როგორ შეიძლება აირჩიო კარიერა მაშინ, როდესაც მიმდინარე კარიერაში ხარ გაჭედილი? Forbesგვთავაზობს 5 სტრატეგიას, რომლებიც დაგვეხმარებიან შესაძლებლობების სწორად შეფასებაში და სასურველი სამსახურის პოვნაში:
სწორი კარიერული არჩევნის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია განსაზღვროთ მიმართულება, რომელიც შეესაბამება თქვენს ოცნებებს, ღირებულებებს, ხანგრძლივ გეგმებს, მიზნებს და ცხოვრების სტილს. თუ თავს ერთ ადგილას გაყინულად გრძნობთ, სცადეთ მოვლენებს უფრო შორიდან შეხედოთ და საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები:
არსებულ სამსახურში თქვენი ძლიერი მხარეების გამოკვეთა დაგეხმარებათ სამომავლო ცვლილებების დაგეგმვაშიც. Forbes-ის მიერ მითითებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც საკუთარ ძლიერ მხარეებს ყოველდღიურად იყენებენ, 6-ჯერ უფრო მეტად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში და უთითებენ, რომ კმაყოფილები არიან მათი ცხოვრების ხარისხით.
ჩამოწერეთ სამსახურები, რომლებშიც უფრო მეტად შეგიძლიათ თქვენი ძლიერი მხარეების წარმოჩენა, ასევე ის მიმართულებებიც, სადაც თქვენი უნარების გამოყენება შეუძლებელი იქნება. ამგვარი გზით შეიქმნით ზოგად წარმოდგენას რომელ ინდუსტრიას, კომპანიას შეგიძლიათ დაუკავშიროთ თქვენი მომავალი კარიერა.
პოტენციური კარიერის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად, მოიკვლიეთ ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია, რა ტიპის ვაკანსიებს აქვეყნებენ სხვადასხვა კომპანიები. სამუშაო პოზიციის დასახელებები შეიძლება განსხვავდებოდეს კომპანიების მიხედვით, შრომითი ბაზარიც განუწყვეტლივ ცვალებადია.
მოიძიეთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და ჩამოწერეთ პოზიციები, რომელთა დასახელებამ და აღწერამ ყველაზე მეტად მიიქცია თქვენი ყურადღება და შეესაბამება თქვენთვის სასურველ სამუშაო აღწერილობას.
კარიერული განვითარების პოტენციური მიმართულებების სიის შედგენის შემდეგ, კარგი იქნება თუ გაესაუბრებით სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც უკვე მუშაობენ თქვენ მიერ შერჩეულ პოზიციებზე ან ინდუსტრიაში. ამ გზით უკეთეს წარმოდგენას შეიქმნით კომპანიების და უშუალოდ სამუშაოს შესახებ, რა არის საჭირო ამ კონკრეტულ პოზიციაზე წარმატების მისაღწევად და რომელი გზა შეგეფერებათ ყველაზე მეტად.
შეგიძლიათ დასვათ შემდეგი შეკითხვები:
კონკრეტული კარიერული მიმართულების არჩევის შემდეგ განსაზღვრეთ უნარები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ ახალ საფეხურზეც. მიუთითეთ ეს უნარები ლინკდინზე, რეზიუმეში და აღნიშნეთ გასაუბრების ეტაპზეც.
მოიძიეთ ინფორმაცია კონკრეტული პოზიციების შესახებ და თქვენი წარსული გამოცდილება და ცოდნა შეუსაბამეთ კომპანიის მოთხოვნებს.
კარიერული განვითარების გზის არჩევა მარტივად მისაღები გადაწყვეტილება არ არის. მიეცით საკუთარ თავს მშვიდად დაფიქრების დრო, განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, მოიკვლიეთ შრომითი ტრენდები, გაესაუბრეთ თქვენთვის მნიშვნელოვან პროფესიონალებს და გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები ახალი შესაძლებლობების მისაღებად.