თვლით, რომ კარგი გუნდში მუშაობა თქვენი ძლიერი მხარეა? შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლო პროექტი, რომელზეც თქვენს გუნდთან ერთად იმუშავეთ? თქვენს მენეჯერს ან კოლეგას რომ ვკითხოთ, როგორ დაგახასიათებენ? როგორ აღწერდით თქვენი გუნდური მუშაობის უნარებს? - ამ კითხვებს ხშირად მოისმენთ გასაუბრებაზე.
გუნდური მუშაობის უნარი კორპორაციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კორპორატიული კულტურა უპირატესობას ანიჭებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც კარგად ეწყობიან სხვა თანამშრომლებს და შეუძლიათ გუნდში მუშაობა. იმ სამსახურებშიც კი, სადაც შეიძლება პოზიციისთვის აუცილებელი არ იყოს გუნდთან მუშაობა, რეკრუტერები ამ უნარების მქონე კანდიდატებს ეძებენ. ეს უნარი უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმ პოზიციებისთვის, რომლებსაც პირდაპირ აქვთ შეხება მომხმარებელთან.
როგორ ვუპასუხოთ კითხვას - „ხართ თუ არა კარგი გუნდური მოთამაშე?“
არ არსებობს ერთი უნივერსალური პასუხი, რადგან ამ კითხვას ყველა გასაუბრებაზე განსხვავებული ფორმულირება შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, კარგი პასუხისთვის შეგიძლიათ შემდეგი რჩევები გამოიყენოთ:
- არ უპასუხოთ, რომ კარგი გუნდური მუშაობის უნარი გაქვთ - მოუყევით რეკრუტერს ისტორიები და კონკრეტული მაგალითები. გაიხსენეთ რა გააკეთეთ კონკრეტულად თქვენ დავალებაზე მუშაობისას, რა კონტრიბუცია ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს. აჩვენეთ, რომ საერთო მიზანს ერთად მუშაობით მიაღწიეთ და განსაზღვრეთ თქვენი როლი ამ წარმატებაში. განმარტეთ რამდენი ადამიანი შედიოდა გუნდში. თუ თქვენი მოვალეობები მოიცავდა სხვადასხვა იერარქიაზე მყოფ კოლეგებთან მუშაობას, განსხვავებული გამოცდილებების და პროფესიის ხალხთან მუშაობას - ახსენეთ ეს ფაქტებიც. აჩვენეთ თქვენი მრაველფეროვანი გამოცდილება.
- გუნდური მუშაობის უნარი თანაბრად მნიშვნელოვანია დამწყებ თუ მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. კარიერის დასაწყისში თქვენ ხშირად მოგიწევთ სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა, რადგან თქვენ გჭირდებათ მათგან ცოდნის და გამოცდილების მიღება. რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენთ, მით უფრო გაიზრდება თქვენი დამოუკიდებლობა, თუმცა, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გაზრდასთან ერთად გაიზრდება თქვენი პროექტებიც, რომელთა შესასრულებლად მოგიწევთ სხვადასხვა თანამშრომლებთან, დეპარტამენტებთან, კლიენტებთან ურთიერთობა.
- თქვენი მიზანია წარმოაჩინოთ თქვენი გუნდური მუშაობის უნარი, ამ მიზნით, გაიხსენეთ ბოლო პრაქტიკული მაგალითები. თუ მენეჯერი ხართ, გექნებთ კონკრეტული მაგალითი, როგორც შექმენით თქვენი გუნდი, რა მიდგომები გამოიყენეთ, როგორ მართავთ მათ. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება როგორ ზრუნავთ საკუთარ და გუნდის განვიტარებაზე, ტალანტის შენარჩუნებაზე. გაიხსენეთ პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ იმუშავეთ თქვენზე მაღალ ან დაბალ პოზიციაზე მყოფ თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც თქვენი გუნდის ნაწილი არ არიან. თუ ეს გასაუბრება თქვენთვის პირველია და სამუშაო გამოცდილება არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სკოლის, უნივერსიტეტის პროექტები, სტაჟირება ან სხვადასხვა მოხალისეობრივი საქმეები, სადაც სხვებთან ერთად მონაწილეობდით.
წყარო - https://www.forbes.com/sites/carolinecenizalevine/2024/07/13/team-player-interview-question/