ჯეფ ბეზოსის მიხედვით, ჩვენი ცხოვრების შინაარსიანად გატარება და მისთვის მნიშვნელობის შეძენა, ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვების პასუხებზეა დამოკიდებული.
ჯეფ ბეზოსი ცნობილია მისი გამორჩეული თვისებებით, მან ზუსტად იცის ადამიანების შერჩევა სხვადასხვა საქმისა თუ პოზიციებისთვის, შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც გრძელვადინად წარმატებულია, მუდმივად სწორად აფასებს რისკებსა და შესაძლებლობებს, მოკლედ რომ ვთქვათ, ბეზოსი უჩვეულოდ ჭკვიანია.
თუმცა, 10 წლის ბეზოსმა ერთხელ თავის ბებია-ბაბუასთან ერთად მოგზაურობის დროს აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ინტელექტი და გონება ვერ შექმნიდა მის წარმატებას, ალეგორიულად რომ ვთქვათ -ვერ დაეხმარებოდა ეცხოვრა სინანულის გარეშე
ბეზოსის მიხედვით, ადამიანისთვის ნათელი გონება ნამდვილი საჩუქარია. „შესაძლებელია ადამიანს შეცდომა მოუვიდეს, შეცდეს. ჩვენ უფრო ხშირად იმას ვნანობთ, რომ რაღაც არ ჩავიდინეთ, ვიდრე იმას რაც ჩავიდინეთ და თუნდაც დრამატულად შევცდით. ლოგიკურია. რადგან დროის გარკვეულ მონაკვეთში, სხვადასხვა მცდელობებით შეგიძლიათ თითქმის ყველა შეცდომა გამოასწოროთ, თუმცა ვერ დააბრუნებთ დროს და ვერ ჩაიდენთ, იმას რაზეც ოცნებობდით, ამის შანსი ხელიდან უკვე გაუშვით.
მსგავს სინანულს კიდევ უფრო „დიდი“ ახსნა აქვს , ჩვენ ვნანობთ არამარტო არასწორ საქციელს, არამედ რეალურად განვიცდით იმას, რომ ვერ გავხდით ადამიანი, ვინც გვინდოდა რომ გავმხდარიყავით.
ბეზოსის თქმით, 80 წლის ასაკში, საკუთარ თავთან განმარტოებისას , ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკეთებული მრავალი არჩევანია, ის რაც ცხოვრების გზაზე გავაკეთეთ, საბოლოოდ ჩვენი პერსონაც რეალურად ჩვენი არჩევანის ნაკრებია.
რომელი არჩევანია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელს შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრების იტორიაზე, სინანულით შევხედავთ თუ არა ჩვენს გავლილ ცხოვრებას? ამ კითხვებზე დაფიქრებას გვირჩევს ბეზოსი, მან Business insider თნ საუბრისას გაგვიზიარა კითხვები, რომელზე დროა დავფიქრდეთ და მოვემზადოთ სინანულით ან ნაკლები სინანულით ცხოვრებისთვის:
· ცხოვრების გზაზე ინერციით აპირებთ სიარულს თუ თქვენს სურვილებს მიჰყვებით?
· დოგმებით ხელმძღვანელობთ თუ განსხვავებული გინდათ რომ იყოთ?
· საშუალება რომ გქონდეთ, როგორ ცხოვრებას აირჩევდით მარტივს თუ თავგადასავლებით სავსეს?
· გირჩევნიათ კრიტიკა მოისმინოთ თუ თავდაჯერებულობა უფრო კომფორტულია?
· გვერდს აუვლით თქვენს შეცდმებს თუ ბოდიშს მოიხდით?
· უარის მიღების შიშით უარყოფთ სიყვარულს და დაიცავთ თქვენს თავს მარცხისგან ?
· მისცემთ თავს შეყვარების უფლებას?
· უსაფრთხოდ ითამაშებთ თუ გარისკავთ?
· სირთულეების დროს მიზნის მისაღწევად დანებდებით თუ დაუნდობლად იბრძოლებთ?
· ცინიკოსი ხართ თუ მომთმენი?
· შეძლებთ სხვის ხარჯზე თავი ჭკვიანად წარმოაჩინოთ, თუ ამისთვის მეტისმეტად კეთილი ხართ?
რთული ჩამონათვალია, რთულია არ მოუსმინო კრიტიკას და მუდმივად თვითდაჯერებულებას ენდობოდე. ჩვენ მეტწილად იმაზე ვფიქრობთ, თუ რას იფიქრებენ ჩვენზე სხვები...
როდესაც ძალიან გინდათ წამოიწყოთ ბიზნესი, რომელიც სულ რამოდენიმე საათში გინდათ იყოს წარმატებული, ბევრისთვის ეს სრულ სიგიჟედ ჟღერს. სკოლაში თუ გინდათ დაბრუნდეთ, ბევრისთვის ესეც სიგიჟეა; თქვენი ახალი რესტორნის გახსნის იდეაც არ ჟღერს ვინმესთვის რაციონალურად, განსაკუთრებით კი ახლა..
თუ თქვენ სხვების შეხედულებებს მისცემთ უფლებას შეგაფერხონ, დიდი შანსია, ერთ დღეს ცხოვრების გზაზე დაფიქრდეთ და სინანულმაც მოგიკაკუნოთ- „რა იქნებოდა, სხცებისთვის არ მომესმინა?!“ ფსიქოლოგები ამბონენ, რომ შესაძლებლობების უქმად დაკარგვა, თითქმის გარდაუვალ სინანულს იწვევს ადამიანებში. ადამიანები ვნანობთ, რომ არ გამოვედით, ის ვინც გვინდოდა და შესაძლებელობა გვქონდა გავმხდარიყავით.
მომავალში ვერ შევძლებთ დაბრუნდეთ უკან და ყველაფერი გამოვასწოროთ, ბეზოსის მიერ შემოთავაზებული კითხვები კი შეიძლება კარგი კომპანისივით გამოდგეს - შესაძლოა, შეცდომებს მივაგნოთ და შეწყვიტოთ მათი ჩადენა, ჩვენთვის სასურველი „მე“ ს საზიანოდ.