ალბათ ბევრს გვგონია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები დღევანდელი ეპოქის შედეგია. ეს ასე არ არის, ის რაც დღეს ჩვენი ეპოქის მიღწევებად ითვლება დიდი ხნის წინ, ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა. გთავაზობთ, რამდენიმე გამოგონებას, რომლებიც დღევანდელ თანამედროვე ტენოლოგიების შექმნას დაედო საფუძვლად:
ვაქცინა - 1796
ედვარდ ჯენერმა პირველი ვაქცინა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შექმნა. ეს იყო ვაქცინის მარტივი ვერსია, რომელიც მან ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენა.
ჯენერის რძალს ყვავილი სჭირდა. გამომგონებელმა მისი გამონაყარიდან სითხე აიღო. შემდგომ კი იგი 8 წლის ბიჭის სამკურნალოდ გამოიყენა და სწორედ ეს ბიჭი იყო მისი პირველი საცდელი ობიექტი. ცდის ობიექტ ბიჭს, ჯერ სიცხემ აუწია, თუმცა მალევე მდგომარეობა გაუმჯობესდა და ბიჭიც განიკურნა. ჯენერმა ყვავილის ვაქცინა ოფიციალურად წარადგინა, რადგან ბიჭს ყვავილის წინააღმდეგ იმუნიტეტი განუვითარდა.
ელემენტი - 1800
20 მარტს Volta-ს ელემენტებს 216 წელი შეუსრულდება. გამოგონების ავტორი იტალიელი ალესანდრო ვოლტია.
იმ დროს გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ელექტროენერგიის გამტარობისათვის ცოცხალი ორგანიზმია აუცილებელი. სწორედ ამ თეორიის საპასუხოდ, ვოლტამ თავის მოწყობილობას „ხელოვნური ელექტრო ორგანო“ შეარქვა.
მან მოწყობილობის შექმნისას რკინის დისკები და მარილწყალში გაჟღენთილი ქსოვილი გამოიყენა, რადგან ისინი ელექტროენერგიას ატარებდნენ. ასე შეიქმნა ელემენტები.
მიკროფონი - 1876
მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ბელიმ ტელეფონი აჩუქა კაცობრიობას, გერმანელმა კლერკმა, ემილი ბერლინერმა შეამჩნია, რომ მოწყობილობის ხმის გადამცემი საკმაოდ სუსტი იყო.
ბერლინერს ელექტროენერგიის ელემენტარული ცოდნა ჰქონდა, მან მუშაობა დაიყო გადამცემზე, რომელმაც ბელის მიერ გამოგონებულ მოდელზე ხმა გააძლიერა.
ბელის კომპანია, American Bell Telephone Company აღფრთოვანდა ბერლინერის გამოგონებით და იგი ლაბორატორიაში ასისტენტადაც აიყვანა. მიკროფონი კი ბელის ტელეფონებს შეემატა.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა -1886
1886 წელს, შობის დღესასწაულის შემდეგ, ჯოზეფინ გარის ჯოჩრანმა თავისი გამოგონების დაპატენტების მიზნით, აშშ-ს საპატენტო ოფისს მიმართა.
მისი გამოგონება ასე გამოიყურებოდა: მოწყობილობას ბევრი ჭურჭლისა და თასის ზომის მავთულებით დამზადებული კუპე ჰქონდა, რომელსაც მბრუნავი ბორბალი ცხელ და საპნიან წყალს ასხამდა.
კოჩრანი თავისი გამოგონების ასაწყობად კომპანიას ეძებდა. ეს კომპანია მალე Kitchenaid გახდა.
კონტაქტური ლინზები - 1887
კონტაქტური ლინზები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონეს. იგი ადამიანის მთელ თვალს ფარავდა და მათ „სკლერულ ლინზებს“ უწოდებდნენ. იგი ხელოვნური თვალების მწარმოებელმა კომპანიამ, F.A. Mueller-მა გამოიგონა.
