Gen-Z თანამედროვე შრომით ბაზარზე ცვლილებების მთავარი ინიციატორია. Gen-Z თაობის ბევრმა წარმომადგენელმა კარიერა პანდემიის დროს დაიწყო და განსხვავებული საჭიროებებითა და მოლოდინებით დრამატულად შეცვალეს სამუშაო ბაზარი.
Deloitte Digital-მა გამოკითხა 2000 Gen-Z და მათი 600 უფროსი სხვადასხვა კომპანიებიდან იმისთვის, რომ განესაზღვრათ სამსახურებრივი ურთიერთობების თავისებურებები განსხვავებული თაობის წარმომადგენლებს შორის. კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ მკვლევარებმა გამოყვეს 5 ძირითადი მიმართულება, სადაც ყველაზე მეტად ჩანს განსხვავება თაობებს შორის.
1. ემპათია
კვლევის მონაწილეები თანხმდებიან, რომ მოთმინება და ხელმისაწვდომობა უფროსისთვის აუცილებელი თვისებებია. Gen-Z-თვის შემდეგი აუცილებელი თვისება ემპათიურობაა, ხოლო უფროსები ემპათიას მეხუთე ადგილას აყენებენ.
Gen-Z თანამშრომელი, რომელიც სამსახურისგან ზრუნვას გრძნობს 3.3-ჯერ მეტი ალბათობით ნაკლებად დაგეგმავს სამსახურიდან წასვლას. ემპათიას განსაკუთრებული როლი უჭირავს Gen-Z დასაქმებულებისთვის, მათთვის მნიშვნელოვანია გრძნობდნენ რომ კომპანია აფასებთ მათ.
2. ფსიქოლოგიური უსაფრთხოება
Gen-Z თვლის, რომ მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შექმნა სამსახურში. ეს შეიძლება განხორციელდეს შეცდომების აღიარებით და რისკების წახალისებით. Gen-Z-მ დიდი ძალისხმევა გასწია მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნორმალიზებაში, შესაბამისად, ისინი ლიდერებისგან ელოდებიან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და დასაქმებულების საჭიროებებთან შესაბამისობას.
Gen-Z-ის უყვარს საკუთარი თავის საქმეში გამოცდა. გამოკითხულებიდან 60% უთითებდა რომ მოსწონთ დამოუკიდებლობის შესაძლებლობა და სურთ უფრო მეტად დამოუკიდებლები იყვნენ სამსახურში.
3. კონტროლი;
გამოკითხულებიდან მხოლოდ 10 უფროსი უთითებდა რომ კონტროლის შესაძლებლობა Gen-Z-თვის პრიორიტეტულია. თუმცა ყველანი თანხმდებიან, რომ Gen-Z უკეთესად მუშაობს თუ ასრულებს საპასუხისმგებლო საქმეს. უფროსები, რომლებიც Gen-Z თანამშრომლებს აძლევენ დავალებებს, რომელიც აკმაყოფილებს მათთვის საჭირო ავტონომიურობის დონეს, აძლევს მათ თავისუფლებას დავალების შესრულებისას, საპასუხოდ იღებს უფრო მეტ თავდადებას და კრეატიულობას ახალგაზრდა თანამშრომლებისგან.
4. კეთილდღეობა
Gen-Z სამუშაო ბაზარს შემოუერთდა პანდემიის რეალობაში, მათ აქვთ მოლოდინი, რომ დამსაქმებელი უნდა ზრუნავდეს თანამშრომლების კეთილდღეობაზე. ისინი ეძებენ კომპანიებს, რომლებიც ცვლიან სამუშაო კულტურას დასაქმებულების საჭიროებების გათვალისწინებით. თუმცა, უფროსების შეფასება და Gen-Z თანამშრომლების შეფასებები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
გამოკითხული უფროსების 60%-მა მიუთითა, რომ ისინი ცდილობენ გააუმჯობესონ დასაქმებულების კეთილდღეობა ჯანსაღი სამუშაო განრიგის შექმნით, თუმცა 50%-ზე ნაკლები Gen-Z თვლის, რომ მათი სამსახური ზრუნავს მათ საჭიროებებზე.
Gen-Z კომპანიებისგან ელოდება უფრო მეტ მოქნილობას, ჰიბრიდულ და დისტანციურ სამუშაო შესაძლებლობებს.
5. აღიარება
დასაქმებულებისთვის პრიორიტეტული მიმართულებების არჩევის დროს, უფროსები როგორც წესი, არ უთითებდნენ აღიარებას, თუმცა გამოკითხული Gen-Z-ის 78%-მა მიუთითა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ხელმძღვანელისგან დაფასება და აღიარება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ Gen-Zთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს საჯარო აღიარებას. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია მატერიალური ჯილდოები, ფულის ან დროის სახით.
წყარო - New Study Uncovers 5 Things Gen-Z Workers Really Want From Their Employers | Inc.com