მენეჯერები ხშირად ფიქრობენ და მსჯელობენ, თუ რა ტიპის თანამშრომლები ახდენენ გავლენას გუნდის მიზანზე, წარმატებული თანამშორმლები თუ ის თანამშორმლები, რომლებიც წარმატებას ხელს უშლიან საკუთარი და უცნაური დამოკიდებულებით? ამ კითხვაზე ჰარვარდის ბიზნეს სკოლამ კველვა ჩაატარა და საინტერესო მიგნებებიც გაგვიზიარა.
როგორც ცნობილია, „სუპერვარსკვლავი“ თანამშრომლები შეუცვლელები არიან. Pittsburgh Steelers-ის დამფუძნებელი და მფლობელი არტ რუნი ამბობს „კარგი თანამშრომლისთვის ზედმეტი ანაზღაურება არ არსებობს. ზედმეტ ანაზღაურებას უხდი ცუდ თანამშორმელს. არ ვარ წინააღმდეგი კარგ თანამშრომლებს 200 000 $ გადავუხადო, წინააღმდეგი ვარ, 20 000 $ ღირებულების თანამშრომელს 22 000 $ გადავუხადო. წარმატებული თანამშრომლები უფრო დიდ გავლენა ახდენენ გუნდზე, მომხმარებელზე და კომპანიის მიზანზე, ვიდრე საშუალო დონისა“
2015 წელს, Harvard Business School-ის კვლევისთვის 60 000 თანამშრომლის მონაცემის შესწავლა მოხდა. კვლევაში „სუპერვარსკვლავი“ განმარტებული იყო როგორც „ტოპ 1%“ იმ თანამშრომლებისა, რომელთა დაქირავების შემთხვევაში, კომპანია საშუალოდ 5 303 $ ზოგავს.
ტოქსიკუსი დასაქმებული კი განმარტებულია როგორც „თანამშრომელი, რომლის ქცევა საზიანოა კომპანიის როგორც ადამიანური კაპიტალისითვის, ისე ქონებისთვის“. მათი სამსახურში არ აყვანით კომპანია საშუალოდ 12 489 $ ზოგავს. ეს რიცხვი მოცემულია სასამართლო შემთხვევების, ჯარიმების და პროდუქტიულობის შემცირებით მიღებული ზარალის გარეშე.
რატომ იმსახურებენ სუპერვარსკვლავი თანამშრომლები მეტ ყურადღებას? პასუხი მარტივია: ისინი ყველგან გამოირჩევიან. ჰარვარდის კვლევის თანაავტორის აზრით, ნებისმიერ ორგანიზაციაში, სამუშაოს დიდ ნაწილს ტოპ შემსრულებლები ასრულებენ. ამის საპირისპიროდ, ტოქსიკური თანამშრომლების გავლენა უფრო „ინფექციურია“. ისინი სხვა თანამშრომლებზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ, ნეგატიურად მოქმედებენ სხვების პროდუქტიულობაზე, მათ შეუძლიათ კარგი თანამშრომელი აქციონ ცუდ თანამშრომლად. კვლევის თანახმად, თუ მსგავსი თანამშრომლები რომელიმე გუნდში არსებობს, ადრე თუ გვიან, კარგი თანამშრომელი აუცილებლად დატოვებს გუნდს.
სუპერ თანამშორმლის მოძებნა
გუნდი, საუკეთესომოთამაშეებითდანორმალურიმწვრთნელით, თითქმისყოველთვისმოუგებსგუნდს, რომელსაცსაუკეთესომწვრთელიჰყავს და ნორმალურიმოთამაშეები. სწორედამიტომ, საუკეთესომწვრთნელები, პირველრიგში, კარგირეკრუტერებიარიან. ზოგადად, ნებისმიერ გუნდში წარმატებულ შედეგებზე გავლენისკოეფიციენტიასენაწილდება: 70-80% თანამშრომლებს ეკუთვნის , ხოლო 20-30% კი- ლიდერებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ლიდერს რაც შეიძლება ბევრი „სუპერსტარი“ თანამშორმელი ჰყავდეს გუნდში.
ჰარვარდის რჩევაა, ლიდერმა დრო დაუთმოს ახალი ტალანტების აღმოჩენასა და დაქირავებას, რადგან საუკეთესო დრო ახალი სამსახურის დასაწყებად სწორედ მაშინ არის, როცა მას არ ეძებ. საუკეთესო დრო ახალი თანამშრომლის ასაყვანად ის დროა, როცა პოზიციაზე არავის ეძებ.
ტოქსიკური თანამშრომლის იდენტიფიკაცია
ცუდი შედეგების მქონე თანამშრომლების აღმოჩენა მარტივია: ისინი სამუშაოს ვერ ასრულებენ. ვერ მუშაობენ კარგად სხვებთან ერთად. ისინი ვერ ამართლებენ მოლოდინებს. კვლევის თანახმად, ცუდი შედეგების მქონე თანამშრომლებმა, შესაძლოა, არ გამოიწვიონ რთული პრობლემები. გუნდში რთულ პრობლემას ქმნიან ტოქსიკური თანამშრომლები, რომლებიც კარგად მუშაობენ, მაგრამ ნელ-ნელა ანადგურებენ საერთო შედეგს, გუნდურობას, ურთიერთობებს და გუნდში არსებულ მორალს.
ჰარვარდის კვლევა ტოქსიკური თანამშრომლების სამ ტიპს გამოყოფს:
· საკუთარ თავზე ორიენტირებული და ეგოისტი თანამშრომლები, რომლებსაც ასეთი მიდგომა ახასიათებთ: რაც უფრო ნაკლებს იფიქრებ სხვებზე, მით უფრო ნაკლებად გაანალიზებ თუ რა ნეგატიურ გავლენას ახდენ სხვებზე.
· არარეალურად თვითდაჯერებული ადამიანები, რომელთა ეს თვისება მოდის აროგანტულობიდან.
· ხისტი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ყოველთვის იცავენ წესებს“. ხანდახან, ერთი რამის სწორად გაკეთება პროცესის, „გაიდლაინის“ და/ან საუკეთესო პრაქტიკის შეცვლას გულისხმობს, რამაც შესაძლოა, არასასრუველი შედეგები მოიტანოს. გარდა ამისა, კვლევის თანახმად, ასეთ ადამიანებს კი სწორედ წესების დარღვევის გამო უშვებენ სამსახურიდან.
შეუძლებელია მუდმივად დაიქირავო კარგი თანამშრომელი. ასევე, უფრო შეუძლებელია, მუდმივად სუპერვარსკვლავების შერჩვა. Netscape-ს თანადამფუძნებელი მარკ ანდერსენის აზრით: „თუკი სკრუპულოზურად მივუვდგებით დაქირავების პროცესს, შესაძლოა, ახალმა თანამშრომელმა, 70%- იანი წარმატება მოიტანოს, ამ დროს იღბალი ჩვენს მხარესაა “
ჰარვარდი ლიდერებს ურჩევს, უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდნონ ახალი თანამშრომლის დაქირავებას და ტოქსიკურ თანამშრომლებთან ურთიერთობას, ეს მნიშნველოვანია გუნდის შედეგებისა და ზოგადად, გუნდის წარმატებულად მუშობისთვის.
წყარო: HBR