ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი სკოლაში უმაღლეს შეფასებას იღებდეს, უნივერსიტეტშიც უმაღლესი შეფასება ჰქონდეს, იღებდეს A-ს და GPA-ც 4.0 ჰქონდეს. შვილის აკადემიური ცხოვრების სხვაგვარი განვითარება, ხშირ შემთხვევაში, მშობლების იმედგაცრუებას იწვევს.
იმედგაცრუების მიზეზი „ცრურწმენაა“, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ადამიანს შეუძლია ჰქონდეს წარმატებული კარიერული ცხოვრება.
რეალურად, თუ სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, სულაც არ ნიშნავს ის მომავალში აუცილებლად წარმატებული იქნება ბიზნესსა თუ მენეჯმენტში. პირიქით, კვლევების მიხედვით, „A სტუდენტები“ მომავალში ნაკლებად წარმატებული მენეჯერები ხდებიან, ეს ხშირ შემთხვევაში “B სტუდენტების“ ხვედრია.
აკადემიურ მოსწრებასა და არმიაში წარმატებულ კარიერას შორის კავშირის დასადგენად, საკონსულტაციო კომპანიამ West Pont-მა კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მათი გენერლების უმრავლესობა, ვინც ათასობით ადამიანს და მილიონობით დოლარიან ბიუჯეტს მართავს, ყოფილი „B სტუდენტია“.
როგორც სხვა კვლევებიც ადასტურებს, ორგანიზაციის მართვისთვის მხოლოდ ინტელექტი და აკადემიური, მაღალი მოსწრების ცოდნა საკმარისი არ არის. „A სტუდენტი“ გამოირჩევა დამოუკიდებლად მუშაობის უნარით, რაც მას საშუალებას აძლევს გახდეს კარგი მეცნიერი, ინჟინერი თუ პროფესორი, რაც მას კარგ მენეჯერად ვერ აქცევს.
თითქმის ყველას ჰყავს მეგობარი, რომელიც ძალიან ჭკვიანია, თუმცა მასთან ურთიერთობა ცოტა არ იყოს და რთულია, ასეთია „A“სტუდენტი და მეგობარი. მათგან განსხვავებით, “B სტუდენტებს“ აქვთ ემოციური ინტელექტი, რომელიც მათ კარგ გონებრივ შესაძლებლობებს ერწყმის და ეს კომბინაცია მათ ეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სხვებისათვის მოტივაციის მიცემაში. სწორედ ეს უნარებია ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებული მენეჯერობისათვის.
არც “C სტუდენტების” უყურადღებოდ დატოვება შეიძლება. არსებობს ერთი საინტერესო ამბავი: ერთმა მდიდარმა ქველმოქმედმა თავისი ალმა მატერის მონახულება გადაწყვიტა. ყოფილი სტუდენტი რექტორს შეხვდა და ასეთი რჩევა მისცა: „ გაუფრთხილდით A სტუდენტებს, რადგან ისინი მომავალში თქვენი უნივერსიტეტის ლექტორები გახებიან; გაუფრთხილდით B სტუდენტებს, რადგან ისინი მალე უნივერსიტეტის მუდმივი დონორები იქნებიან და განსაკუთრებულად გაუფრთხილდით „C სტუდენტებს“, რომლებიც რამდენიმე წელში ახალ ბიბლიოთეკას აგიშენებენ. სწორედ ისინი არიან მომავალი ანტრეპრენიორები რომლებიც წარმატებულ კომპანიებს შექმნიან.“ ამის კარგი მაგალითი Oculus VR-ის დამფუძნებელი, ბრედან ირიბია, რომელმაც თავის ალმა მატერს, მერილენდის უნივერსიტეტს, 31 მილიონი დოლარი შესწირა.
დღევანდელ განათლების სისტემას პოსტ ინდუსტრიული საფუძველი აქვს, სწორედ ეს აფიქრებინებს მშობლებს, რომ უმაღლესი ქულების გარეშე, თავიანთ შვილებს წარუმატებელი კარიერა ექნება. ადამიანს წარმატების მიღწევაში, სკოლაში მიღებულ ნიშნებზე მეტად, სხვა მნიშვნელოვანი უნარები ეხმარება, როგორიცაა შრომის სწავლა და სხვებთან ურთიერთობის სიყვარული. ამიტომ, სულაც არ არის საშიში, როდესაც მოსწავლე ან სტუდენტი ან B-ს ან 8-იანს მიიღებს, მშობელს შეუძლია გაუხარდეს კიდეც, მის ხელში მომავალი ლიდერი იზრდება.
*ბავშვებო, თუ ამ ბლოგს კითხულობთ, გააგრძელეთ მეცადინეობა!*