თუ კვირის განმავლობაში 5 საათს სწავლას არ უთმობთ, უპასუხისმგებლოდ იქცევით.
ბარაკ ობამა დღეში ერთ საათს კითხვას უთმობს, უორენ ბაფეტი, წარმატებული და ცნობილი ინვესტორი, დღესაც საკუთარი დროის 80% ს კითხვას და წაკითხულის გააზრებაში ხარჯავს; მსოფლიოს ყველაზე მდიდარი (კვლავ!) ადამიანი და მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი დღემდე მკაცრად იცავს საკუთარ „ტრადიციას „ და კვირაში ერთ წიგნს კითხულობს( აქვე, ბილ გეითსი მაიკროსოფტში საკუთარი კარიერის განმავლობაში, ორ კვირიან „საკითხავ შვებულებას“ იღებდა).
რატომ უთმობენ წარმატებული ადამიანები საკუთარი დროის დიდ ნაწილს კითხვას? მათ ხომ თითქმის უკვე ბევრს მიაღწიეს და საკუთარი ცოდნა საქმითაც დაადასტურეს?
რატომ ცდილობენ წარმატებული ადამიანები რომ არ გადაუხვიონ და გამოიყენონ „5 საათიანი წესი“ (დღეში 1 საათი კითხვას), როდესაც სხვები წუხან, რომ კითხვის დრო არ აქვთ?
პასუხი მარტივია: სწავლა ერთადერთი და შეუცვლელია საქმიანობაა, რომელშიც ინვესტირება ყოველთვის წარმატებულ შედეგს მოიტანს. როგორც ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა „ ინვესტიცია სწავლაში საუკეთესო მოგებას ქმნის“.
მუდმივი სწავლა აუცილებელია დღევენდელ „ცოდნის ეკონომიკაში“, რასაც ცოტა თუ ვიაზრებთ.. თუ დავაკვირდებით, ჩვენი ცხოვრების ძირითადი საფიქრალია ფულის გამომუშავება, დაგროვება, დახარჯვა და შემდეგ, უფრო მეტის ქონების დაგროვება. ფაქტიურად, ჩვენ „არ გვრჩება დრო“ ვისწავლოთ რამე ახალი, რადგან მთელი დრო ფულის გამომუშავება-დაგროვებაზე გვეხარჯება. თუმცა, მიმდინარე პერიოდში ხდება რაღაც საინტერესო, რომელიც ფულსა და ცოდნას შორის ურთიერთობას ცვლის.
დღევანდელ ეპოქას ფუტურისტი, ფიზიკოსი და ბიზნესმენი პიტერ დაიამანდისი „სწრაფი დემონეტარიზაციის“ პერიოდს უწოდებს, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების განვითარებისა და ათვისების გამო, ძვირადღირებულ სერვისებსა და პროდუქტებზე იაფი ან უფასო წვდომა.
ამბობენ, დემონეტარიზაცია კიდევ უფრო გააქტიურდება მომავალში. ვირტუალური რეალობით შესაძლებელია ადამიანმა „იმოგზაუროს“ თუნდაც მარსზე; თვითმართვადი ავტომობილები ცვლის ავტომობილების ფლობის კულტურას; ონლაინ სწავლების პორტალებით ხელმისწავდომია ძვირადღირებული სტენფორდის ცოდნის მიღება, ტელემედიცინა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხარჯებს და ისეთი ტეტნოლოგია, როგორიცაა CRISPR (გენის კორექტირება) და ხელოვნური ინტელექტი, მნიშნველოვნად ამცირებს ჯანდაცვის და ხარჯებსაც.
ასე რომ, ვიდრე პროდუქცია და სერვისები დემონეტარიზაციას განიცდის, ცოდნა გაცილებით მეტ ღირებუელბას იძენს.. Google X დამფუძნებელი და Google Self Driving Car ჯგუფის წევრი სებასტიან თრანი ამბოს, „Uber -მა 70 კაციანი კომპანიის Otto ს შეძენაში, რომელიც სულ 6 თვეა არსებობს ბაზარზე, გადიხადა 70 მლნ დოლარი. გამოდის, რომ თანამედროვე ეპოქაში ტალანტის შეძენის ფასი 10მლნ დოლარია.
ეს მაგალითი შეგვიძლია ავხსნათ ასე- ცოდნა, რომელზეც თანამედროვე „ცოდნის ეკონომიკა“ მოთხოვნას ქმნის, გაცილებით ძვირია! და ის ხალხი, ვინც კარიერისთვის უფრო მეტს შრომობს ვიდრე ცოდნის შესაძენად, მაღალრისკიან ჯგუფს მიეკუთვნება, იმ ჯგუფს, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები უმუშევრად დატოვებით ემუქრება.
აშშ დასაქმების ბარზე გასული ორი წლის განმავლობაში უამრავი ვაკანტური პოზიცია დაფიქსირდა (5.8 მლნ პოზიცია), თუმცა 17 მლნ ამერიკელი კვლავ უმუშევარია. ანალოგიურია ჩვენთანაც- დღის განმავლობაში მინიმუმ 150 ვაკანსია ცხადდება, მაგრამ სამსახურის მაძიებელი და დასაქმების მსურველი უამრავია, რადგან მათი ცოდნა დღევანდელ დასაქმების ბაზრის მოთხოვნებისგან განსხვავებულია.
ცოდნა ნამდვილად ფულია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად კონვერტირებადია ისეთ საგნებში, რასაც ფულით უფრო ძვირად ან ვერ ვიყიდით: ურთიერთობები, სხვადასხვა საინტერესო მიზნის რეალიზაცია, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, კიდევ უფრო მეტის სწავლა (რაც ტვინის მუშაობას კიდევ უფრო აუმჯობესებს) და რაც მთავარია, სხვადასხვა გამოცდილებისა თუ ცხოვრებისეული „სიბრძნის“ დაგროვება.
ბარაკ ობამამ New York Times ში მიცემულ ინტერვიუში თქვა- „როცა ასე სწრაფად იცვლება სიტუაცია, სწარაფად ვრცელდება უამრავი ინფორმაცია, ცუდიც და კარგიც, კითხვა ერთადერთი საშუალებაა, რაც მეხმარება კონცენტრაციაში, ახალი პერსპექტივების აღმოჩენაში, მოდუნებაში და სხვების ცხოვრების გააზრებაშიც კი. შემიძლია, ვთქვა რომ კითხვა მეხმარებოდა ბალანსის შენარჩუნებაში ჩემი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში, რადგან ესაა სივრცე, რომელის ცენტრში ხარ და ქმნი“.
როგორ არ შევწყვიტოთ სწავლა და როგორ ვისწავლოთ? ცხადია აქაც არსებობს წესები:
და ბოლოს, „გმირულად მუშაობა“, hardworking, ინდუსტრიული (გასული) ეპოქისაა, „მუდმივი სწავლა“ ჰარდ ლერნინგი კი დღევანდელი ეპოქის მოცემულობა.
არ დაიზაროთ, არ დაიჩივლოთ რომ დრო არ გაქვთ, აუცილებელია დღეს რაიმეს სწავლა, ნამდვილად ასეთი პერიოდია Today having many things does not make you rich, but knowing a lots of things it’s a luxury.
ავტორი: მედეა ტაბატაძე