ინტელი, რომელიც ოდესღაც საათებს აწარმოებდა, ამჟამად გიგანტური კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელი კომპანიაა და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დამსაქმებელს წარმოადგენს სამსახურის მაძიებელთათვის.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და "რთულ" შეკითხვებს ინტელის გასაუბრებებიდან, რომლებიც დასმულია სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების მოსურნე კანდიდატების მიმართ:
• გვიამბე შემთხვევის შესახებ, როდესაც კლიენტი უკმაყოფილო იყო შენ მიერ შესრულებული სამუშაოთი. რას ფიქრობ, რა იყო ამის მიზეზი და როგორ გადაწყვიტე პრობლემა?
• გვიამბე, შემთხვევის შესახებ, როდესაც მუშაობა არცთუ ისე უსაფრთხო გარემოში მოგიწია
• თუ გქონია შემთხვევა, როდესაც არ ეთანხმებოდი მენეჯერს და როგორ გადაწვიტე პრობლემა?
• შექმენი ალგორითმი, რომელიც ითვლის სხვაობას წუთებისა და წამების ისარს შორის საათზე
• გვიამბე შემთხვევის შესახებ, როდესაც რამდენიმე პროექტზე ერთად მუშაობდი ხანმოკლე დედლაინებით.
• შეგიძლია მოახდინო ელემენტების - H, ჩ, Hგ, ში, H2O2, KOH იდენტიფიკაცია?
• გაზით სავსე ცისტერნა იწონის 100 ფუნტს, ცარიელ მდგომარეობაში, ხოლო სავსე ცისტერნის წონა 200 ფუნტია. საჭიროა პროგრამა, რომელიც შეგატყობინებს, როდესაც ცისტერნა 80-90 %-ით ცარიელი იქნება. რა მონაცემებს ასახავ პროგრამაში რომ იმუშაოს?
• იცი რაიმე ინტელის შესახებ?
• რა ხერხებს იყენებ პროგრამული ხარვეზების აღმოსაფხვრელად? მოგვიყვანე მაგალითი
• მოიყვანეთ მაგალითი, როცა, მიუხედავად წარმატებისა, წინასწარ განსაზღვრეთ, რომ თქვენი გატარებული ექსპერიმენტი უარესობისკენ შეცლიდა სიტუაციას და შეაჩერეთ ის.
• ორი ფინჯანი გაქვს, რომელთაგან ერთში 5 კვარტი წყალია, მეორეში 3, მე კი მჭირდება 4 კვარტი წყალი.
• ორი ფინჯანიდან ერთ-ერთში არის პატარა ყინულის ნატეხები, მეორეში ცხელი წყალი. წყალი და ყინულის ნატეხები ერთი და იმავე რადენობისაა. პირველ შემთხვევაში ყინულზე დაესხმება ცხელი წყალი, მეორე შემთხვევაში ცხელ წყალში ვყრით ყინულს. რომელი ცდისას დადნება ყინული უფრო სწრაფად?
• როგორ განუმარტავთ თქვენს კვლევებს ბებიას?
• მოცემული გაქვს მექანიზმის განმარტება და შეტყობინება, რომ მაგ: მექანიზმი არ მუშაობს. როგორ აღმოფხვრიდი პრობლემას?
• დაასახელე მომენტი, როდესაც იყავი გუნდის წევრი, რომელმაც მარცხი განიცადა
• რას აკეთებს ინტელი, რის გამოც აღფრთოვანებული ხარ?
• ვინ არიან ინტელის კონკურენტები და როგორ შეგვიძლია მათგან განსხვავებულები ვიყოთ?
• თუ ვერ ასწრებ დავალების შესრულებას განსაზღვრულ დროში, რას მოიმოქმედებ?
• რატომ არ არის შენი GPA 4.0?
• რას მოიმოქმედებ, თუ პროგრამა წარუმატებლად გაეშვება?
• მიღწევა, რომლითაც ამაყობ?
• როგორ განსაზღვრავ, რომელი პროდუქტია უკეთესი?
• თუ გსურს დაარწმუნო მენეჯერი ჩადოს მილიონი ინვესტიციაში, მაგრამ ბიუჯეტი არ არის, რას მოიმოქმედებ?