ინტერვიუერისთვის ძალიან მარტივი ჩანს კითხვა „მოგვიყევით თქვენს შესახებ...“ სინამდვილეში, კანდიდატისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული შეკითხვაა.
ეს კითხვა მარტივი ჩანს, მასზე პასუხის გასაცემად არ არსებობს არანაირი ჰიპოთეტური სცენარი, არც რაიმე გამოცდილებას მოითხოვს და არც „პროფესიული“ გამოწვევა ახლავს თან. ის ისე რთულად არ ეჩვენებათ ადამიანებს, როგორც კითხვა - „რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი?“. კითხვაზე „მოგვიყევით თქვენს შესახებ“, თითქოს ნებისმიერი პასუხი მისაღებია.
თუმცა, ეს კითხვა მხოლოდ ერთი შეხედვითაა მარტივი. ის თავისუფლება, რომელიც ამ კითხვას თან ახლავს, უფრო მეტ საშიშროებას იწვევს, ვიდრე შესაძლებლობას. კანდიდატს არ ეძლევა არანაირი ჩარჩო და მიმართულება პასუხისთვის, მას აქვს მხოლოდ „სუფთა ფურცელი“. ამ დროს ადამიანის გონებაში უამრავი კითხვა ჩნდება:
· ჩემი ცხოვრების ისტორია მოვყვე?
· თუ ჩემი სამუშაო გამოცდილება?
· იქნებ ჩემი ჰობი და საყვარელი ფილმები აინტერესებთ?
· თუ ჩემს ბოლო სამსახურსა და მენეჯერზე ვისაუბრო?
პოტენციურ დამსაქმებელს ყველაზე მეტად კანდიდატის აზრი აინტერესებს („მე საუკეთესო კანდიდატი ვარ აღნიშნული პოზიციისთვის, რადგან), და არა წიგნის მოყოლა, სახლწოდებით „ყველაფერი ჩემს შესახებ“. როგორ უნდა უპასუხოს კანდიდატმა ამ ფართო კითხვას ისე, რომ არც თავისი და არც სხვისი დრო არ დაკარგოს?
ბიოგრაფია
კანდიდატმა უნდა იცოდეს, რომ სანამ ინტერვიუერი საკუთარი თავის შესახებ მოყოლას თხოვს, მან რეზიუმედან კარგად იცის მისი სამუშაო გამოცდილება. ამიტომაც, პასუხისას LInkedin პროფილზე დამყარებული მონოლოგი აზრს მოკლებულია. თუმცა, კანდიდატები ამ შეცდომას ხშირად უშვებენ. კანდიდატებს უნდა ახსოვდეთ, რომ გასაუბრება კანდიდატსა და ინტერვიუერს შორის ურთიერკავშრის ჩამოყალიბებას ემსახურება და არა მისი კვალიფიკაციის მტკიცებას, რადგან არაკვალიფიციური კანდიდატი გასაუბრების ოთახში ვერ მოხვდებოდა.
კარიერის სტრატეგი ჯონ ლი ამბობს, რომ კანდიდატები გასაუბრებას, როგორც კინოს ქასთინგს ისე უნდა მიუდგნენ. „ წარმოიდგინეთ, რომ ინტერვიუერი საკუთარ გონებაში უყურებს ფილმს თქვენი მონაწილეობით, სადაც თქვენ მათი გუნდის წევრის როლს ასრულებთ, რომელიც მომხმარებელს ან აქციონერებს ესაუბრება.“
გასაუბრება არ არის სწორი ადგილი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჟღერებლად - მაგ: ოჯახური მდგომარეობა, ბოლო არდადეგები, შინაური ცხველების სიყვარული ან სხვა. მოგვიანებით, გასაუბრების შემდეგ, კანდიდატმა და ინტერვიუერზე შეიძლება გაუზიარონ ერთმანეთს მსგავსი ინფორმაცია. გასაუბრება არის მომენტი, როდესაც კანდიდატს ეძლევა საშუალება ინტერვიუერზე ურყევი შთაბეჭდილება მოახდინოს(ცხოველების სიყვარული არ განაპირობებს, მიიღებს თუ არა კანდიდატი სამუშაოს).
გასაუბრებაზე სათქმელის სწორად გადმოცემა კანდიდატის მხრიდან საკუთარ თავზე მუშაობას მოთხოვს. პირველ რიგში, მან აუცილებლად უნდა დაადგინოს ის საჭიროებები, რაც კომპანიას აქვს კონკრეტულ ვაკანსიაზე; შემდეგ კი ჩამოაყალიბოს ის პასუები, რომელიც ინტერვიურს გაუჩენს მოსაზრებას, ის საუკეთესო კანდიდატია
საჭიროებების აღმოჩენა
სამუშაოს აღწერა რუკაა ორგანიზაციის სპეციფიკისა და საჭიროების დასადგენად. ფრაზების - „სამუშაოს მოთხოვნების“, „მოვალეობების“, „აუცილებელიასა“ და „მნიშვნელოვანიას“ შემდეგ ჩამოწერილი წინადადებები სწორედ ორგანიზაციის საჭიროებებს უსვამს ხაზს. სიტყვა „სასურველიას“ ქვემოთ მოცემული წინადადებები კანდიდატს მიანიშნებს, რომ ეს უნარები ნაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ამასთან, სამუშაო აღწერაში პირდაპირი მინიშნებები სათაურის ქვემოთ ტექსტშია მოცემული.
