დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პროფესიული ურთიერთობები ნდობასა და ვალდებულებებს ემყარება. დამსაქმებლები თავისი თანამშრომლებისგან თავდადებასა და ერთგულებას ითხოვენ, თუმცა ამისათვის საჭიროა თავად მხარს უჭერდნენ მათ პროფესიული ნაბიჯების გადადგმისას.
მენეჯერისგან მხარდაჭერა მილენიალი თანამშრომლების მუშაობის ხარისხს საგრძნობლად ზრდის, შესაბამისად იზრდება კომპანიის წარმატებაც. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ჯანსაღი პროფესიული ურთიერთობების შედეგად უმჯობესდება კომპანიის სამუშაო გარემო, უკუკავშირის ხარისხი და მუშაობის შედეგები.
პირველ სამუშაო დღეებში დასაქმებულისათვის აუცილებელია, კარგად გაეცნოს კომპანიის სამუშაო კულტურას, კარგად დააკირდეს თავის მენეჯერს და დაუსვას კითხვები საქმის სპეციფიკის შესახებ. ეს ეხმარება მას პროექტის უკეთესად წარმართვასა და ღირებულ პარტნიორებთან ეფექტიან კომუნიკაციაში.
მიუხედავად თქვენი მენეჯერის კომუნიკაციის სტილისა, აუცილებელია მასთან პრობლემურ საკითხებზე დროულად ისაუბროთ, მანამ სანამ ეს პრობლემა უმართავი გახდება.
იმისათვის რომ უკეთესად გაიცნოთ თქვენი მენეჯერი, აუცილებელია, იცოდეთ თუ როგორია მისი სამუშაო დღე, როგორი ხასიათი აქვს, როგორია მისი კომუნიკაციის სტილი და როგორი ხელმძღვანელობის მანერა აქვს.
· განწყობა - შესაძლოა, თქვენს მენეჯერს დილით ყავის დალევა ესაჭიროებოდეს. თუ დაინახავთ, რომ სხვა თანამშრომლები მას დილით ყავის დალევამდე არ აწუხებენ, ნურც თქვენ შეაწუხებთ.
· კომუნიკაცია - მენეჯერის კომუნიკაციის სტილზე მისი ხასიათიც ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანი თემების განსახილველად ჩანიშნეთ შეხვედრები სატელეფონო ზარის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასე უკეთესად გამოავლენთ თქვენი მენეჯერის დროის მიმართ პატივიცემას. შედეგად თქვენს დროსაც დააფასებენ
ზოგიერთი პროფესიონალი ემოციებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ზოგიც შესაძლოა ცივი მოგეჩვენოთ, თუმცა რეალურად, ასეთ ადამიანებს ურჩევნიათ მონაცემებსა და ანალიტიკაზე დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილებები.
· ლიდერობა - როგორი ლიდერია თქვენი მენეჯერი? ზოგიერთი კომუნიკაციის სტილი უკეთესად ერგება ორგანიზაციის კულტურასა და მიზნებს. არსებობენ ავტოკრატი ლიდერები, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, სხვების მოსაზრებების გაუთვალისწინებლად იღებენ. დემოკრატი ლიდერები კი - ამჯობინებენ გუნდის წევრების მოსაზრებების მოსმენასა და გათვალისწინებას.
Gallup-ის კვლევამ აჩვენა, რომ მილენიალების ბედნიერების ინდექსი სამსახურში პირდაპიროპორციულია მენეჯერის მხარდაჭერის მაჩვენებლისა. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაკლებობის გამო მილენიალების 71% ერთი წლის განმავლობაში სამუშაოს დატოვებას გეგმავს.
მენეჯერის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს გადაწყვეტილებების მიღების დროს, ეხმარებოდეს თანამშრომლებს სისუსტეების გადალახვასა და სწორი მიზნების დასახვაში. Gallup-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიაში თანამშრომლების შენარჩუნებისა და მოტივაციის განმსაზღვრელი მათი მენეჯერების მხარდაჭრაა. სწორედ ეს მენეჯერები არიან დასაქმებულებში ბედნიერების, კმაყოფილებისა და პროდუქტიულობის განმსაზღვრელნი.
იგივე ანგარიში ცხადყოფს, რომ მილენიალთა მხოლოდ 21% ხვდება ყოველკვირეულად თავის უფროსს და მათგან მხოლოდ 17% იღებს უკუკავშრის. ორიდან ერთი თანამშრომლი სამსახურს თავისი უფროსის გამო ტოვებს.
შრომისუნარიანი ადამიანების 1/3-ს მილენიალები წარმოადგენენ და სულ მალე ეს მაჩვენებელი გაიზრდება. კომპანიებში ტექნოლოგიების როლის ზრდასთან ერთად იზრდება მილენიალების როლიც. ეს თაობა დამსაქმებლებს თავისი ნიჭს მაქსიმუმს სთავაზობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ თაობის წარმომადგენლებს ჰყავდეთ ისეთი მენეჯერები, რომლებიც მხარს დაუჭერენ, მისცემენ განვითარების საშუალებას მუდმივი უკუკაშვირითა და ხელმისაწვდომოთ და დაეხმარებიან სწორი მიზნების დასახვაში.
შედეგად მილენიალების კმაყოფილების ინდექსი აიწევს, რაც პოზიტიურად იმოქმედებს პროდუქტიულობაზე, სამუშაო კულტურასა და მუშაობის შედეგებზე. კომპანიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი პროფესიული ურთიერთობები. უფროსები არ უნდა გახდნენ მილენიალი თანამშრომლების მიერ სამუშაოს დატოვების მიზეზი, პირიქით ისინი უნდა იყვნენ მათი ზრდისა და წარმატების საწინდარნი.