ალბათ, წაგიკითხავთ სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია გააუმჯობესოს ოფისის დიზაინმა დასაქმებულის მუშაობის ხარისხი და აამაღლოს მოტივაცია. ხშირად, კარგი ოფისის ძირითად მახასიათებლებად სარბენ ბილიკს, რბილ ავეჯს და „შინაური ცხოველის დღეს“ მოიაზრებენ
HR საკონსულტაციო კომპანიის, Future Workplace -ის, მიერ ჩატარებული გამოკითხვა, სახელწოდებით „თანამშრომლების გამოცდილება “( employee experience) ცხადყოფს, რომ დასაქმებულის სურვილები უფრო ფუნდამენტურ, ადამიანურ საჭიროებებს ეყრდნობა. 16140 ადამიანის (ჩრ. ამერიკა) გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია, ოფისი დღის შუქით იყოს განათებული და სასიამოვნო ხედს გაჰყურებდეს. ამასთან, გამოკითხულები საუბრობენ კარგად აღჭურვილ კაფეტერიებზე, ფიტნეს ცენტრებსა და ოფისში არსებულ საბავშვო ბაღებზე (Fortune-ის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების მხოლოდ 4-8% აქვს ოფისში მოწყობილი საბავშვო ბაღი).
აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ ოფისში დღის შუქისა და ხედის ნაკლებობა ნეგატიურად მოქმედებს ადამიანების კარგ განწყობაზე. კვლევის მონაწილეების მესამედი სწორედ დღის შუქის ნაკლებობაზე საუბრობს; 47% ამბობს, რომ მზის სიმცირე დაღლილობას იწვევს, 43% კი სწორედ დღის შუქის ნაკლებობას აბრალებს დღის განმავლობაში ცუდ განწყობას.
ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სამუშაო გარემოს კომფორტი თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხზე. Gallup-ის კვლევაც სწორედ ამას ადასტურებს - დასამებულთა ნახევარი აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოში კარგად გრძნობდნენ თავს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ დღის შუქით განათებული ოფისისა და ლამაზი ხედების სურვილი მობილური ტელეფონების უწყვეტი გამოყენებით იყოს განპირობებული. Emarketer Mobile Research-ის მიხედვით, ზრდასრული ამერიკელები (18+) მობილურ ტელეფონზე დღეში საშუალოდ 4 საათს ხარჯავენ. ამავე კვლევის მიხედვით, რაც უფრო ხშირად ხმარობს ადამიანი ტექნოლოგიურ მოწყობილობებს, უფრო მეტად უჩნდება ბუნებაში სეირნობის ან თუნდაც ფანჯრიდან ლამაზი ხედის ყურების სურვილი.
კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორ ალან ჰედჯი გვესაუბრება თუ რა კავშირი აქვს დღის შუქს „დასამქებულის გამოცდილების“ გაუმჯობესებასთან. მისი კვლევის მიხედვით დღის შუქი დასაქმებულებში თვალის პრობლემებს 51%-ით, ხოლო თავის ტკივილს 56%-ით ამცირებს.
ოფისში დღის შუქის არსებობის დადებითი მხარეების გამოვლენის შემდეგ, ბევრამ კომპანიამ გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა სამუშაო გარემო და ეს რეკრუტინგის იარაღადაც გამოეყენებინა. ამის შესანიშნავია მაგალითია Amazon-ის სამუშაო სივრცე იტალიაში, რომელსაც „სფეროებს“ უწოდებენ. სფეროებში 40,000-ზე მეტი მცენარე ხარობს. ეს სივრცე არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად ამცირებს ბუნებაში სეირნობის საშუალება დასაქმებულების სტრესს და რამდენად ზრდის მათ კმაყოფილებას.
ხშირად შეხვდებით ოფისებში აღმასრულებლებისთვის მოწყობილ დიდ ოთახებს, დიდი ფანჯრებითა და რბილი ავეჯით, მაშინ, როცა თანამშრომლებს ამის ფუფუნება არ აქვთ. Airbnb ამ სტერეოტიპერს პორტლენდში არსებულული ქოლ-ცენტრის ოფისით ანგრევს- ჩაბნელებული და უფანჯრო სამუშაო სივრცის მაგივრად, Airbnb-ის ქოლ-ცენტრის ოფისში არის ღია სივრცე, დღის შუქი, რბილი ავეჯი და უკაბელო ტექნოლოგიები. ამ ელემენტების დადებითი მხარეების შემჩნევა კი ძალიან მარტივია. აღსანიშნავი და საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, სამუშაო მაგიდის ფანჯარასთან სიახლოვე შრომითი კოდექსით რეგულირდება.
Harvard-ის ბოლო კვლევებში ნახავთ, რომ მხოლოდ დღის შუქი და ბუნებრივი განათება არ ქმნის სამუშაო გარემოს კომფორტს, აუცილებელია სუფთა ჰაერიც, რაც ამცირებს დაღლას და თავის ტკივილს, თანამშრომელს კი უფრო პროდუქტიულს და მოტივირებულს ხდის.
როგორც ხედავთ, ბოლო დროს ბიზნეს სამყარო ძალიან არის დაინტერესებული სამუშაო გარემოს კომფორტის დეტალების კვლევით, რადგან ამჩნევენ, რომ რაც უფრო კომფორტულია დასაქმებულისთვის ოფისი, მით უფრო შედეგიანია მისი მუშაობა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეს ტოპ ტალანტები გადაწყვეტილების მიღებისას დიდ ყურადრებას აქცევენ ოფისში კომფორტს.
ასეთ ვითარებაში მენეჯერებმა სამუშაო გარემოს კომფორტზე ზრუნვა დაიწყეს. მაგალითად, Overstock-ის ოფისი 230 000 კვადრატულ მეტრია და პირდაპირ გადაჰყურებს Salt Lake Valley-ის. ამ სივრცის სარემონტო სამუშაოების დროს კომპანიის მენეჯერს, პატრიკ ბირნს, სურდა, რომ თანამშრომლებისთვის ხედის ყურების შესაძლებლობა შეექმნა. ამიტომ პანორამულ ხედზე 30 000-მდე „ჭკვიანი ფანჯარა“ განთავსდა , რომელიც ავტომატურად არეგულირებს დღის შუქს ოფისში და ქმნის თანამშრომლებისთვის უფრო მშვიდ და კომფორტულ გარემოს, შესაბამისად ზრდის მათ პროდუქტიულობას.