პოეზიის კითხვა შემეცნებითი პროცესია, სიტყვათა რიტმული დაჯგუფების შეგრძნება სმენის გაძლიერებულ უნარს მოითხოვს, რაც პოეზიის მრავალაზრობრივი შინაარსის, პოეტის ენის მოქნილობისა და ლექსის ჟღერადობის ერთდროულად აღქმას გულისხმობს.
სწორედ ამ „ხასიათის“ გამო, პოეზიის კითხვა სასიამოვნოა-ადამიანს ეხმარება იფიქროს შემოქმედებითად, ტვინი მაქსიმალურად მუშაობს რომ შემეცნებას მისცეს გზა და მკითხველს ეხმარება გარემოსთან კომუნიკაციაში.
როგორც გაირკვა-ლექსის კითხვა ბიზნეს გარემოშიც სასარგებლოა. ირლანდიელი თეოლოგი, პოეტი და პოდკასტის- Poetry Unbound წამყვანი, პადრაგი ო ტაუმა ამბობს, რომ პოეზიაში ერთდოულად არსებობს ამბივალეტურობა და ორაზროვნება, რაც საშუალებას ქმნის პოეზიის შინაარსი სხვადასხვაგვარად აღიქვან მსმენელებმა. ო ტაუმა თვლის, რომ აბსტრაქციის სიყვარული სულაც არ მხოლოდ სენტიმენტალური ადამიანობის ნიშანი. მისი აზრით, ბიზნესში მყოფ პროფესიონალებს პოეზიის აღქმის ლატენტური ნიჭი აქვთ, რადგან მათი კომუნიკაციის ენაც კომპლექსურია, მაგალითდან მოლაპარაკების პროცესი ისევე მოთხოვს მრავალზრობრივი შინაარსის გააზრებას, როგორც ლექსი. ო ტაუმას აზრით, კარგად ცნობილი ე.წ elevator pitch-იც პოეზიის ნიმუშია, როდესაც „ავტორმა“ იდეა უნდა გადასცეს მოკლედ, გასაგებად და ისე, რომ მსმენელს მოსმენილის წარმოსახვა არ გაუჭირდეს.
ო ტაუმამ, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის, Correymeela-ს დირექტორია, გააცნობიერა, რომ სამუშაო დღის პოეზიით დაწყებამ მისი „მენეჯერული კომუნიკაციის ენა“ შეცვალა, ტაუმა ამბობს, რომ დღის დასაწყისში საათნახევარს პოეზიას და მისი ენის საიდუმლოების ამოხსნას უთმობდა, რამაც მის კომუნიკაციის სტილზე, აზრის ფორმირებასა და ზოგადად, პრობლემის კომპლექსურად აღქმაზე პოზიტიური გავლენა იქონია. ო ტაუმა ამბობს, რომ პოეზიის ჰარმონიულობამ მისი სამუშაო ენა უფრო მეტად გასაგები, ჟღერადი და აღქმადი გახადა, რამაც კოლეგების კეთილგანწყობა გააუმჯობესა.
ო ტაუმა უკვე დიდი ხანია აკვირდება HR პროფესიონალების, პოლიტიკოსების და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საკომუნიკაციო ენას. ის მიხვდა, რომ სიტყვით ძალიან ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, საჭირო აღქმისა და სწორი სიტყვების შესარჩევად კი, პოეზია ნამდვილად კარგი საშუალებაა.
ბიზნეს კომუნიკაციში პოეზიის პოზიტიურ გავლენაზე მხოლოდ ო ტაუმა არ საუბრობს. კონფლიქტების მედიატორი ჯონ პოლ ლედერაში ერთერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ის შეხვედრის „ნოუთებს“ და სამუშაოს ანგარიშგებას ჰაიკუს ფორმატით წერს. გასაკვირია, თუმცა მისი თქმით, ხუთი-შვიდი-ხუთი ფორმატით ჩაწერილი ინფორმაცია საუკეთესო გზაა აზრის ან შედეგის მარტივი ტერმინებით გადმოსაცემად.
ლედერაში ამბობს: „ჩემი სამშვიდობო მოგზაურობის განმავლობაში ადამიანების უამრავი პროვლემა ახლობელი იყო, შევიგრძენი რას ნიშნავდა სულის კვდომა. ამ მგომარეობას ადამიანები „გადაწვას“ უწოდებენ. გასაოცარია, თუ როგორ შეუძლია მეორე კლასში ნასწავლ ლექსს ადამიანის სულის გამოცოცხლება. „ზრდასრულმა მეორეკლასელმა“ თავიდან აღმოვაჩინე ჰაიკუს, როგორც ჭვრეტის, ფიქრის პრაქტიკის გაგება. ეს მშვენიერებასთან შეხვედრის მზადებას ნიშნავს და გეხმარება შეიცნო სამყარო მთელი თავისი მშვენიერებით.“
Poetry Unbound, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს ახალ პოდკასტს წერს, რაც ამერიკელების პოეზიისადმი გაზრდილ ინტერესითაა გამოწვეული. 2017 წელს აშშ-ს ხელოვნების ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ პოეზიის კითხვის მაჩვენებლის ზრდა აჩვენა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამასთან, 30 იანვარს, ამერიკელი პოეტების აკადემიამ 4,5 მილიონი დოლიარის ოდენობის გრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი თანხაა ბოლო წლებში გაცემული საქმელმოქმედო დაფინანსებაში. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ ადამიანებს დღეს ნამდვილად სჭირდებათ დახმარება სამყაროს სხვა „გზით“ აღქმაში.
კრისტა ტიპეტი, Poetry Undound პოდკასტების ავტორია და ის , ამბობს, 2016 წლის არჩევნების (აშშ) შემდეგ, პოეზიის პოდკასტების გადმოწერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, „როდესაცსაზოგაოდება ორ ან მეტ ნაწილად იყოფა, პოეზიის საჭიროება იზრდება“ ამბობს ცნობნილი წამყვანი კრისტა ტიპეტი.
როგორც ცნობილია, ყველა ის ადამიანი ვინც ხშირად კითხულობს პოეზიას, უყვარს ლექსები და ხშირად ფიქრობს თუ რა მოისმინა ლექსისგან, გამორჩეული კომუნიკაციის უნარით გამოირჩევა. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით ცდილობს ო ტაუმა ბიზნეს ენის „გამდიდრებას“ პოეზიის ჰანგებით.