შებრუნებული მენტორობის პროგრამებით გუნდის უფროსი წევრები სწავლობენ უმცროსი თანამშრომლებისგან. ამით გააძლიერებთ ახალ თაობას და კომპანიაში წაახალისებთ კრეატიულობას და განგრძობითი სწავლების კულტურას.
შებრუნებული მენტორობის მიზანია ახალი თაობის საჭიროებების მოსმენა, მეტად გათვალისწინება და ცვლილებების დანერგვა. Entrepreneur გვიზიარებს შებრუნებული მენტორობის 10 ბენეფიტს:
1. ტექნოლოგიებთან დამოკიდებულება - გუნდის ახალგაზრდა წევრები, როგორც წესი ბევრ სხვადასხვა ტექნოლოგიას და სოციალური მედიის პლატფორმებს იყენებენ. მატან შეგიძლიათ ისწავლოთ რომელი მათგანია ტრენდული და რომლის გამოყენება დაგეხმარებათ კომპანიის მიზნების მიღწევაში, მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად და სხვა.
2. ცვლილებებთან ადაპტურობა და მოქნილობა - ახალი თაობა უფრო მეტად მოქნილია და მზად არის ცვლილებებისთვის. მათი აზროვნება არ არის შებოჭილი „ამას ყოველთვის ასე ვაკეთებდით“ - შეხედულებით. ასეთ კულტურაში შეიძლება ჩამოყალიბდეს მოქნილი და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული კულტურა, რომელიც მზად შეხვდება ყველა ცვლილებას.
3. განსხვავებული შეხედულებები - ახალგაზრდა თაობას უნიკალური მსოფლმხედველობა აქვს, ისინი განსხვავებული საგანმანათლებლო და კულტურული გამოცდილებით მოდიან კომპანიაში. კრეატიულობას და ინოვაციურობას სწორედ ასეთი მრავალფეროვანი გუნდები ქმნიან.
4. თანამშრომლების შენარჩუნების და მოზიდვის საშუალება - Gen Z დასაქმებულებისთვის მნიშნელოვანია დამსაქმებელი ითვალისწინებდეს მათ აზრს. შებრუნებული მენტორობის პროგრამის დანერგვა ცხადად აჩვენებს თქვენს პატივისცემას და მათ ღირებულებას. ეს შეიძლება იყოს საუკეთესო საშუალება ტალანტების შესანარჩუნებლად და ახალი ტალანტების მოსაზიდად.
5. იერარქიის შემცირება - შებრუნებული მენტორობა საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ დასაქმებულების ცოდნის მაქსიმუმი. ამ გზით ხელს შეუწყობთ გუნდურ მუშაობას, შექმნით გარემოს, სადაც ყველას უსმენენ მიუხედავად კომპანიაში იერარქიული პოზიციისა.
6. ტექნიკური უნარების განვითარება - მენტორობის ფარგლებში, უფროსი თაობის წარმომადგენლები, უმცროსებისგან სწავლობენ ტექნიკურ უნარებს და უკეთ გაეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს.
7. განგრძობითი სწავლების კულტურის წახალისება - კარგი იქნება თუ მენტორობის პროგრამაში ჩაერთვებიან მმართველი მენეჯმენტის წევრებიც. ამ გზით თქვენ დასაქმებულებს აჩვენებთ, რომ სწავლის პროცესი არასდროს სრულდება, სწავლდება არ არის რაღაც ეტაპი, რომელსაც მიაღწევთ კარიერულ კიბეზე ასვლისას.
8. სამსახურით კმაყოფილების გაუმჯობესება - ნებისმიერი ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასაქმებულების კეთილდღეობა და მათი კმაყოფილება. შებრუნებული მენტორობის პროგრამის წყალობით, უმცროსი თანამშრომლები გრძნობენ, რომ მათი არსებობა მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ამ გზით უმჯობესდება მათი ჩართულობა და კმაყოფილება.
9. ინოვაციურობის და რისკის წახალისება - ახალი თაობის დასაქმებულებმა უფრო მეტად შეიძლება იცოდნენ როგორია ყველაზე ცხელი ტრენდები ბაზარზე. გამოიყენეთ მათი ცოდნა და მიეცით საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების, იდეების გაზიარების და განხორციელების შესაძლებლობა. შექმენით გარემო, სადაც წახალისებულია ინოვაციურობა და რისკების აღება.
10. თაობებს შორის ურთიერთობების გამყარება - შებრუნებული მენტორობა დაგეხმარებათ თაობებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებაში. ამ გზით დაამარცხებთ არსებულ სტერეოტიპებს, შექმნით შეკრულ გუნდს.
შებრუნებული მენტორობის დასანერგად შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი რჩევებით:
1. დასახეთ ცხადი მიზნები - ორივე მხარეს კარგად უნდა ესმოდეს პროგრამის მიზნები და ეთანხმებოდეს მას. პროგრამა ორიენტურებული უნდა იყოს პროდუქტიულობის გაზრდაზე.
2. წაახალისეთ გამჭვირვალობა - შექმენით გარემო, სადაც უმცროსი დასაქმებულები თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად იგრძნობენ, არ მოერიდებათ საკუთარი აზრების გაზიარები.
3. დააკვირდით და შეცვალეთ - ნებისმიერი პროგრამის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი მონიტორინგი და პერიოდულად ცვლილება. მოისმინეთ უკუკავშირი უშუალოდ ჩართული ადამიანებისგან და შეცვალეთ იმგვარად, რომ მეტად მოერგოთ მათ სურვილებს.
წყარო - https://www.entrepreneur.com/leadership/how-reverse-mentoring-can-transform-your-business/474384