ორშაბათზე კარგის მთქმელი ცოტა თუ მოიძებნება. უქმეების შემდეგ დილით ადრე ადგომა და ახლა ვირტუალურ სამსახურში „შესვლა“ დიდ ენთუზიაზმს არ ქმნის.
ფინჯანი ყავა, შემდეგ კიდევ ერთი ფინჯანი ყავა, შეიძლება „ნიუსებმაც“ დაგვაინტერესოს, მეგობრებს იუბილეები მივულოცოთ, მეგობრის სიახლეები ვნახოთ მის „ვოლზე“ და ბევრი ასეთი საქმეც გამოვიჩიონოთ, იქნებ და რამენაირად სამუშაო განწყობაზე მოვიდეთ, მაგრამ მაინც მოდუნებულები ვართ. არ დავმალოთ და ვაღიაროთ, ორშაბათს მუშაობაც გვეზარება.
თუნდაც „ჩაკეტილ“ სამყაროში უქმეები მაინც „გემრიელია“ და ვამბობთ - ორშაბათი მძიმე დღეა
ამბობენ, რომ ორშაბათი არც თუ ისე ცუდი დღეა და თუ მას დავარქმევთ, რომ ახალი შესაძლებლობების დღეა, მაშინ შიშის და დაზარების ნაცვლად, ენთუზიაზმიც გაჩნდება
მოდით ვნახოთ, რას გვთავაზობენ ორშაბათის შესაყვარებლად:
დავარქვათ „ახალი სტარტი“
ყველას გვაქვს ისეთი კვირებიც, რომლებიც ხან ცოტა ნეგატიურია, ხან რთული და სხვ.
ამიტომ, შეგვიძლია ორშაბათს შევხედოთ როგორც „რესტარტი“ და ფინჯან ყავასთან ერთად, საკუთარი თავი გავამხნევოთ- დღეს ორშაბათია, ახალი და წარმატებული კვირა იწყება
დავარქვათ „ვიწყებ“
ამბობენ, რომ ორშაბათს ბევრი საქმეების შესრულება და თავის გადატვირთვა არ არის სასურველი. რეკომენდირებულია, ორშაბათი მსუბუქი სამუშაოებისა და მომდევნო დღეების ამოცანების დაგეგმვის დღედ ვაქციოთ. მომდევნო დღეების სამუშაოების დაგეგმვა მოტივაციას და ენთუზიაზმს გაზრდის და ორშაბათიც აღარ მოგვეჩვენება მძიმე დღედ
ორშაბათის შეხვედრები
უქმე დღეების შემდეგ, ორშაბათი საუკეთესოა შეხვედრებისთვის, მას ე.წ „ყინულის გადნობის“ შინაარსიც კი აქვს- შეხვედრა მენეჯრთან, კოლეგებთან, კლიენტებთან და მათთან საუბარი, მოლოდინების დაზუსტება მიმდინარე და მომდევნო დღეების სამუშოების უფრო მეტი მოტივაციით შესასრულებლად
ორშაბათის რუტინა
ამბობენ და ფაქტია, ყველა სამუშაოს და სამუშაო დღესაც კი, საკუთარი რუტინა აქვს. ორშაბათისთვის კი ახალი რუტინის მოფიქრება მის სიმძიმეს გაამსუბუქებს. ასეთი ერთერთი რუტინა შეიძლება იყოს ორშაბათის ლანჩი აივანზე, ან სკვერში ან თუნდაც, ერთი საათით თუნდაც ქუჩაში გასეირენება მიუხედავად ამინიდისა. იმასაც ამბობენ, ახალ რუტინას ახალი ენერგია მოაქვს, ასე რომ ორშაბათისთვის რამე რუტინის თუ რიტუალის მოფიქრება არ იქნება ურიგო ისევ ჩვენივე განწყობის გასაუმჯობესებლად.
და კიდევ, ყველა ადამიანს საკუთარი ორშაბათი აქვს, მაგრამ თითქმის ყველასთან, ორშაბათი ფინჯანი ყავით იწყება. ხოდა, როგორც კი ყავის არომატი რეცეპტორებს მიწვდება, მოდით რამე მოვუფიქროთ დღევანდელ დღეს, თუნდაც ხმამაღლა ყველას ვუთხრათ- დღეს ძალიან კარგი დღეა
ფერად ორშაბათს და წარმატებულ კვირას გისურვებთ, ახალი კვირა იწყება.