ჰეიდენ ბრაუნმა Upwork-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიცია იანვარში დაიკავა და ზუსტად 66 დღეში, მას მოქნილი (ფრილანსინგი) დასაქმების პლატფორმის ოფისების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. Upwork-ის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობას პანდემიის შემდეგაც შეძლებენ: „საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის ეს საუკეთესო რამ არის. დისტანციურად მუშაობა დასაქმებულისთვის სამუშაო ბაზარზე ახალ, მრავალფეროვან შესაძლებლობებს აჩენს.“ - ამბობს ბრაუნი.
22 წლის კომპანიისთვის პანდემიის პერიოდი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. Upwork არის ყველაზე დიდი ონლაინ, ფრილანს დასაქმების პლატფორმა, რომლის მიზანი დასაქმებულის და დამსაქმებელის ერთმანეთთან დაკავშირებაა. ბოლო ექვს თვეში პლატფორმაზე დარეგისტრირებული ფრილანსერებისა და კომპანიების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.
Upwork-მა სექტემბერში გამოაქვეყნა ამერიკის სამუშაო ბაზრის კვლევა. კვლევის მიხედვით პანდემიის პერიოდში ამერიკაში დასაქმებულთა 36% მუშაობდა ფრილანსერად. ეს მონაცემი 2019 წლის შემდეგ 22%-ით არის გაზრდილი. კოვიდმა, ასევე, დააჩქარა კომპანიების მიერ ფრიალნსერების დასაქმებაც. კვლევამ აჩვენა, რომ რეკრუტერთა ¾ აგრძელებს დამოუკიდებელი პროფესიონალების დასაქმებას.
· დღეს Upwork-ს 5 მილიონზე მეტი კომპანია იყენებს. მათთვის სერვისის ღირებულება ფრილანსერისთვის გადახდილი თანხის 3%-დან იწყება.
· ფრილანსერებისთვის უფასოა პლატფორმაზე საკუთარი სერვისის განთავსება, თუმცა სამუშაოს შესრულების შემდეგ, Upwork-ის გამოყენებაში ისინი ანაზღაურების 5%-დან 20%-მდე იხდიან.
· 2019 წელს Upwork-ის შემოსავალი 300.6 $მილიონი იყო, რაც ბოლო სამ წელთან შედარებით, 83%-ით მეტია.
· ცოტა ხნის წინ კომპანიამ გაყიდვების 24%-იანი ზრდის გამო, ივარაუდა, რომ 2020 წელს მათი მოგება 365 მილიონ დოლარს შეადგენს.
ბრაუნი კომპანიის წარმატებას პანდემიით გამოწვეულ ცვლილებას მიაწერს: „ ადამიანებს შეეცვალათ წარმოდგენა დისტანციურ მუშაობაზე. გარდა ამისა, მსგავი მოდელით მუშაობას თავიანთი კომპანიების მომავლად აღიქვამენ.“
ბრაუნის აზრით, Upwork-ისთვის და მისი მომხმარებლებისთვის წარმატების მომტანი ხანგრძვლივი პროექტებია. სწორედ ამიტომ, Upwork თანამშრომლობს Microsoft-თან, Airbnb-ისთანდა GE-სთან. შედეგად, კომპანიის მთლიანი მომსახურების შემოსავლის (2.1 მილიარდი დოლარი) 85% შეადგენს დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა.
ჰეიდენ ბრაუნის შესახებ
12 წლის იყო ბრაუნი, როცა მისი ოჯახი მასაჩუტესიდან კატმანდუში, ნეპალში გადავიდა საცხოვრებლად. დედა- ნეპალელი ქალების გაძლიერების პროგრამას ხელმძღვანელობდა, მამა- საზოგადოების განვითარებაზე ზრუნავდა. თავად კი, პატარა ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. „ჩემი მშობლები მაგალითი იყო ჩემთვის- აკეთებდე იმას, რასაც ნამდვილად აქვს სამყაროზე გავლენა. ამან განაპირობა ჩემი მისწრაფება- მუდმივი წინსვლა, განვითარება და გამოწვევებით სავსე ცხოვრება.“
· 2004 წელს დაამთავრა პრინსტონი, პოლიტიკის განხრით. 2007 წელს მან Microsoft-ში დაიწყო მუშაობა, სადაც მონაწილეობდა Yahoo-ს 45 მილიონიანი შეთავაზებისა და Facebook-ის 240 მილიონიანი ინვესტიციების პროექტებში.
· Upwork-ის გუნდს ის 2011 წელს შეურთდა, როგორც პროდუქტის დირექტორი და დაახლოებით 10 წელში, ყველაზე არამდგრად გარემოში, მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი გახდა. „ამ წელმა ბევრი რამით გამოგვცადადა გააძლიერა ჩვენი ღირებულებები და რწმენა. და გულახდილად რომ ვთქვათ, რამდენიმე მათგანი ახალ ტრენდებს, მაგალითად, დისტანციურად მუშაობას, კარგად შეეწყო... ამას, ჩვენ უკვე 20 წელია ვაკეთებთ.“
Upwork-ის ყველაზე დიდი გამოწვევა და ბარიერი კომპანიების ნდობის მოპოვება იყო, რაც 2020 წელმა წარმატებით „გადალახა.“ პანდემიის პირობებში მრავალმა კომპანიამ დაადასტურა, რომ დისტანციურად მუშაობა შეიძლება იყოს ეფექტური და წარმატების მომტანი.
კონკურენტები
Upwork ერთადერთი არ არის ამ ბაზარზე. 2010 წელს შექმნილი Fiverr-ი წელს 84%-ით გაიზარდა, Toptal-ი, რომელსაც არ გააჩნია სათავო ოფისი და პოზიციონირებს, როგორც „მსოფლიოს ყველაზე დიდი დისტანიურად მომუშავე კომპანია “, წელს შემოსავლის 40%-იან ზრდას პროგნოზირებს.
თუმცა Upwork, ბევრად წინ არის, რადგან:
· თანამშრომლობს დიდ კომპანიებთან;
· აქვს ფრილანსერებისა და დამსაქმებლებისთვის კომფორტული ონლაინ პლატფორმა, რომელიც გამოცდილებაზე დაყრდნობით Citrix-თან ერთად შეიმუშავა.
· Upwork კომპანიებისთვის მრავალფეროვნების გადაჭრის ერთ-ერთი მთავარი გზა არის. ოფისის კულტურის დარღვევით ხომ იშლება გეოგრაფიული საზღვრები.