დღეს მენეჯერები Covid 19-ისა კრიზისის შედეგებთან შეგუებისა და დაძლევის ცდილობენ, ინფრომაცია ყოველდღიურად იცვლება, პრობლემიდან გამოსავალი ბუნდოვანია, ხოლო მარაგები ყველგან მცირდება. HBR-თან საუბრისას ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის (კომპანია 100 ქვეყანაში ოპერირებს, ხოლო წლიური ბრუნვა 50 მილიონია) აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა, რომ დღევანდელი პანდემიის პირობებში ბიზნესში თამაშის წესები აღარ არსებობს.
პანდემიის წინააღმდეგ დღევანდელი ბრძოლა, ომს ჰგავს- მეტაფორულად და ემოციურად სამხედრო ძალების ხელმძღვანელები მსგავსი გამოწვევების წინაშე, ოდითგან და მუდმივად იდგნენ. დღეს მენეჯერებს შეუძლიათ გაითვალისწინონ და გაიზიარონ გამოცდილება წარსულიდან და სამხედრო ძალების ლიდერების გადარჩენის და გამარჯევებისთვის ბრძოლის გამოცდილება გაიზიარონ. ვნახოთ, თუ რა შეიძლება გაითვალისწინონ მენეჯერებმა სამხერდო ბრძოლებით მიღებული გამოცდილებისგან
რწმენა: ლიდერებისა და მენეჯერების წინაშე დღეს არსებული გამოწვევებს ანალოგი ან წარსული გამოცდილება არ გააჩნია, ამბობენ, რომ კოვიდთან ბრძოლა განსაკუთრებული გამოცდილებაა. ბევრი კომპანია სრულიად ცვლის ბიზნეს მოდელს, მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება, ბუნდოვანია შეძლებს თუ არა კომპანია შემოსავლების გენერირებას და სხვ. პირველი, რაც მენეჯერებმა წარსულიდან უნდა ისწავლონ ესაა არასოდეს შეშინდნენ დანაკარგებს. მაგალითად, 1812 წელს, როდესაც ნაპოლეონმა რუსეთს შეუტია, რუსმა მარშალმა მიხეილ კუტუზოვმა მას მოსკოვი დაუთმო. ცხადია, ეს სტრატეგიული სვლა იყო -ნაპოლეონმა მოსკოვი გადაწვა, მაგრამ კუტუზოვმა ფრანგები შეიტყუა მისთვის ხელსაყრელ ადგილას, საიდანაც შეძლო ფრანგებზე წარმატებული თავდასხმა.
ბრძოლის ველზე/წინა ხაზზე ყოფნა: დიდი მთავარსარდლები საკუთარ ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან, როგორც ჰანიბალი იბრძოდა თავისი ჯარისკაცების მხარდამხარ, მეორე პუნიკური ომის დროს. როგორც ამბობენ, ველინგტონის ჰერცოგი ნაპოლეონზე ამბობდა, რომ მისი საბრძოლო ველზე ყოფნა 40,000 ჯარისკაცის ყოფნას უდრიდა. ამიტომ, რთულ პერიოდში ლიდერები საკუთარ გუნდის წევფრებთან და წევრებში უნდა იყოს და ერთად მუშაობდნენ კრიზისის დასაძლევად.
მოქნილობა. 1940 წელს, როდესაც უინსტონ ჩერჩილი პრემიერ მინისტრი გახდა, მან ბრიტანულ სამხედრო ბიუროკრატიას შეუტია ყველა შესაძლო დოკუმენტხზე წარწერით: “Action this Day”. ჩერჩილმა ეს წარწერა ბევრ დოკუმენტს თავისი ხელით დაასვა. ნაპოლეონი ცნობილი იყო თავისი დაგეგმვის უნარითა და დროის მენეჯმენტით, მაგრამ ველინგტონმა ნაპოლეონი დაამარცხა ვატერლოოსთან ბრძოლაში მოქნილობით - ბრძოლის განმავლობაში, ველინგტონი მეომრებს შორის დადიოდა და მათ პოზიციებს მუდმივად ცვლიდა
თავდაჯერებულობა. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პანდემიის პერიოდში აღმასრულებელი მენეჯერები, რიგითი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. კარგმა მთავარსარდალმა იცის, რომ გამარჯვების საწინდარი ოპტიმიზმია. ცნობილი ასწლიანი ომის ერთერთი საინტერესო ეპიზოდი აგინკურტთან ბრძოლაა, სადაც ჰენრი V-მ, რაოდენობრივად სამჯერ მეტ ფრანგულ არმიას სძლია, საკუთარი ძალების, სტრატეგიისა და მებრძოლების თავგანწირვის რწმენით.
