თანამედროვე სამყაროში, ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება, სოციალური მედიის პლატფორმებზე მისი პროფილით ყალიბდება. თუ რეკრუტერს თქვენი მოძებნა სურს, პირველ რიგში LinkedIn-ს შეამოწმებს. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი პროფილი მუდმივად განახლებული და რელევანტური იყოს.
ბევრი ადამიანი LinkedIn-ის გამოყენებისას სამ მთავრ შეცდომას უშვებს:
1. ამ პლატფორმას საკმარის მნიშვნელობას არ ანიჭებს.
2. პროფილს ანახლებენ მხოლოდ მნიშვნელოვანი კარიერული ცვლილების დროს,
3. არ იყენებენ ახალ ფუნქციებს.
გიზიარებთ 5 დეტალს, რაც დღესვე უნდა შეცვალოთ თქვენს LinkedIn-ზე:
1. „სათაური“ – „Headline”;
თქვენი პროფილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სათაურია - ეს ნაწილი ჩნდება თქვენი სახელი და გვარის ძებნისას. სწორედ ამიტომ, პროფილის სხვა ნაწილებამდე განსაკუთრებული ყურადღება სათაურს უნდა მიაქციოთ.
სათაურში ხშირად შეცდომით მხოლოდ მიმდინარე პოზიციას და სამსახურს უთითებენ. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა - პოზიცია + ხშირად გამოყენებადი საძიებო სიტყვა (keyword) + Zing
Zing - არის თქვენთვის დამახასიათებელი საინტერესო ფაქტები, რა გამოგარჩევთ სხვებისგან, რას აკეთებთ, რატომ აკეთებთ, რაიმე განსაკუთრებული გამოცდილება, რაც გინდათ რომ სხვებმაც იცოდნენ თქვენს შესახებ. ამ ყველაფრის მისათითებლად სათაურში 220 სიმბოლო გაქვთ, გამოიყენეთ ყველა მათგანი, რომ გამორჩეული სათაური შექმნათ.
2. „თქვენს შესახებ“ – „About”;
LinkedIn-ზე about განყოფილებას ყველაზე ხშირად წაიკითხვენ პროფილის სტუმრები. ამ ნაწილში განსაკუთრებით მნიშევნლოვანია დასაწყისი. პროფილის სტუმარი მხოლოდ პირველ რამდენიმე წინდადებას ხედავს. თუ ეს 20-30 სიტყვა საინტერესო არ იქნება, სრულად წაკითხვის სურვილიც არავის გაუჩნდება.
გადაწერეთ „თქვენს შესახებ“ ნაწილი და გაითვაისწინეთ შემდეგი რჩევები:
- დაწერეთ პირველ პირში;
- 30% მიუთითეთ პირადი ინფორმაცია თქვენი ჰობების, ღირებულებების, სამსახურის გარეთ აქტივობების შესახებ;
- 2600 სიმბოლოდან გამოიყენეთ მაქსიმალურად მეტი სიმბოლო, მოყევით თქვენი ისტორია.
3. უნარების პრიორიტიზირება;
უნარების გრაფა about-ის ქვემოთ არის და დალაგებულია ქრონოლოგიურად, სხვების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ეს მიმდევრობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს თქვენს სურვილს. დააკვირდით უნარების ჩამონათვალს და გადაალაგეთ უნარების სია.
4. Featured გრაფა;
Featured გრაფა ახალი ნაწილია LinkedIn-ის პროფილზე, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი საამაყო პროექტები. მაგალითად, თქვენი საავტორო სტატიები, რომლებიც გამოქვეყნებულია LinkedIn-ზე, ფოტოები, დოკუმენტები, ლინკები.
განაახლედ ამ გრაფაში მითითებული ინფორმაცია და დაალაგეთ პრიორიტეტულობის მიხედვით.
5. ახალი რეკომენდაციები;
რეკომენდაციებს ხშირად ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ყველა პროფილზე შეგხვდებათ ძველი რეკომენდაციები. გადახედეთ თქვენს პროფილს, იზრუნეთ ახალი რეკომენდაციების დამატებაზე მინიმუმ ყოველწლიურად.
წყარო - https://www.forbes.com/sites/williamarruda/2024/09/02/5-changes-to-make-to-your-linkedin-profile-right-now/