ტექნოლოგიური კომპანიები მილენიალი თანამშომლების მიზიდვას სხვადასხვა , საინტერესო შეღავათებით ცდილობენ. ერთერთი „ბენეფიტი“ კი შინაური ცხოველების მოვლაში დახმარებაა.
Glassdoor-ის მიხედვით, სამუშაო სივრცეში შინაური ცხოველის არსებობა ამცირებს სტრესს, ზრდის კოლეგებს შორის კომუნიკაციას, ამცირებს თანამშომელთა გადინების მაჩვენებელს და კომპანიას შერჩევის პროცესშიც ეხმარება.
კომპანია Rover პლატფორმაა, რომელიც ეხმარება შინაური ცხოველების პატრონებს ცხოველების გასეირნების მსურველებთან დაკავშირებაში. Rover.მა 2019 წელს გააზიარა იმ კომპანიების სია, სადაც თანაშმშრომლების ოთხფეხა მეგობრებზეც ზრუნავენ
1) Uber
სათავო ოფისი : სან ფრანცისკო
Uber- გამოირჩევა თანამშრომლებისთვის საინტერესო შეღავათებით გამოირჩევა, (მაგალითად, ოფისში არის ლუდისა და ღვინის ონკანები) , ერთ-ერთი საინტერესო „ბენეფიტი“ კი ანაზღაურებადი შესვენებაა , რომლის დროსაც თანამშრომელს აქვს ანაზღაურებადი შესვენება მოუაროს პატარა მეგობარს, რომელიც ასაკით პატარაა და ადამიანის დახმარება სჭირდეა. „ზრდასრულებისთვის’ კი Uber ის სათავო ოფისში შინაური ცხოველების ოთახია შექმნილი, საწოლებითა და მათთვის საინტერესო უამრავი გასართობით
2) Ceros
სათავო ოფისი: ნიუ იორკი
ეს ტექნოლოგიური კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს ე.წ. Dog Day ს, როდესაც მათ შეუძლიათ ოთხფეხა მეგობრის ოფისში მიყვანა. ამას გარდა, კომპანია თანამშორმლებს უნაზღაურებს შინაური ცხოველების დაზღვევასაც.
3) Zogics
სათავო ოფისი: ლენოქსი
ფინტნეს აღჭურვილობის რეალიზატორი კომპანია თანამშრომლებს შინაური ცხოველებისთვის ყოველთვიურად 200$-იან სასაჩუქრე ბარათს ჩუქნის და ამასთან, მათ მოსავლელად ერთკვირიან ანაზღაურებად შვებულებასაც სთავაზობს. Zogics თანამშრომლებს შინაური ცხოველების მოსავლელად საჭირო შამპუნებითაც ამარაგებს. ცნობისათვის, Zogics ცხოველების მოვლის საკუთარი ხაზიც აქვს
4) Petco Animal Supplies
სათავო ოფისი: სან დიეგო
შინაური ცხოველების მაღაზიათა ქსელი თანამშრომლებს ოთხფეხა მეგობრების ოფისში მიყვანის უფლება აქვთ. ამასთან, Petco თანამშრომლებს პროდუქციაზე ფასდაკლებასაც სთავაზობს, თუ ისინი გადაწყვეტენ ოთხფეხა მეგობრის შეძენას
5) Nestle Purina Petcare
სათავო ოფისი: სენტ ლუისი
ეს კომპანია რეკორდსმენია - ყველაზე მეტი ცუგა თუ ფისო, სწორედ მათ ოფისში იყრის თავს. აქ შინაურ ცხოველებს საკუთარი პარკი აქვთ და თუ თანაშმრომელი შინაური ცხოველის აყვანას გადაწყვეტს, კომპანია მას უხდის 250$- „სტიპენდიას“
5) Airbnb
სათავო ოფისი: სან ფრანცისკო
გარდა იმისა, რომ Airbnb თანამშრომლებს შინაური ცხოველების ოფისში მიყვანის უფლებას აძლევს, ის ყველა ძაღლს მათთვის შექმნილი ბეჯითაც უზრუნველყოფს. შედეგად, ყველა „ოთხფეხა ბიენბელი“ კომპანიის ბაზაში აღირიცხება.
4)Petsmart
სათავო ოფისი: ფოენიქსი
კომპანიის ოფისში მოწყობილია სივრცე, სადაც შინაურ ცხოველებსა და მათ პატრონებს ერთმანეთთან თამაში შეუძლიათ. Petsmart შინაური ცხოველების დაზღვევის ხარჯებსაც ფარავს.
3) Trupanion
სათავო ოფისი: სიეტლი
გარდა იმისა, რომ შინაური ცხოველების სადაზღვეო კომპანია თანამშრომლებს ოთხფეხა მეგობრების დაზღვევით უზრუნველყოფს, შინაური ცხოველის გარდაცვალების შემთხვევაში მათ ანაზღაურებად შევბულებებსაც სთავაზობს. ამასთან, კომპანიამ სპეციალურად დაიქირავა თანამშრომელი, რომელიც სამუშაო საათებში თანამშრომლების ძაღლებს ასეირნებს.
2) Procore Technologies
სათავო ოფისი: კარპინტერია
სამშენებლო პროექტების მენეჯმენტის კომპანია Proctore Technologies , ოფისში “ძაღლების ბედნიერ საათებს“ აწყობს, რომელსაც „pawyties” ჰქივა. კომპანიას ასევე აქვს Slack-ის არხი, რომელიც „ფაფუკი მეგობრების“ ფოტოებისთვისაა განკუთვნილი, თანამშრომლებს კი მათი ფოტოების დათვალიერება ხალისიან განწობას უქმნის.
1) Amazon
სათავო ოფისი: სიეტლი
ელექტრონული კომერციის გიგანტი თანამშრომლების შინაურ ცხოველებს სპეციალური პარკით, მე-17 სართულზე გამოყოფილი სპეციალური სივრცით, მათ მოსათავსებლად განკუთვნილი ჩანთებით და იმ ყველაფრით უზრუნველყოფს, რაც 6000, რეგისტრირებული ოთხფეხას კომფორტისთვისაა განკუთვნილი. Hallowen ზე კი ამაზონი მართავს “barktoberfest” , სადაც თანამშრომლები ცხოველების ფორმებში გამოწყობილები იკრიბებიან ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. ამას გარდა, ამაზონში ფაფუკებს საკუთარი ბოსიც კი ჰყავთ, Woof Pack (შინაური ცხოველებისთვის განკუვთნილი სივრცე ამაზონის ოფისში) მენეჯერი ლარა ჰერშფილდი, ამაზონელი ცუგრიკების მენეჯერია.