ხანდახან, კანდიდატის უნარები შეიძლება სრულად აკმაყოფილებდეს სამუშაო აღწერაში მითითებულ მოთხოვნებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი ახლანდელი პოზიციის დასახელება არ ემთხვევა სამუშაო აღწერაში მითითებული პოზიციის დასახელებას. Strategy and Talent Corporation-ის CEO-ს, ტამი ჯონსის რჩევის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატის ახლანდელი პოზიციის დასახელება არ ემთხვევა სასურველი პოზიციის დასახელებას, მან საკუთარ Linkedin-ის პროფილზე ნათლად უნდა აღწეროს თავისი საქმიანობა და უნარები, იმისათვის, რომ დამსაქმებლისთვის უფრო მკაფიო გახდეს მისი შესაძლებლობები.
ხშირად, სამუშაო აღწერის ენაც შეიძლება მიუთითებდეს კომპანიის სპეციფიკასა და ორგანიზაციულ კულტურაზე. არაოფიცილაური ენით დაწერილი სამუშაო აღწერით, რომელშიც დამსაქმებელი უშუალოდ მიმართავს კანდიდატს და მიუთითებს რომ „სასურველია იუმორის გრძნობა“, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამუშაო გარემო მეგობრულია და მხიარული. საპირისპიროდ, ფორმალური სამუშაო აღწერა კი კომპანიის კონსერვატიულობასა და სერიოზულობაზე მიუთითებს.
კომპანიის შესახებ ინფრომაციის მოძიება, კანდიდატს მისი ვებ-გვერდიდან შეუძლია. გვერდი „ჩვენს შესახებ“ , სწორედ კომპანიის კორპორატიულ კულტურასა და ძირითადი ღირებულებების შესახებ ინფორმაციას შეიცავს - მაგალითად, მომხმარებლის კმაყოფილება და მაღალი ხარისხის სერვისი, თანამშრომელთა მხარდაჭერა და ა.შ.
ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანდიდატს შეუძლია ჩამოწეროს ის სამი პიროვნული თვისება, რომელიც კომპანიას ყველაზე მეტად სჭირდება, მაგალითად თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, გუნდური მოთამაშე და სხვ.
საჭიროებების შევსება
კანდიდატმა უნდა შეარჩოს წინა სამუშაო გამოცილებიდან ის კონკრეტული ისტორია ან ამბავი, რომელიც ცხადყოფს თუ როგორ შეესაბამება ის კომპანიის საჭიროებებს. მსგავსი ისტორიის შერჩევისას, ამბავის გაზვიადება ადამიანს წამგებიან სიტუაციაში ჩააგდებს, გამსაუბრებლს შეუძლია სიმართლის იდენტიფიცირება.
ვარჯიში ქმნის სიზუსტეს
კანდიდატმა თავისი ისტორია და კომპანიის საჭიროებებზე მორგებული საკუთარი თვისებები უნდა გაიაზროს და კარგი შთაბეჭდილების მოხდენის სურვილის შემთხვევაში, შესაძლო კითხვებზე პასუხის გაცემაზე ივარჯიშოს. ვარჯიშისას აუცილებელია, არ იჩურჩულოს, არამედ ისაუბროს ისე, როგორც გასაუბრებაზე. ეს არის როგორც მენტალური, ისე ფიზიკური ვარჯიში- ტვინს სჭირდება როგორც გონების, ისე პირის აპარატის გავარჯიშება, რომ მთავარი სათქმელი სწორად გადმოსცეს.
ბოლო ეტაპი
ავიღოთ ჰიპოთეტური სიტუაცია: კანდიდატს სურს დასაქმდეს სერვის ცენტრის მენეჯერად წამყვან კომპანიაში, რომელსაც CableAble ეწოდება. მან ვებ-გვერდის საშუალებით დაადგინა, რომ ბრედის მთავარი ფასეულობა საუკეთესო სერვისია. სამუშაო აღწერაში კი წაიკითხა, რომ კომპანია პოტენციური თანამშრომლისგან კარგი კომუნიკაციის უნარს ითხოვს.
გასაუბრების დღეს კანდიდატს ჰკითხეს : „მომიყევით თქვენს შესახებ“. ახლა მან უკვე იცის როგორ გასცეს სწორი პასუხი:
„ ადამიანებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა. სკოლაშიც კი ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც სხვა ადამიანებს ველაპარაკებოდი, ვუსმენდი და ვეხმარებოდი. ამიტომაც, სკოლაშივე გავხდი ახალმიღებული სტუდენტების მრჩეველი და წლების განმავლობაში ვმუშაობდი სერვისის ინდუსტრიაში. სწორედ ამიტომ მომეწონა CableAble-ს მომხმარებლის მიმართ ყურადღებიანი კულტურა. მოგვიანებით, ჩემი პროფესიული მიზანი სხვების სწავლება და განვითარება გახდა- ეს კი ჩემს ორ ინტერესს აერთიანებს: სხვების დახმარებასა და მომხმარებელთან ურთიერთობას.“
ამ პასუხის იდეალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხაზს უსვამს როგორც კანდიდატის პროფესიონალიზმს, ისე მის შინაგან კავშირს კომპანიის კულტურასა და საჭიროებებთან. ეს ყველაფერი კი პირდაპირი პასუხის მეშვეობით ხდება.
ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული პასუხი კანდიდატს სხვა მსურველებზე მაღლა დააყენებს. რატომ? რადგან იგი არა მარტო საკუთარ თავზე მოყვება, არამედ ინტერვიუერს დაუდასტურებს, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი კანდიდატი.