ბიზნეს სამყარო სწრაფი ტემპით იცვლება და იცველბა ხალხის მართვის წესებიც. თუ 80-90 იან წლებში ერთ ორგანიზაციაში ბევრი წელი მუშაობა მოტივაციის ან ერთგულების დამადასტურებელი იყო, ეს ასე აღარ არის. ზოგადად, თანამედროვე ბიზნეს გარემოსთან გასული საუკუნის წესებისა თუ რჩევების უმეტესობა, შეუსაბამო აღმოჩნდა. როგორც ბიზნეს კონსულტანტები ამბობენ, დღეს მე-20 საუკუნის „წესებით“ კარიერის შექმნა რისკიანიც კი არის, შესაძლოა სასურველ მიზანს ავცდეთ.
ბიზნეს გამოცემა „ფორბსი“ გვიზიარებს ოც წესს, რომელიც ადამიანს დაეხმარება გზა გაიკვალოს თანამედროვე სამყაროში და მიაღწიოს კარიერულ მიზანს, თუნდაც უახლოეს მომავალში, როგორც ვახსენეთ, ბიზნესში წესები უკვე სწრაფად იცვლება:
1. წარმატების მისაღწევად უმაღლესი განათლება აუცილებელი აღარ არის.
უმაღლესი განათლება ბიზნეს სფეროში აუცილებელი მოთხოვნა აღარ არის, მაგისტრის ხარისხის გარეშეც კი შესაძლებელია საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ცოდნის მისაღებად მრავალი რესურსი გაჩნდა, კოლეჯი და უნივერსიტეტი წარმატებისთვის ერთადერთი აუცილებელი პირობა აღარ არის.
2. Job hopping, სხვა სამსახურის მოძებნა მცირე დროში პრობლემა აღარ არის.
Job Hopping თანამედროვე გარემოში პრობლემად არ აღიქმება. დასაფასებელია, თუ ადამიანს შეუძლია მოკლე დროში ახალი გამოწვევის მოძებნა, არ ეშინია ცვლილებების და იცის, რა არის მისი ცოდნისა და კარიერისთვის მნიშვნელოვანი
3. თვითშეფასება რეგალიებზე მნიშვნელოვანია
ტრადიციულად ასე იყო: რაც უფრო მეტი სერტიფიკატი და აკადემიური ხარისხი იყო მითითებული კანდიდატის რეზიუმეში, მით უფრო დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა ის დამსაქმებელზე. ახლა, როცა ინფორმაცია ერთი ხელის გაწვდენაზეა, უმჯობესია ადამიანმა იცოდეს რა არის მისი ღირებულებები, რა აინტერესებს, რა არის მისი პირადი გამოცდილება. ჩვენ დროში გამოცდილებით მიღებული ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე „აკადემიური საბუთი“
4. ხელფასსა და ბენეფიტებზე მეტად, საქმისა და სამუშაოს მიმართ ემოცია უფრო მნიშვნელოვანია
თუ ადამიანს ფინანსური კრიზისი არ აქვს და მისთვის ანაზღაურება პრიორიტეტული არ არის, ჯობია მოძებნოს ისეთი სამუშაო და ორგანიზაცია, სადაც მუშაობა სიამოვნებს, უყვარს და პოზიტიურად მუხტავს. ხელფასისდღისგარდა, სამსახურშიგატარებული დანარჩენი დღეები ადამიანის განწყობას არ უნდა აუარესებდეს.
