დღეს, კომპანიის პრობლემების უმრავლესობის მიზეზად არაეფექტური მენეჯმენტი მოიაზრება, უფრო ზუსტად კი ის მოსაზრება, რომ მენეჯერის როლი და დანიშნულება დღევანდელ ორგანიზაციების განვითარებისა თუ ზრდის სწრაფ ტემპს ვეღარ შეესაბამება.
დაახლოებით, 100 წლის განმავლობაში მენეჯმენტი იმ ხუთ ძირითად ფუნქცია-მოვალეობასთან ასოცირდებოდა, რომელიც მენეჯეროს თეორეტიკოსმა ჰენრი ფეიოლმა ჩამოაყალიბა: დაგეგმვა, ორგანიზება, პერსონალის შერჩევა, ხელმძღვანელობა და კონტროლი. ეს ფუნქცია-მოვალებები კომპანიის ოპერირებას სტაბილური გარემოს პირობებში ნამდვილად კარგად უზრუნველყოფენ, მაგრამ დღევანდელი ბიზნეს გარემო სულაც არ არის სტაბილური, ამიტომაც მენეჯერებმა ეს ხუთი „ტრადიციული“ ფუნქციები უნდა შეცვალონ და რეალობას მოარგონ.
იმისათვის რომ მენეჯმენტმა შეძლოს თანამედროვეობის გამოწვევების მართვა, HBR გვთავაზობს მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების შემდეგ ტრანსფორმაციებს:
გაძღოლა: ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტით მართული რობოტები ისეთ დავალებებს შეასრულებენ, როგორიცაა მშენებლობის მონიტორინგი, ან ინვოისების გამოწერა, ან თუნდაც სტანდარტული ხელშეკრულების მომზადება. მსგავს სამუშაოს ადამიანები აღარ შეასრულებენ, შესაბამისად აღარც მენეჯერს მოუწევს მათი „ზედამხედველობა“. მსგავსი ტენდენცია უკვე ბევრ ინდუსტრიაში შეინიშნება: მექანიკურ და განმეორებად საქმეს ნელ-ნელა ადამიანების ნაცვლად რობოტები ასრულებენ. ადამიანის ფუქციად კი გონებრივი და შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება რჩება.
ხელოვნური ინტელქტის ეკონომიკაში მენეჯერებს მოუწევთ მეტი უნდა იფიქრონ მომავალზე - მაგალითად, თუ რას შეცვლის ხელოვნური ინტელექტი მათ ბიზნესში, რა სირთულეებს ან სიახლეებს შექმნის ხელოვნური ინტელექტი და სხვ. შესაბამისად, მენეჯერებს მოუწევთ იფიქრონ, როგორ დაეხმარონ გუნდის წევრებს მომავლისთვის საჭირო უნარების განვითარებაში , ახალი ცოდნის შეძენასა და განსხვავებული გამოცდილების შექმნაში.
Alibaba ს დამფუძნებელმა, ენტრეპრენიორმა ჯეკ მამ თქვა, რომ თუ ადამიანები არ შეცვლიან სწავლების მეთოდებს, რომლებიც ადამიანებს მანქანებისგან განსხვავებულ უნარებს განუვითარებს, 30 წელიწადში პრობლემები შეგვქმნება. ზოგადად, ჯეკ მა ხშირად საჭირობს მუდმივი სწავლის საჭიროების შესახებ და ის ფიქრობს, რომ ორგანიზაციებს მომავალში არა ცოდნა, არამედ მუდმივი სწავლება გააძლიერებს, ამ პროცესში კი მთავარი როლის შემსრულებელი სწორედ მენეჯერია.
განვითარება: მენეჯერების უმეტესობა მიკრომენეჯმენტს ასრულებს, ისინი დაქვემდებარებულებს არ აძლევენ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და უფრო მეტიც, გუნდის წევრების სამუშაოს მონიტორინგი მიკრომენეჯერების რჩეული საქმიანობაა. ეს ტენდენცია გუნდის წევრების ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების დაქვეითებას იწვევს. ეს კი ის უნარებია, რაც კომპანიას ეხმარება კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებაში.
