დაივიწყეთ 4 დღიანი სამუშაო კვირა. მაიკროსოფტის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით, სამუშაო დღეების რაოდენობა შეიძლება 3 დღემდე შემცირდეს.
გავრცელებული საყოველთაო შიშის ფონზე, რომ ადამიანებს ხელოვნურ ინტელექტთან კონკურენციაში მოუწევთ მასობრივ უმუშევრობასთან ბრძოლა, ბილ გეიტსს მიაჩნია, რომ უტოპიური მომავალი ამგვარად გამოიყურება - მანქანები მოიპოვებენ საკვებს და გააკეთებენ სხვა საქმეებს, ადამიანებს კი ნაკლები მუშაობა მოუწევთ.
ბევრი ლიდერი თვლის, რომ თუ გაიზრდება დასაქმებულების ეფექტურობა, მათ მეტი დატვირთულობით უნდა იმუშავონ. ბილ გეიტსს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიები საშუალებას მისცემს დასაქმებულებს შანსს უკან დაიბრუნონ გაცემული ძალისხმევა.
გეიტსის აზრით, საბოლოოდ მივიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში 3 დღე მუშაობა იქნება საჭირო. სამსახურისგან გამოთავისუფლებული დროით ადამიანებს შეეძლებათ დაეხმარონ ხანში შესულ ადამიანებს, შეამცირონ კლასობრივი განსხვავება. კეთილი საქმეების გაკეთების საჭიროება მუდმივად იარსებებს. ამის მიღმაც, ადამიანებს უფრო მეტი დრო ექნებათ დასვენებისთვის ან იმის მოსაფიქრებლად, თუ რა უნდა აკეთონ თავისუფალ დროს.
68 წლის ბიზნესმენი და ფილანტროპი ფილოსოფიურად უდგება მუშაობის დანიშნულებას და თვლის, რომ ცხოვრების აზრი არ არის მხოლოდ სამსახური და მუშაობა.
გეითსი პირველი ტექ-ლიდერი არ არის, რომელიც წინასწარმეტყველებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ადამიანებს აღარ მოუწევთ კვირაში ხუთი დღე მუშაობა.
JPMorgan-ის CEO-ს, ჯეიმი დეიმონის აზრით, ტექნოლოგიების დამსახურებით, ადამიანები 3.5 დღე იმუშავებენ კვირაში და იცხოვრებენ 100 წლამდე.
ტესლას და X-ის მფლობელი ილონ მასკიც კი, რომელიც სამსახურის მიმართ ერთგულების დასამტკიცებლად ოფისში ძილის მომხრეც კია, თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი შეამცირებს მუშაობის საჭიროებას და შექმნის უნივერსალურად მაღალ შემოსავალს. მასკმა ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „შეგეძლება სამსახური გქონდეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირადი სიამოვნებისთვის გენდომება. ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება ყველაფრის გაკეთება.“
საინვესტიციო ბანკის - Goldman Sachs-ის მოლოდინებით ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში ჩაანაცვლებს 300 მილიონ სრული განაკვეთის სამსახურს.
IBM-ის CEO არვინდ კრიშნა წინასწარმეტყველებს, რომ რუტინული, „საოფისე“ სამსახური იქნება პირველი რისი ავტომატიზირებაც მოხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩებიან. მაგალითად, უამრავი ახალი სამსახური შეიქმნა ინტერნეტის გამოგონების შემდეგ. 1995 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 5 მილიონი ვებ დიზაინერი იარსებებდა, თუმცა დღეს ისინი არსებობენ.
ამ პოზიციას ყველა ლიდერი არ ეთანხმება. სუუმიტ შაჰმა, ინდოეთში დაფუძნებული კომპანიის Duukan-ის CEO-მ საკუთარ კომპანიაში დასაქმებულების 90% შეამცირა და ჩაანაცვლა ისინი ხელოვნური ინტელექტით. უახლოეს წარსულში სხვა კომპანიებმაც დაიწყეს დასაქმებულების შემცირება, თუმცა არა ტექნოლოგიურ დეპარტამენტებში. პირიქით, ზოგიერთი კომპანია აპირებს შექმნას ე.წ. „კიბორგი“ რეკრუტერი, რომლიც შერჩევის პროცესში გამოიყენებს ადამიანის და ხელოვნური ინტელექტის ძლიერ მხარეებს.
სანამ ბილ გეიტსი წინასწარმეტყველებსსამუშაო კვირის შემცირებას, ზოგიერთისთვის ეს რეალობა უკვე დადგა.
ამერიკული ნიჭიერის შემქმნელმა საიმონ კოუელმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში აღიარა, რომ მან შეწყვიტა პარასკევ დღეს მუშაობა, რადგან ეს „უაზრობა“ იყო. დიდმა დამსაქმებლებმა, მაგალითად სამსუნგმა უკვე დაიწყო დასაქმებულებისთვის ყოველ თვეში ერთი პარასკევის დეი ოფად მიცემა.
ისლანდიაში, 2015-2019 წელს საცდელ რეჟიმში შემოიღეს 4 დღიანი სამუშაო კვირა, რის შედეგადაც დასაქმებულებმა მოიპოვეს უფლება მოითხოვონ მოკლე სამუშაო კვირა. 2021 წელს, იაპონიის მთავრობის ყოველწლიურ ეკონომიკური პოლიტიკის გაიდლაინში მითითებულია რეკომენდაცია, რომ კომპანიებმა დასაქმებულებს შესთავაზონ კვირაში 4 სამუშაო დღის მოდელი.