ადამიანის წარმატებას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუმცა არის ერთი განსაკუთრებული თვისება, რაც განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, ამ თვისებას მოსმენა ეწოდება.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კარგ მენეჯერს მოსმენის უნარი ჰქონდეს. ადამიანები თავს დაფასებულად გრძნობენ მაშინ, როდესაც მის ლაპარაკს უსმენენ და სწორად იგებენ იმას, რისი თქმაც სურდათ.
მოსმენის უნარი სულაც არ არის მარტივად გამომუშავებადი. მეტიც, ადამანთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სხვა ადამიანის მოსმენა კარგად გამოსდის, თუმცა მათ უმრავლესობას სხვა ცოდნა აქვთ მოსმენაზე და ფიქრობენ, რომ თუკი არ ვლაპარაკობთ, ვისმენთ.
კვლევების მიხედვით, ადამიანი წუთში დაახლოებით 125 სიტყვას წარმოთქვამს და დაახლოებით, 400 სიტყვას აღიქვამს. ამასთან, რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო სწრაფად ისმენს და აღიქვამს მოსმენილს. HBR-ის მიხედვით, მოსმენის ხარსისხი სისწრაფეშია, ანუ თუ მსენელის ტვინი უფრო სწრაფად აღიქვამს, ვიდრე მოსაუბრე წარმოთქვამს, მაშინ ჩნდება კარგი „ ნიადაგი“ მსმენელის ტვინმა დაასწროს ნათქვამს, გამოძებნოს შაბლონი და არასწორად აღიქვას მოსმენილი.
თუმცა და როგორც წესი, ყოველთვის არსებობს გამოსავალი და გაგიზიარებთ იმ სამ მიდგომას, რომელიც მოსმენის უნარის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
შინაარსი: რეალურად, რისი თქმა სურს მოსაუბრეს?
მოსმენისთვის აუციელებლია, მსმენელი მიხვდეს რას ამბობს და როგორ ამბობს მოსაუბრე. როგორც ფრანგი მწერალი, ფრანსუა გარანიონი ამბობს, „ ერთის მხრივ, რა მოისმინე და ფიქრობ, რომ გაიგე და მეორეს მხრივ, რას ელოდი რომ მოგესმინა და რა გიაგე, უამრავი შესაძლებობა არსებობს არასწროად გაიგო“. მართლაც ასეა- ხან ვისმენთ იმას, რაც გვინდა რომ გავიგოთ..
მოსმენის უნარის გაუმჯობესებისთვის ყველაზე მარტივია, მოსაუბრის ნათქვამის გადამოწმება, სწორად მივხვდით თუ არა, რისი თქმა სურთად ჩვენთვის. პერიფრაზირება და კითხვის დასმა“ ხომ სწორად გავიგე“ გადამოწმების ყველაზე მარტივი და საუკეთესო მეთოდია
ფონი: რა ემოციები აქვს და როგორ საუბრობს მოსაუბრე?
მოსმენისას მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ამოიცნოს მოსაუბრის ემოციები. მაგალითად, თავდაჯერებულია იგი თუ აღელვებული? სმენის პარალელურად, აუცილებელია ადამიანი მოსაუბრის სხეულის ენასაც დააკვირდეს, რადგან ჩვენი სხეული ხშირად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენი სიტყვები. ემოციური ფონის გაშიფვრა ადამიანს ეხმარება გაიგოს, თუ რისი თქმა სურს მოსაუბრეს სინამდვილეში.
სურვილი: რისი სურვილი ალაპარაკებს მოსაუბრეს?
ხშირად, ადამიანის საუბრის უკან მისი სურვილები იმალება. მაგალითად, თუ თანამშრომელი ხშირად წუწუნებს, რომ მუშაობით დაიღალა, მას აქვს რაღაც კონკრეტული სურვილი, რომელიც სჭირდება საქმის ახალი ენერგიითა თუ მოტივაციით გასაკეთებლად. ასეთი საუბრების მოსმენას აუცილებლად სჭირდება ფარული სურვილების გამოვლენა, რომ დავეხმაროთ ადამიანს სურვილების განხორციელებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ წუწუნის მოსმენა შეგვრჩება ხელთ.
ამბობენ, რომ ამ სამი ქმედების სწორად და მუდმივად შესრულების შემდეგ, მოსმენის უნარი უმჯობესდება. ლიდერისა და მენეჯერის მოვალეობაა კოლეგებს მათი შესაძლებლობებისა და ნიჭის ბოლომდე გამოვლენის საშუალება მისცეს, რაც მოსმენის უნარის გარეშე ე შეუძლებელია. სწორედ მოსმენაა კოლეგების სურვილებისა და სათქმელის „ბუნებრივი კატალიზატორი“, რომელიც ლიდერს ეხმარება შექმნას ღია და მტკიცე, პარტნიორული ურთიერთობები გუნდის წევრებთან.