დღეს მენეჯერებს სჭირდებათ დაინახონ და საუკეთესოდ გამოიყენონ გუნდი წევრების ფიქრის უნარი, ეს კი თვალსაწიერის გაფართოვებას შეუძლია- თუნდაც ბიზნესის ბაზრის ან კონკურენტების მონიტორინგი ადამიანებს ფიქრის უნარს უვითარებს
ჩართულობა : ბევრი მენეჯერი მიკრომენეჯმენტის „მიმდევარია“. ისინი ფიქრობენ, რომ მათი გადაწყვეტილებები უფრო ეფექტურია და ხშირად, არ ითვალისწინებენ გუნდის წევრების რჩევას. დღეს კარგ მენეჯერად მოიხსენიებენ იმათ, ვისაც შეუძლია რთულ სიტუაციაში, საერთო ხედვის ლიდერების გუნდის შექმნა სწორედ სირთულეების დასაძლევად. ხეამასთან, ისინი სხვა ადამიანებს აკონტროლებენ მაშინაც კი, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს. ეს შეფასება კი გასათვალისწინებელია, რადგან მენეჯერები თანამშრომლებს მათი საუკეთესო უნარების განვითარებასა და გამოვლენაში უნდა ეხმარებოდნენ, გუნდის წევრებს უნდა შექუმნან გარემო იფიქრონ კრიტიკულად, გამოთქვან მოსაზრებები და შეძლონ ექსპერიმენტების განხორციელბაც კი. ტრადიციული მენეჯმენტის ერთერთი მთავარი გამოწვევა მიკრომენჯმენტია, რომელიც სწრაფად ცვალებად გარემოში კიდევ უფრო კრიტიკული გახდა
ინოვაციურობა: დღეს, ბევრ მენეჯერს სურს, რომ ყველაფერი პროგნოზირებადი იყოს. ისინი ითხოვენ გამართულ სისტემებს და მუშაობის ხარისხის მაღალ სტანდარტებს. ეს სისტემა მხოლოდ არსებულის შენარჩუნაბაზეა ორიენტირებული.
დღეს კომპანიებს ინოვაციური მენეჯერები სჭირდება - ადამიანები რომლებიც არსებულისა და შესაძლებლის მიღმა იხედებიან, ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად ახალ გამოწვევებს ეჭიდებიან. Idea Couture INC.-ის აღმასრულებელი დირექტორი იდრის მუტი ამბობს, რომ ფიქრის დაწყების დრო მაშინაა, როდესაც კომპანია წარმატებას აღწევს. გამოსავლის მოძებნა და ცვლილებებისკენ სწრაფვა სულაც არ არის რთული მაშინ, როდესაც კომპანიას პრობლემები აქვს. ორგანიზაციებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ არ დააზიანოს წარმატებამ ინოვაციურობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ინოვაციისთვის შეუფერებელი დრო არ არსებობს.
გამოწვევების მიმღები: HBR-თან საუბრისას ბევრმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ მათი ყოვედღიური საქმე „ცეცხლის ჩაქრობა“ და იმ პრობლემების გამოსწორებაა, რომლებიც ბიზნესის მართვის დროს ბუნებრივად წარმოიქმნება. ეს არ უნდა იყოს მენეჯერის მთავარი საქმე! ამის ნაცვლად ისინი კომპანიის მართვის უკეთეს გზებს უნდა ეძებდნენ, უბიძგებდნენ თანამშრომლებს განვითარებისთვის ახალი და საინტერესო გზების აღმოჩენისკენ. ამისათვის კი საჭიროა, რომ მენეჯერები როგორც საკუთარ თანამშრომლებს, ისე საკუთარ თავსაც ბევრი გამოწვევის წინაშე აყენებდნენ.
ანტრეპრენერი: ბევრი თანამშრომლის საქმიანობა მენეჯერის სიამოვნებისკენაა მიმართული. ისინი მომხმარებლის კმაყოფილების ასამაღლებლად, კონკურენტების დაძლევის მიზნით, ბაზრის ტრენდების შესწავლისა და ორგანიზაციის შედეგების გაუმჯობესების მიმართულებით აკეთებენ იმას რაც მენეჯერს სურს და ისე, როგორც მენეჯერს უნდა.
მენეჯრის როლი დამსაქმებლიდან ანტრეპრენერობაზე უნდა ტრანსფორმირდეს. ეს არის ფიქრის ის რეჟიმი, რომელიც ადამიანს ეხმარება დაინახოს ის, რისი დანახვაც არ სურს და გააკეთოს ის საქმე, რასაც თავიდან იშორებს. ეს ხედვისა და საქმიანობის არეალის გაზრდაა, რაც განვითარებისათვის აუცილებელი ფაქტორია. ასეთი მიდგომით ორგანიზაციები მომავალს და მასთან ერთად მოტანილ სიახლეებს უფრო მეტად მომზადებულები შეხვდებიან.
მენეჯერები ნელ-ნელა ისევ ჩვეულებრივი ადამიანები უნდა გახდნენ - იყვნენ ისინი, ვისაც სწავლა და სწავლება უყვარს; გახდნენ ინოვაციურები, უყვარდეთ სხვა ადამიანების ჩართვა კრეატიული აზროვნების პროცესში და ადამიანებს განვითარებისთვის ყოველდღიურ, საინტერესო გამოწვევებს უქმნიდნენ. მენეჯერები ასეთი მენეჯმენტით უკეთესს ბიზნესსა და უკეთეს სამყაროს შექმნიან.