. Victorinox მსგავის დანების დაახლოებით 400 მოდელს აწარმოებს.
დანის 85% - რკინისგან, 13 % - ქრომისგან, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ლითონების ნაზავისაგან შედგება.
შვეიცარიის ამ ქარხანაში ყოველწლიურად 2400 ტონა მეტალი შემოდის. მეტალის რულონებიდან დანის პირებს 2 მილიმეტრის სისქეზე ჭრიან, ხოლო შემდეგ 50 ტონიანი დაწოლით პრესავენ. თითოეულ რულონიდან 16000 დანის პირის დამზადებაა შესაძლებელი.
დანის პირები მყარი მეტალისაგან მზადდება, სხვა სახრახნისები კი - უფრო რბილისგან. დანის პირებს სამკუთხა ფორმის პლასტმასის ბორბლებისა და წყლის გამოყენებით ამრგვალებენ.
დანის პირის ზუსტი სიგანის მისაღებად მათ მაგნიტის საშუალებით იღებენ და თავიდან ახვევენ. შემდეგ მათზე კომპანიის შტამპს აღბეჭდავენ და 1050 გრადუს ცელსიუსით ტემპერატურაში ათავსებენ. ხელმოწერის წითელი გარსი ინექციური ჩამოსხმის საშალებით იქმნება.
დანის პირების დაგლუვების შემდეგ მათ საბოლოოდ ამოწმებენ. ლითონის ჯვრის პატარა ემბლემას - Victorinox Cross & Shield - სისქის სიზუსტის შესამოწმებლად, მიკროსკოპის საშალებით აკვირდებიან. ეს ემბლემა დანის დიზაინს 1909 წელს შეემატა. მოგვიანებით, 2006 წელიდან, კი მას ყველა Victorinox-ის დანაზე შეხვდებით.
დანების ექსპორტი იბახის ქარხნიდან 120-ზე მეტ ქვეყანაში ხდება.