5. შედეგების შექმნა დამოუკიდებლად
შედეგის მართვა დიდი ხანია შეიცვლა და ახალი მოდელის მიხედვით, ინდივიდი თვითონ უფრო მართავს საკუთარ ქცევასა და მიღწევებს, ვიდრე მენეჯერის დახმარებით. ეს კი მოითხოვს ინდივიდმა უკეთესად „შეისწავლოს“ საკუთარი თავი, ძლიერი და სუსტი მხარეები, იყოს საკუთარ განვითარებაზე უფრო მეტად ფოკუსირებული. შედეგების მართვის თანამედროვე მოდელი ინდივიდს საკუთარი შესაძლებლობების ცოდნას „ავალდებულებს“
6. მენეჯერი კარიერისქოუჩიარარის
მენეჯერი მენეჯერია, გუნდის წევრს ეხმარება კონკრეტული უნარების გაუმჯობესებაში, მაგრამარაკარიერის დაგეგმვაში ან სამუშაოს შესრულაბასთან დაკავშირებული პრობლების მოგვარებაში. ამ ორზე მხოლოდ თანამშრომელია პასუხისმგებელი.
7. უკუკავშირის, შენიშვნის გააზრება
კრიტიკა ხან გვეხმარება, ხან- არა. თანამედროვე ადამიანს უნდა შეეძლოს შენიშვნის ან უკუკავშირის რა ნაწილს მიაქციოს ყურადღება, რა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი უნარებიდან გამომდინარე. როგორც წესი, უკუკავშირის მიზანია, გვაჩვენოს რა არ გამოგვდის კარგად. ამიტომ, როდესაც ადამიანმა არ იცის რა არ გამოსდის კარგად, უკუკავშირი სუბიექტურ მოსაზრებად მოეჩვენება.
8. ახალი შესაძლებლობების შექმნა
სამყაროშიახლა ანტრეპრენერობისა და სტარტაპერობის ბუმია. თუ არსებობს იდეა და სურვილი, შესაძლებობის მოძებნა და რამის შექმნა, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
9. იდეებიყველასაქვს და არამხოლოდლიდერებს.
20 წლის წინ იდეები მხოლოდ უმაღლეს მენეჯმენტს ჰქონდა. დღეს ეს შეიცვალა, ლიდერობა განვითარდა და დღეს ლიდერები ცდილობენ გაამხნევონ და წაახალისონ გუნდის წევრები იდეების ფორმირებაში.
10. ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას გუნდის წევრების ინდივიდუალური ღირებულებები
ფსიქოლოგიური უსაფრთხოება დღეს პოპულარულია. ფსიქოლოგიური უსაფრთხოების დეფინიცია კი გულისხმობს, გუნდის ნებისმიერ წევრს შეუძლია აზრის გამოთქმა და გუნდის წევრები მის მოსაზრებას პატივს სცემენ. დღეს ორგანიზაციები სწორედ ასეთი გუნდურ მუშაობის სტილს ავითარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდის წევრების მოტივაცია დაიკლებს.
11. განსხვავებული აზრი დღეს მისაღებია
შემოქმედებითობა, განსხვავებული აზრის ან განსხვავებული იდეოს ქონა ინოვაციურ გარემოს და ბიზნესს სჭირდება. ამიტომ, განსხვავებული აზრის გამოთქმა, დღეს აუცილებელიცაა, არათუ უხერხული.
12. სამსახურის დაკარგვა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის წყაროა.
სამსახურის დაკარგვა, დღეს დასასრულიკიარა, დასაწყისია. სამსახურიდანდათხოვნაპროფესიულიზრდისდაგანვითარებისახალიშესაძლებლობაა. საჭიროა, ადამიანმა გაანალიზოს, თურატომ გაათავისუფლესსამსახურიდან და ეს მიზეზი გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის ან უკეთესი ახალი საქმის მოსაძიებლად.
