1665-1666 წლებში, ლონდონში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. ამ პერიოდში ისააკ ნიუტონი კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუნდენტი იყო და თეთრ პარიკსაც არ ატარებდა.
ცნობისათვის, შავი ჭირის ეპიდემია დაიწყო XIV სკ ში და სამ ეტაპად აფეთქდა აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. შავი ჭირი გავრცელდა საქართველოშიც პირველად XIV სკ- ში და მეორედ XVIII სკ ში, ერეკლე მეორის მეფობის დროს და დიდი სიკვდილიანობაც დატოვა ისტორიაში.
შავი ჭირის მესამე ეპიდემიიდან 200 წლის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოჩინეს ეპიდემიის გამომწვევი ბაქტერია და მკურნალობის მეთოდებიც. მანამდე, ადამიანები საკუთარი ძალებითა დცდილობდნენ თავიდან აერიდებინათ საშინელი დაავადება.
„სოციალური დისტანცირება“, სწორედ, 1665 წელს გაჩნდა ინგლისში- ამ პერიოდში, ადამიანებს უკრძალავდენენ გარეთ გამოსვლას, ერთად შეკრებას და ეკლესიაში სიარულსაც კი. კემბრიჯმაც დაითხოვა სტუდენტები და ნიუტონს სწავლის გაგრძელება კემბრიჯიდან 60 მილის დაშორებით, ლინკორნშირშის სააბატოში, Woolsthorpe Manor -ში, მშბოლიურ მამულში მოუწია.
აღმოჩნდა, მასწავლებლების მეთვალყურეობას მოწყვეტილმა ისააკ ნიუტონის ნიჭმა მთელი ძალით იფეთქა და როგორც მეცნიერი ამბობდა, ეს იყო მისი სწავლის ყველაზე ნაყოფიერი წელი და მოიხსენიებდა როგორც annius mirabilis (აღმოჩენების წელი).
სახლში სწავლის პერიოდშიშექმნა ნიუტონმა კალკულუსი. ამას გარდა, ექსპერიმენტებს ატარებდა აბაზანაში და შექმნა თეორია, რომლის მიხედვითაც, სინათლის სხივი პრიზმაში გავლისას სხვადასხვა ფერად გარდატყდება. კიდევ ერთი საინტერესო მიგნებაც სახლში მუშაობას მოჰყვა- სინათლე შედგება ნაწილაკებისაგან.
ყველაზე საინტერესო კი ვაშლის ხის ისტორიაა, რომელიც მითს წააგავს და ბევრმა ვიცით- თითქოს, ბაღში მჯდომ ნიუტონს ვაშლი დაეცა თავზე და აღმოაჩინა გრავიტაცია და მექანიკის კანონი. მისი თანაშემწის, ჯონ კონდატის მიხედვით, „ვაშლის ხის“ ამბავი ასეთია: ღამით, ბაღში სეირნობისას, ფიქრებით გართულმა ნიუტონმა გაიფიქრა, რომ გრავიტაციის ძალა, რომელმაც ხიდან ვაშლი ჩამოაგდო, შესაძლოა კიდევ უფრო მეტ დისტანციაზეც ვრცელდება და თავის თავს კითხა „ იქნებ მთვარემდეც?“
1665-1666 წლებში, შავი ჭირის ეპიდემისგან ლონდონის მოსახლეობის მეოთხედი გაწყდა, ეს იყო ყველაზე მაღალი. სიკვდილიანობა ევროპაში, შავი ჭირის 400 წლიანი ბობოქრობის პერიოდში. 1667 წელს, ლონდონი ნელნელა სულს ითქვამდა და ნიუტონიც კემბრიჯს დაუბრუნდა, მთელი რიგი აღმოჩენებით გონება და ხელდამშვენებული.
ასე რომ, ვინც სახლიდან ვმუშაობთ, არ მოვიწყინოთ და ისააკ ნიუტონის ისტორია გავიხსენოთ. იქნებ, ჩვენც რამეს მივაგნოთ და აღმოვაჩინოთ. ვაშლის ხის გარეშეც, პიჟამასა და ჩუსტებში ფიქრი ცუდი არ უნდა იყოს.