იმპოსტერის სინდრომი თავდაჯერებულობის ჩუმი მტერია. ადამიანები, ვინც ამ სინდრომით იტანჯებიან თავს უმნიშვნელოდ და თაღლითად გრძნობენ, საკუთარ თავს არ მიიჩნევენ წარმატების ღირსად, გამუდმებით ეჭვი შეაქვთ საკუთარ შესაძლებლობებში. ეს ყველაფერი კი ხელს უშლით დაინახონ ობიექტური რეალობა და საკუთარი რეალური შესაძლებლობები.
იმპოსტერის სინდრომი შეიძლება ყველას დაემართოს, თუმცა ლიდერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროულად ამოიცნონ იმპოსტერის სინდრომის პირველი ნიშნები. დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე, ლიდერისთვის აუცილებელია იყოს თავდაჯერებული. იმპოსტერის სინდრომმა კი შეიძლება ხელი შეუშალოს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მარცხის შიშით არ გადაადგმევინოს რისკიანი და ამბიციური ნაბიჯები, გამოიწვიოს შიში, გამუდმებით საკუთარ თავში და შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა.
იმპოსტერის სინდრომი ნელ-ნელა ვითარდება და მძიმდება. Forbes გვიზიარებს რამდენიმე მეთოდს, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ იმპოსტერის სინდრომის ნიშნებს მათი გამოვლენისთანავე:
1. შეიცანით საკუთარი თავი - დააკვირდით და აღიარეთ საკუთარი შესაძლებლობები, უნარები, მიღწევები. გააანალიზეთ ძლიერი მხარეები და მიმართულებები, სადაც საჭიროა განვითარება;
2. მოახდინეთ მარცხის და დაბრკოლებების ნორმალიზება - შეცდომები ყველას მოსდის. თუ თქვენი გეგმებით სასურველ შედეგებს ვერ იღებთ, მიიღეთ ახალი გამოცდილება, ისწავლეთ მარცხისგან და გადადით შემდეგ მიზანზე.
3. არ იფიქროთ, რომ ერთი დაბრკოლება აუცილებლად გამოიწვევს წარუმატებლობების ჯაჭვს - წარუმატებლობა აღიქვით, როგორც სწავლის ახალი უნიკალური შესაძლებლობა, რაც გააძლიერებს თქვენს გამძლეობას.
4. ისწავლეთ ყველა გამოცდილებიდან - ყურადღება გაამახვილეთ აღმოჩენებზე და სწავლის შესაძლებლობებზე. ახალ გამოწვევებს მიუდექით ცნობისმოყვარეობით.
5. იზრუნეთ საკუთარ თავზე - შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი ბალანსი. ჩაერთეთ თქვენს საყვარელ აქტივობებში, გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად. თქვენი მენტალური და ფიზიკური კეთილდღეობა და ჯანმრთელობა დიდწილად განაპირობებს კიდეც თავდაჯერებულობას.
წყარო - https://www.forbes.com/sites/kathymillerperkins/2023/05/23/how-to-embrace-your-worth-a-prerequisite-to-leading-with-purpose/?sh=71c5b5dc6d65