ერთი შეხედვით, წარსული საუკუნეების სიბრძნე თანამედროვე ტექნოლოგიური სტარტაპების პრობლემებისთვის აქტუალური არ უნდა იყოს, თუმცა, ეს სულაც არ არის ასე. სტარტაპის წარმატება არაფრით განსხვავდება სხვა სფეროებში წარმატების მიღწევისგან. ამისთვის აუცილებელია ისწავლოთ საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მართვა. კაცობრიობის საუკეთესო ფილოსოფოსებს ულევად აქვთ რჩევები ამ საუკუნო პრობლემებზე.
Forbes გვიზიარებს 11 ცნობილ გამონათქვამს ფილოსოფოსებისგან, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ სტარტაპის მართვის სწორად დაგეგმვაში:
1. ეპიკურუსი - რაც უფრო დიდია სირთულე, მით უფრო მეტი დიდებაა მის გადალახვაში
2. სენეკა - არ არსებობს მარტივი გზა დედამიწიდან ვარსკვლავებამდე
ტექნოლოგიური სტარტაპის დამფუძნებლობა განსხვავდება ზოგადად რაიმე ბიზნესის დამფუშნებლობისგან. თქვენ უნდა დაისახოთ მაღალი მიზნები, რაც შესაბამისად ნიშნავს, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება. სტარტაპის დაფუძნებისას თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა.
3. კრისტოფერ მარკუსი - გაჭირვება ხშირად ამზადებს ჩვეულებრივ ადამიანს არაჩვეულებრივი ბედისწერისთვის
უნდა შეეგუოთ, რომ შეიძლება რთული პერიოდების და ბევრი წარუმატებლობის გადატანა მოგიწიოთ, თუმცა ეს ყველაფერი ამაოდ არ ჩაივლის. რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენთ, უფრო მეტად კომპეტენტური გახდებით და მზად იქნებით სამომავლო წარმატებებისთვის
4. ვიქტორ ფრანკლი - ცხოვრება არასდროს ხდება აუტანელი გარემოებების გამო, ასეთი შეიძლება გახდეს მხოლოდ აზრისა და მიზნის ნაკლებობის გამო.
5. ფრიდრიხ ნიცშე - მას, ვისაც აქვს ცხოვრების მიზეზი „რატომ“, შეუძლია თითქმის აიტანოს „როგორ“.
სტარტაპის დამფუძნებლის პროფესიული გზა უფრო რთულია, ვიდრე კორპორაციის დასაქმებულის, ის ხშირად უფრო მნიშვნელოვანიც არის. ამას განაპირობებს არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ წარმატების შემთხვევაში შეიძლება დიდი მატერიალური სარგებელი მიიღოთ, არამედ საკუთარი ცხოვრების მართვის და კონტროლის შესაძლებლობა. ასევე, ის არა ფინანსური გავლენა რაც შეიძლება მოახდინოთ სხვა ადამიანებზე და მსოფლიოზე.
გამოიყენეთ ეს სიღრმისეული მოტივატორები საკუთარი თავის და თქვენი გუნდის წევრების მოტივირებისთვის.
6. მარტინ ჰაიდეგერი - ის, ვისაც დიდი აზრები აქვს, ჩვეულებრივ დიდ შეცდომებს უშვებს
7. ბერტრანდ რასელი - არასდროს შევწირავ თავს ჩემი რწმენის გამო, რადგან შეიძლება ვცდებოდე
დიადი მიზნების დასახვისას მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავმდაბლობის შეგრძნება - შეიძლება თქვენი წარმოდგენები და რწმენა არარეალური იყოს. თქვენს იდეებზე მიჯაჭვულობა შეიძლება გამანადგურებელი აღმოჩნდეს, რადგან წაგართვათ საჭირო დროს მოქნილობის უნარი და შესაძლებლობა.
8. თომას ედისონი - მე არ დავმარცხებულვარ, მე უბრალოდ ვიპოვე 10 000 მეთოდი, რომელებიც არ მუშაობს
სტარტაპის მართვის ადრეულ ეტაპზე, თქვენი მთავარი მიზანია ისწავლოთ რას აკეთებთ არასწორად. თქვენ მოგიწევთ ბევრი მოსაზრების პრაქტიკულად გატესტვა, მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლა, მარცხი და კვლავ გატესტვა იმისთვის, რომ ისწავლოთ წინსვლის საუკეთესო გზა. ეს შეიძლება ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ გამოწვევებს მენტალურად მომზადებული შეხვდეთ.
9. ბერტრანდ რასელი - სასურველია არ დაიჯეროთ წინადადების ჭეშმარიტება მაშინ, როდესაც მისი ჭეშმარიტების არანაირი საფუძველი არ არსებობს
სტარტაპირ მართვისას მოგიწევთ თქვენი გონება ორ ნაწილად გაყოთ. ერთის მხრივ, თქვენ უნდა ისწავლოთ დიდი მიზნების დასახვა, თქვენს პარტნიორებს და ინვესტორებს უნდა დაანახოთ, რომ შესაძლებელია ამ მიზნების მიღწევა, მეორე მხრივ კი, თქვენი იდეებისა და ვარაუდების შემოწმებისას უნდა მიმართოთ მეცნიერულ მიდგომებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად მზად უნდა იყოთ შეცვალოთ თქვენი ხედვა რეალობისგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით.
10. არისტოტელე - ჩვენ ვართ ის, რასაც გამუდმებით ვაკეთებთ. მაშასადამე, ბრწყინვალება არის არა ქმედება, არამედ - ჩვევა
თუ მოახერხებთ ამ რჩევის ყოველდღიურად გამოყენებას, თქვენ სტარტაპის შეუცვლელი ლიდერი გახდებით.
11. ჰერაკლიტე -მდინარის ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევალთ
არ მოდუნდეთ თუ თქვენთვის სასურველ აღიარებას მიაღწიეთ. წარმატებისთვის აუცილებელია მუდმივად შეეწყოთ სწრაფად ცვალებად გარემოს.
წყარო - 11 Quotes From Great Philosophers Useful For Startup Founders (forbes.com)