13. წარუმატებლობადიდიწარმატებისსაწინდარია
წარმატებულ ადამიანებს შეცდომების არ ეშინიათ, პირიქით, მათ კარიერაში შეცდომების დიდი ნუსხაა, რომლებიც მათ წარმატებისკენ სვლაში ეხმარებათ. შეცდომა, წარუმატებლობა დღეს ცოდნის და განვითარების წყაროა, თანამედროვე ადამიანმა, სწორედ ასე უნდა შეხედოს მათ. შეცდომებს არ სჭირდება შიში, მათ გაანალიზება და ამ შეცდომების გამაპირობებელი კომფორტის ზონიდან გამოსვლა უფრო სჭირდება
14. კარიერიაში სხვადასხვა მიმართულებები ჩნდება, სწორხაზოვანი აღარ არის
წარმატებისმისაღწევადერთიკომპანიაში კარიერულკიბეზეგანუწყვეტლივ სვლა აღარარისსაჭირო. წარმატებისკენმიმავალიგზაისეთივეუნიკალურია, როგორცთითოეულიადამიანი. ამიტომ, არარსებობსერთი მეთოდი, რომელსაცყველა უნდა ითვლალისწინებდეს კარიერის განვითარებაში. და თუ ადამიანი თვლის რომ „კიბეზე სვლის“ ნაცვლად სხვა კიბეზე ასვლაც საჭიეროა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მთავარია ადაიანმა კარგად იცოდეს, რა არის მისთვის მომდევნო კარიერული ეტაპი ან მიზანი.
15. კარგი ლიდერი უნდა იცნობდეს საკუთარ თავს
კარგ ლიდერს დღეს სჭირდება საკუთარი ძლიერიდასუსტიმხარეები. საკუთარითავისშეცნობასთანახლავსთავდაჯერებულობა , სწორი ხედვა მომავალზე და მოწყვლადობაც, რაც კარგი ლიდერი დამახასიათებელია.
16. მენტორების ყოველთვის სწორ რჩევებს არ იძლევიან.
მენტორების რჩევა ყოველთვის წარმატებული შეიძლება არ გამოდგეს, რადგან წარმატება ინდივიდუალურია, ერთი ადამიანის გზა სხვის „გზამკვლევი“ ან იდენტური ვერ იქნება. მენტორის მიერ გაზიარებულ რჩევას სჭირდება გაანალიზება, რა დაგვეხმარება ჩვენი გამოცდილების შესაქმნელად
17. ზოგჯერ წარუმატებლობა კომპანიის ბრალია
სამსახურში წარუმატებლობის მიზეზი ხშირად მისი წესებია, სამუშაოს შესრულების დინამიკა, მენეჯერთან ურთიერთობა, ან სულაც, ორგანიზაციის რთული ბიზნესი. ამიტომ აუცილებელია, ადამიანი დაფიქრდეს, რა უშლის ხელს მისი შედეგები გამოირჩეოდეს, საკუთარი უნარები თუ კომპანიაში არსებული კორპორატიული კულტურა.
18. ფიქრი საჭიროა
მუშაობის უწყვეტ პროცესს, ხშირ შეხვედრებს, და დღეს ვირტუალურ შეხვედრებს, ადამიანის დრო და ენერგია მიაქვს. მაგრამ დღეს განვითარებისა და წარმატებისთვის აუცილებელია ადამიანმა საკუთარ დღის განრიგში ფიქრისთვის დრო დაიტოვოს, ფიქრი ამოცანაზე, იდეაზე, საკუთარ შესაძლებლობებზე
19. ინდივიდუალური მიზანი აუცილებელია
დღეს მიზნის ქონა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგიის არასწორად დახარჯვა გარდაუვალია. საკუთარი ინდივიდუალური მიზანი ადამიანის კარიერულ განვითარებასაც ეხმარება და ზოგადად, განვითარებისთვის სწორი მოტივაციაც არსებობს
20. ყველა ადამიანს ინდივიდუალური და გამორჩეული ნიჭი აქვს
გამორჩეული ნიჭი ნამდვილად ყველა ადამიანს აქვს, ამიტომ საჭიროა ჩვენი ინდივიდუალური ნიჭი ვიცოდეთ. ნიჭის გარდა, საჭიროა ადამიანმა იცოდეს მიზანი, სწორედ ეს ორი, მიზანი და ნიჭი თანამედროვე ადამიანს ეხმარება საკუთარი უნიკალური ნიჭის დახმარებით მიაღწიოს მიზანს, შექმნას ინდივიდუალური და უნიკალური წარმატება
წყარო: forbes