შთაგინება- ეს ძალიან კარგი იქნება, შთაგინება. ისე შთაგონებაა და ზეგავლენა J ლიდერებმა იციან ისიც, რომ კრიზისის დროს კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოტივატორი და ქმნის ჟინს, მეომრებმა მოიგონ ომი ან ბრძოლა. მეორე მსოფლიო ომის რეპორტიორი, ედვარდ მურო ამბობდა, რომ „ ჩერჩილმა მობილიზაცია გაუკეთა სიტყვებს და გაგზავნა საომრად“. ნაპოლეონი მებროძლებს ყოველდღიურად უგზავნიდა შეტყობინებებს და ასე ინარჩუნებდა არმიაში მაღალ მორალს. თუმცა, არც ზედმეტი კომუნიკაციაა სასარგებლო. მაგალითად, ვიეტნამის ომის დროს, აშშ-ს სამხედრო შტაბში უამრავი „სასწრაფო“ დეპეშა მიდიოდა, რამაც უფრო მეტი დაბნეულობა გამოიწვია, ვიდრე სიცხადე.
ლიდერების განვითარების სისწრაფე. ცნობნილია, რომ ომში ბევრი ახალი ლიდერი ჩნდება, მთავარსარდლები სწორედ ასეთ ლიდერებს ენდობიან, უფრო მეტ პასუხისმგებლობას აძლევენ, სუსტებს კი სწორედ ძლიერები მართავანე. ცნობილი მთავარსარდლები, მაგ: ნაპოლეონი, მარშალი ჰელმუტ ვონ მოლტკე და გერმანელი ერიხ ლუდენდროფი, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ ლიდერ მეომბრებს (ის ვინც იჩენდა თავგანწირვას, ფიზიკურ და გონებრივ სიძლერეს) და მათ მალევე აწინაურებდნენ
დასვენება. მთავარსარდლებს დასვენება არ შეუძლიათ და არც მეომრებს ასვენებენ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, რომელიც 6 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, უინსტონ ჩერჩილმა მხოლოდ 8 დღე დაისვენა. ვატერლოოს ომში, რომელიც 90 საათი გრძელდებოდა, ველინგტონს მხოლოდ 9 საათი ეძინა. თუმცა, რიგით ჯარისკაცებს სჭირდებათ საკვებიც, დასვენებაც, ჯილდოც და გართობაც. მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს შეიარარებული ძალებისათვის სხვადასხვა შემსრულებლები ჯარს ართობდა და ასვენებდა კარგი მუსიკით. Covid 19-ის კრიზისის დასამარცხებლად, ყველა უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე აქამდე, ამიტომ კარგი იქნება მენეჯერებმა თანამშრომლებს დასვენებისა და შვებულების აღების შესაძლებლობა მისცენ.
ლიდერობა სტრატეგიაზე ფიქრს გულისხმობს. როგორც ცნობილია, სტრატეგია ბერძნული სიტყვიდან strategos იდან მომდინარეობს, რაც გენერალს, მთავსარსარდალს ნიშნავს. დღევანდელ რთულ პერიოდში, როდესაც ლიდერების პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მძაფრია შეინარჩუნოს გუნდის წევრების ჯანმრტელობა, გუნდის მოტივაცია, წარმატებული ბიზნესი, აუცილებელია რომ ყველა ლიდერმა ხშირად გაიხსენოს დიდ ომებში მნიშვნელოვანი ბრძოლების მოგების სტრატეგია: გადაწყვეტილების მიღება, მოქნილობა, გუნდთან ერთად მუშაობა, რწმენა და შთამაგონებელი კომუნიკაცია. ვინაიდან ლიდერები გეგმავენ „ომის მოგების“ სტრატეგიას, მათ უნდა გამოიჩინონ გონირება, გაიხსენონ ცნობილი მთავარსადლების კრიზსულ სიტუაციებში ქმედების მახასიატებლები და ცხადია უნდა გაიხსნოენონ ეიზენჰაუერის ცნობილი ფრაზა: გეგმა კარგია, მაგრამ დაგეგმვა მნიშვნელოვანია