MIT Sloan-მა მილენიალი თანამშრომლების კომუნიკაციის ტრენდების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა.
“კომუნიკაცია ნებისმიერი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მილენიალები ამას სხვაგვარად აკეთებენ“ - ამბობს MIT Sloan-ის ლექტორი მირო კაზაკოვი, რომელიც კვლევის თანაავტორია MITSloan-ის უფროს ლექტორთან, კარა ბლექბარნთან ერთად.
MIT SloanSchool of Management Communications Group პირველია, ვინც თანამედროვე თანამშრომლების კომუნიკაციის მეთოდების დასადგენად, საკუთარი სტუდენტები გამოკითხა. კვლევაში 331-მა სტუდენტმა (სტუდენტების მესამედი) მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მილენიალ თაობას წინამორბედებისგან განსხვავებული კომუნიკაციის უნარები აქვს.
წერა
კაზაკოვის თქმით, დღევანდელ დღეს ელექტრონული წერილებისა (email) და PowerPoint პრეზენტაციების გრძელი ფორმით წერა არ არის მიღებული. გამოკითხული სტუდენტების 50%-ზე ნაკლები წერს დიდი მოცულობის ტექსტებს, მათგან მხოლოდ 59% წერს მოცულობით რეპორტებს თვეში ერთხელ, ან უფრო ნაკლები სიხშირით.
კაზაკოვი ამბობს, რომ მილენიალი თაობის კომუნიკაციის ფორმა მარტივი და მოკლე ტექტუალური შეტყობინებებია. ლექტორის აზრით, მომავალ სამუშაო გარემოში, ვრცელი და მოცულობითი ფორმით კომუნიკაცია ნაკლებად წარმოსადგენია. თუმცა, დღევანდელი კომუნიკაციის ფორმის, პერეზენტაციებისა და სლაიდების გაქრობის ტენდენცია კვლევიდან არ ვლინდება.
პრეზენტაციები
გამოკითხულთა 85%-მა აღნიშნა, რომ პრეზენტაციების ჩატარება მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. გამოკითხულთა 2/3 კი ამბობს, რომ ეს მათი ყოველდღიური ან ყოველკვირეულო საქმიანობაა. აქედან გამომდინარე, სტუდენტებისთვის პირდაპირი კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესება პრიორიტეტულია.
კაზაკოვის თქმით, სტუდენტები ყველაზე მეტად საკუთარ მენეჯერებში ვერბალური კომუნიკაციის უნარს აფასებენ, რადგან ისინი კარგად ხედავენ, რომ მათი და მათი მენეჯერების კომუნიკაციის უნარები განსხვავებულია. ეს განსხვავება სოციალური მედიის გავლენითაც შეიძლება აიხსნას, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფართო აუდიტორიასთან- მეგობრებთან, ნაცნობებთან და უცხო ადამიანებთან საუბარი. სოციალური მედიის გავლენა კი მილენიალების მცირე და მოკლე კომუნიკაციის სტილით გამოიხატება.
კომუნიკაციის ბუნების ცვლილებასთან ერთად, კაზაკოვი ხედავს, რომ მილენიალ სტუდენტებს თანაგრძნობა ნაკლებად შეუძლიათ. მათ უმარტივდებათ ადამიანთან ვირტუალური საუბარი (მესიჯები), თუმცა პირდაპირი კომუნიაციის უნარი, არც თუ ისე განვითარებული აქვთ. კაზაკოვის აზრით, ემპათიის გრძნობას, სწორედ პირდაპირი კომუნიკაცია აყალიბებს. საბედნიეროდ, სტუდენტები ხედავენ, თუ როგორ შეუძლიათ კარგ მენეჯერებს ემპათიის გრძნობის გამოწვევა და ეს უპირატესობა მილენიალების მხრიდან აღიარებულია.
მონაცემების ვიზუალიზაცია
მონაცემთა ვიზუალიზიაცია, სტუდენტებმა იმ უნარებს შორის დაასახელებს, რომლის გაუმჯობესებაც ახლო მომავალში სურთ. წერა და საუბარი მნიშვნელოვანია, თუმცა სიტყვების ვიზუალური მონაცემებით გამყარება - აუცილებელი.
კაზაკოვის აზრით, ცოდნის ეკონომიკაში მონაცემთა ვიზუალიზაცია და რაოდენობრივი ინფორმაციის გადაცემა, ინფორმაციის დამაჯერებლობისა და სიცხადისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. უნივერსიტეტი ადამიანებს არ ასწავლის ინფორმაციის ვიზუალურ დიზაინს, თუმცა, ამის შესაძლებლობას PowerPoint იძლევა. კაზაკოვი ამბობს, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტებს ვიზუალური მონაცემების სწორად შექმნა უნდა ასწავლონ. სტუდენტების ინტერესის გამო, MIT Sloan-მა ბიზნეს ანალიტიკის სასერტიფიკაციო კურსში დაამატა სავალდებულო საგანი, რომელსაც „მონაცემებით კომუნიაცია“ ეწოდება.
მიუხედავად კომუნიკაციის სტილის შეცვლისა, კაზაკოვი დარწმუნებულია მილენიალების მუშაობის ეთიკაში, „ჩემი მილენიალი სტუდენტები სწავლისა და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით არიან სავსენი“ - ამბობს კაზაკოვი.
MIT Sloan -ის კვლევის მიხედვით, მილენიალებისთვის ციფრულ სივრცეში კომუნიკაცია მარტივია და მოსახარხებელი, მაგრამ მათი პირისპირ კომუნიკაციის უნარები განსხვავებულია, რაც სავარაუდოდ, სოციალური მედიისა და ზოგადად, კომუნიკაციის ტექნოლოგიების გავლენაა.