2023 წელს LinkedIn 20 წლის ხდება. პლატფორმის დაარსებიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა, ერთი რამ უცვლელია, LinkedIn რჩება დამსაქმებლებისა და პროფესიონალების დასაკავშირებელ წამყვან პლატფორმად.
გიზიარებთ 7 მიზეზს რატომ უნდა განაახლოთ თქვენი LinkedIn-ის პროფილი 2023 წლის დადგომამდე:
1. წლის ბოლოს გააზრებული გაქვთ სასურველი ცვლილებები;
2022 წლის ბოლოს წლის შეფასებას ახდენთ, შესაბამისად, უკვე გააზრებული გაქვთ რას მიაღწიეთ გასულ წელს, რის ცვლილებას გეგმავთ და რისი მიღწევა გსურთ. წლის ბოლოსთვის შეგროვებული უნდა გქონდეთ საჭირო რელევანტური ინფორმაცია, რომლის მითითებითაც განაახლებთ ონლაინ პროფილს.
2. LinkedIn პირველი ადგილია, სადაც მომავალი დამსაქმებელი შეგამოწმებთ;
თქვენი პროფესიული მიღწევების შესამოწმებლად, როგორც წესი, დამსაქმებელი თქვენი LinkedIn-ის პროფილს ეწვევა. თუნდაც, უბრალოდ Google-ის საძიებო სისტემაში მიუთითონ თქვენი სახელი და გვარი, LinkedIn-ის პროფილი ტოპ სამ ლინკში იქნება მითითებული. ეს ფაქტი თქვენს უპირატესობად უნდა აქციოთ. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი სოციალური მედიის პლატფორმა გამოიყენოთ თქვენს შესახებ საუკეთესო ისტორიის მოსაყოლად.
3. 2023 წელი, სავარაუდოდ, შემცირებების წელი იქნება;
ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ 2023 წელი, სავარაუდოდ, შემცირებების წელი იქნება. გაურკვეველია რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი, ან რამდენად სერიოზული იქნება, თუმცა კარგია თუ მომზადებული შეხვდებით. სრულად შევსებული და განახლებული პროფილით თქვენ შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ სასურველ პოზიციებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მოწესრიგებული პროფილის მეშვეობით, სამსახურმა შეიძლება თავად გიპოვოთ.
4. განსაზღვრეთ საკუთარი პროფესიული მომავალი;
იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის ან მეტი დროის განმავლობაში არ განგიახლებიათ პროფილი, შესაძლოა, ის აღარ შეესაბამებოდეს თქვენს კარიერულ მისწრაფებებს. თქვენს პროფილზე მითითებული უნდა იყოს რომელი როლისთვის ხართ მზად და რას ეძებთ. როდესაც ვინმე ამოწმებს თქვენს პროფილს, ის ხედავს ტოპ 3 უნარს, რომელიც მიუთითა თქვენზე სხვა მომხმარებელმა. დარწმუნდით, რომ ეს უნარები, რელევანტურია თქვენს სამომავლო გეგმებთან. გადაანაცვლეთ უნარები და მიუთითეთ თქვენთვის სასურველ კარიერულ პოზიციასთან ყველაზე მეტად შესაბამისი უნარები ტოპ 3-ში.
5. პროფილის განახლებისას, წაიკითხავთ გამოტოვებულ შეტყობინებებს;
პროფილის განახლებისას, თავისდაუნებურად მოგიწევთ შეამოწმოთ თქვენი გვერდი, მეგობრობის თხოვნები, წაიკითხავთ გამოტოვებულ შეტყობინებებს, სადაც შეიძლება თქვენთვის სასურველი სიახლე ან თუნდაც, სამსახურის შემოთავაზებაც დაგხვდეთ. თუ ყველა შეტყობინებას ახლა გაეცნობით, ახალი წლის დასაწყისში სრულად ინფორმირებული და მოტივირებული იქნებით ახალი გამოწვევების მოსაძებნად.
6. წარმოაჩინეთ თქვენი თავი პლატფორმის ახალი ფუნქციების გამოყენებით;
თუ LinkedIn-ის პროფილი დიდი ხანია არ განგიახლებიათ, სავარაუდოდ, არ იყენებთ ახალ ფუნქციას, creative mode. ეს ფუნქცია შეიქმნა იმ ლიდერებისთვის, ვისაც სურთ გამოაქვეყნონ კონტენტი პლატფორმაზე და მოუყვნენ სხვებს მათი გამოცდილებების შესახებ. კრეატორის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ტოპ 5 ჰეშთეგი, საკითხები რასთანაც ყველაზე ახლო კავშირი გაქვთ. თქვენ მიერ არჩეული ჰეშთეგები მითითებულია თქვენი პროფილის დასაწყისში, სახელის ქვეშ, ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს თქვენი პროფილის სტუმრებს უფრო მეტი შეიტყონ თქვენს შესახებ.
7. იყავით გამორჩეული;
LinkedIn გთავაზობთ საუკეთესო შესაძლებლობას იყოთ გამორჩეული და განსხვავებული, გეხმარებათ დაუკავშირდეთ დიდი ოდენობის ადამიანს და მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყაროთ. ამისთვის დაგეხმარებათ პლატფორმის Featured ფუნქციაც.ამ ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ პროფილზე დაამატოთ ვიდეოები და ფოტოები, რომ უკეთესი წარმოდგენა შეუქმნათ აუდიტორიას თქვენი ბრენდის შესახებ.
სანამ ახალი წლის ზარები ჩამოკრავს, დარწმუნდით, რომ თქვენი LinkedInის პროფილი არ გამოყურება ისე, როგორც მისი შექმნის წელს - 2003 წელს გამოიყურებოდა. დაიწყეთ ახალი წელი ყველაზე გამოსადეგი პლატფორმის ახალი ფუნქციების გამოყენებით.
წყარო - 7 Reasons To Update Your LinkedIn Profile Before 2023 (forbes.com)