ტიმ კუკი და ჯეფ ბეზოსის შესახებ ყველამ ვიცით, ისინი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომპანიების Apple და Amazon ის აღასრულებელი ლიდერები არიან. კლიენტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის თუ ფანებისთვის, ორივე ლიდერი გამორჩეულია პიროვნული უნარებითა თუ ლიდერის ქცევით. თუმცა, საკუთარ კომპანიებში, ორივე ლიდერი უცნაური ჩვევითაც გამოირჩევიან, ეს არის „უხერხული სიჩუმის“ ჩვევა.
ზოგადად, „უხერხული სიჩუმის“ წესი საინტერესოა და მარტივი, თუ ადამიანს უწევს უცნაური კითხვაზე პასუხის გაცემა, ნაცვლად პასუხის გაცემისა, ის ჩუმდება, ფიქრობს თუ როგორი პასუხის მოსმენა სურს კითხვის ავტორს. პასუხამდე „უხერხული სიჩუმე“ არ არის მოკლე პაუზა, შესალოა 20 წამზე მეტსაც გრძელდებოდეს, ასეთი კომუნიკაცია კი უხერხულობის განცდას ქმნის.
Apple ში „უხერხული სიჩუმის“ პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. ჯერ კიდევ 2008 წელს, ჟურნალი Fortune წერდა, რომ ტიმ კუკი საუბრის პროცესში ხანგრძლივ პაუზებს აკეთებდა და პასუხის ნაცვლად მისგან ისმოდა ენერგიის მისაღები სასუსნავის ქაღალდის შრაშუნი.
Amazon ში ბეზოსი უხერხულ სიჩუმეს კიდევ უფრო მეტი „დისციპლინით“ იყენებს- როგორც ცნობილია, კორპორაციაში ყველა შეხვედრა 30 წუთიანი ჩუმი შეხვედრით იწყება და მონაწილეები შეხვედრის მემოს კითხულობენ, ჩუმად და 30 წუთის განმავლობაში. ამ სიჩუმისა და სიჩუმეში კითხვის მიზანი ერთია- მონაწილეებმა კარგად უნდა გაიაზრონ შეხვედრის თემა და ჩუმად უნდა მოინიშნონ საკუთარი მოსაზრებაც.
„ახალი თანამშრომლებისთვის ეს უცნაური გამოცდილებაა, ისინი არ არიან შეჩვეულები ისხდნენ ჩუმად და იფიქრონ ლიდერებთან ერთად“ ამბობს ბეზოსი. თუმცა, „ჩუმი დასაწყისები“ მონაწილეებისთვის სასარგებლოა, რადგან ამ პროცესში მათ შეუძლიათ ისეთი უმნიშვნელო დეტალების გააზრებაც კი, რომლებიც, ერთი შეხედვით, არც კი არსებობდა „სიჩუმის შეხვედრამდე“.
კუკი და ბეზოსის გარდა, უხერხული სიჩუმის წესს ილონ მასკიც იყენებს, მისი პაუზა 15 წამს გრძელდება
„უხერხული სიჩუმის“ წესი ემოციური ინტელექტის ერთერთი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რადგან ბალანსს ქმნის ფიქრსა და ემოციას შორის. მყისიერი პასუხი უფრო ემოციურია, უხერხული სიჩუმე კი ფიქრით მიღებულ პასუხს იძლევა. ეს წესი დღეს ძალიან პოპულარულია ცნობილ ლიდერებში, უხერხული სიჩუმის წესი სტივ ჯობსისთვისაც ნაცადი მეთოდი იყო., ცნობილია, რომ მან ერთერთი ინტერვიუს დროს 20 წამიანი პაუზა გააკეთა, ვიდრე პირადი ცხოვრების შესახებ „თავდასხმას“ უპასუხებდა.
თანამედროვე სამაყარო სწრაფ რეაქციებს ან რეაგირებას მოთხოვს, უხერხული სიჩუმის მიზანი ემოციებსა და ფიქრებს შორის ბალანსის დაჭერაა. ახლანდელი ცხოვრების რიტმი ფიქრის დროს არ ტოვებს - წერილები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები თუ დაუგეგმავი ვიდეო შეხვედრები მყისიერ უკუკავშირს მოითხოვს და ფიქრის, თანაც კრიტიკულად ფიქრის დრო არ რჩება.
კრიტიკული ფიქრი თემის ღრმა ანალიზს, ინტროსპექციას და რეტროსპექციას მოითხოვს. ფაქტების აწონ-დაწონვა და ანალიზს დრო სჭირდება, დრო კი ამ პლანეტაზე უკვე დიდი ფუფუნებაა. თუმცა, უხერხული სიჩუმის პრაქტიკა დროის დაზოგვაა და არა დაკარგვა, რადგან გააზრებული პასუხის გაცემისას ადამიანს აღარ უწევს დახარჯოს თუნდაც 15 წამი გაუგებრად ან არასწორად გაცემული პასუხის დასაზუსტებლად. თუ დავაკვირდებით ჩვენს კომუნიკაციის პროცესს, ხშირად ხდება, ერთ პასუხს რამდენიმე ახსნა აუცილებლად მოყვება.
უხერხული სიჩუმის წესის გამოყენებით, ადამიანს შეუძლია იფიქროს, გაავარჯიშოს გონება და რაც მთავარია, თქვას რისი თქმაც სურს მსმენელისთვის გასაგებად. ამ წესის გამოცდა სასურველია და რეკომენდირებული, რადგან:
· პაუზის დროს, „ვეთიშებით სამყაროს“
· ვიწყებთ ფიქრს და ტვინი ჩართულია ამ პროცესში
· პრობლემის სიღრმეებს ვაანალიზებთ
· ვაბალანსებთ ემოციებს
· საკუთარი ღირებულებები და პრინციპებიც გვახსენდება და არ ვღალატობთ
· ვამბობთ იმას, რასაც ვგულისხმობთ და ვგულისხმობთ იმას, რასაც ხმამაღლა ვამბობთ;
და ამ ყველაფრით ვზრდით საკუთარ თავდაჯერებულობას.
შეიძლება, ეს ჩამონათვალი ვრცელი ჩანდეს, მაგრამ 20 წამი ამისთვის სავსებით საკმარისია. თუ კითხვას დაგისვამენ და მყისიერ პასუხს არ გააჟღერებთ, მაგრამ დაიმახსოვრებთ, შემდეგ კი თუნდაც 20 ს წამს გადათვლით გონებაში, თქვენი „უხერხული სიჩუმის“ პასხუი მყისიერისგან ნამდვილად განსხვავებული იქნება. „უხერხულ სიჩუმეს“ კომუნიკაციით გადაღლისგან დაცვაც შეუძლია.
წყარო: inc.com