დასაქმებულებისთვის იმის ჩვენება, რომ თქვენ აფასებთ მათ მიერ გაწეულ სამუშაოს კარგი ლიდერობის საუკეთესო მაგალითია. დღევანდელ შრომით ბაზარზე, კარგ დამსაქმებელს გამოარჩევს დაფასების და აღიარების უნარი.
Gallup-ის უახლესი კვლევის თანახმად, სამსახურში დასაქმებულების აღიარება აუმჯობესებს მუშაობის პროცესს და ამცირებს თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის ალბათობას. კვლევამ დაადგინა, რომ გამოკითხულთა 67%, რომელიც უთითებდა სამსახურში უფროსისგან დაფასების ნაკლებობაზე, აქტიურად ეძებდა ახალ სამსახურს. კვლევის მონაწილეთა 37% უთითებდა, რომ მუდმივად იღებს კარგ უკუკავშირს ხელმძღვანელისგან.
Leasecake 2017 წელს დაფუძნებული ბუღალტრული პროგრამის კომპანიაა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასახელდა Inc-ის საუკეთესო დამსაქმებლად, პრიორიტეტულად მიიჩნევს, რომ კომპანიაში დასაქმებულებმა თავი ღირებულ თანამშრომლებად იგრძნონ. გარდა იმისა, რომ ისინი დასაქმებულებს ბენეფიტის სახით სთავაზობენ კომპანიის აქციებს, კომპანია მადლობის ნიშნად პერსონალიზირებულ საჩუქრებსაც უგზავნის დასაქმებულებს, რომლებიც კარგად გაართმევენ თავს სამუშაოს. კომპანიის მმართველი მენეჯერი აცხადებს, რომ ამ ბენეფიტის პრაქტიკაში დანერგვამ გააუმჯობესა დასაქმებულების კმაყოფილება და თანამშრომლების შენარჩუნება 85% გახდა.
ახალი დასაქმებულის დაქირავებისას, თითოეული მათგანი ავსებს მოკლე კითხვარს და უთითებს საყვარელ მაღაზიას, ჰობის, რესტორანს. კითხვარს კომპანიაში ინახავენ და როდესაც ეს დასაქმებული განსაკუთრებულად გამოიჩენს თავს, კომპანიის მენეჯმენტს შეუძლია მის მიერ შერჩეული კითხვარის შესაბამისად შეარჩიოს პერსონალიზირებული საჩუქარი. ყველაზე პოპულარული საჩუქრები Leasecake-ში არის მასაჟი და სადილი საყვარელ რესტორანში.
კომპანიაში არ არის განსაზღვრული საჩუქრის ღირებულების ლიმიტი, თუმცა ძირითადად გაგზავნილი საჩუქრები საშუალოდ 100-200 დოლარი ღირს. ხშირად, დაბალი ღირებულების საჩუქარსაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, ზოგიერთ შემთხვევაში, კი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ძვირადღირებული საჩუქრით გამოხატოს მადლიერება.
დასაქმებულების პირადი ცხოვრების მიმართ დაინტერესებით და პერსონალიზირებული საჩუქრების შერჩევით კომპანიამ მოახერხა დასაქმებულებთან განსაკუთრებული ახლო კავშირის ჩამოყალიბება, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულების უმეტესობა დისტანციურად მუშაობდა. საუკეთესო პროდუქტი შეიძლება აწარმოოს იმ კომპანიამ, რომელსაც საუკეთესო გუნდი ჰყავს. კომპანიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს დასაქმებულების კეთილდღეობასა და გაძლიერებაზე, წარმატება კი თავისთავად მოჰყვება ამ პროცესს.
წყარო - Want to Boost Employee Retention? This Company Surprises Workers With Gifts | Inc.com