ესკალატორი - 1891
ნიუ-იორკელი გამომგონებლის, ჯესი რენოს წყალობით, ადამიანებმა კიბეების მექანიზაცია მე-20 საუკუნემდე დაიწყეს. რენოს პირველი მოდელი Old Iron Pier-ში კონის კუნძულებზე დამონტაჟდა. გამოგონებამ მალე ინდუსტრიული რევოლუციის მაღაროელებსა და მუშებში დიდი მოწონება დაიმსახურა- სულ ცოტა ხანში, მუშები მუშაობისას ნაკლებ ენერგიას ხარჯავდნენ მოძრავი კიბეების დახმარებით
მანქანის რადიო - 1919
დიახ, საუბარია რადიოს იმ მავთულებზე, რომლებიც მანქანის წინა და უკანა მხარეს არის დამონტაჟებული!
რადიოების ნიუ იურკელმა მწარმოებელმა გრებმა მანქანის რადიოს პირველი ვერსია გამოიგონა, როელიც 1920-იანი წლების შემდეგ ავტომანქანის განუყოფელ ნაწილად იქცა.
გრების გამოგონება შედგებოდა უკანა სავარძელზე დამონტაჟებული ვაკუუმის მილებისგან, რომელსაც პატარა ძრავი ამუშავებდა და ცალკეული ელემენტებისგან, რომლებიც რადიოს ამუშავებდნენ.
ხელოვნური გული - 1961 წელი
1961 წელს ექიმ ჰენრი ჰეიმლიჩის დახმარებიით, კომიკოსმა და ხმის იმიტატორმა პოლ ვინჩელმა ხელოვნური გულის პატენტი წარადგინა.მოწყობილობა შედგებოდა მცირე ბატარეისგან რომელიც სხეულის გარეთ მაგრდება და აკონტროლებდა სისხლის მომოქცევას. ვინჩელის დიზაინი 2 წლის შემდეგ აღიარეს. 1982 წელს ექიმმა რობერტ ჯავრიკმა ადამიანს ხელოვნური გული წარმატებით გადაუნერგა.
დრონი - 1964
პირველი უპილოტო საჰაერო ხომალდი Lockheed D-21B იყო.
საჰაერო ხომალდმა 1969 და 1971 წლებში, ჩინეთის გარშემო საჰაერო სადაზვერვო მისია ჩაატარა. თუმცა, მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შეჩერდა ავარიული დაშვებების მაღალი მაჩვენებლის გამო. მაგრამ პრეზიდენტმა ნიქსონმა ჭკვიანი თანამგზავრი ფოტოების გადასაღებ მექანიზმად გამოიყენა.
ინტერნეტი - 1969
1969 წლის 29 ოქტომბერს UCLA-ის ინჟინრებმა ახლად შექმნილი ქსელის, ARPANET-ის საშუალებით სტენფორდის სამეცნიერო ინსტიტუტში სიტყვა “LOG” გააგზავნა.
ეს იყო პრიმიტიული ქსელური სისტემა, რომელიც ინტერნეტის შექმნას დაედო საფუძვლად.
მობლური ტელეფონი - 1973
პირველი მობილური ტელეფონი Motorola-მ შექმნა, მისი გამომგონებელი კი მარტინ კუპერი იყო. მოწყობილობა მომხმარებელს მხოლოდ 30 წამიანი სატელეფონო ზარის გაკეთების საშუალებას აძლევდა, მის დასატენად კი 10 საათი იყო საჭირო. მისი წონა დაახლოებით 2.5 კგიყო.
GPS – 1978
1978 წელს Navastar1-ის სახელით ცნობილმა სატელიტი პირველად გაეშვა ორბიტაზე. სწორედ ამ სატელიტმა ჩაუყარა საფუძველი ახალი კავშირგაბმულობის ეპოქას. 1978 წლის გაშვების წყალობით, დღეს ჩვენს მობილურ მოწყობილობაზე ჩვენი გადაადგილების რუქაზე ნახვა შეგვიძლია.
MP3 – 1979
2 ათწლეულით ადრე, სანამ Apple Ipod-ს წარადგენდა, ბრიტანელმა გამომგონებელმა ჯეინ კრამერმა თავისი ახალი ციფრული აუდიო საკრავი დააპატენტა. მოწყობილობას IXI ერქვა.
ეს მოწყობილობა სიგარეტის კოლოფის ზომის იყო. მას 4 ღილაკიანი სამართავი სისტემა ჰქონდა და მუსიკის მოსმენა მხოლოდ ნახევარი წუთით იყო შესაძლებელი.