პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის ბალანსთან დაკავშირებული სენტიმენტები ყოველთვის ორ ნაწილად იყოფოდა, ზოგი ადამიანის აზრით, ეს ტერმინი ცხოვრებას ორ ნაწილად ჰყოფს და ერთმანეთთან აპირისპირებს, სადაც სამუშაოს ნეგატიური ემოციური დატვირთვა აქვს, ხოლო პირად ცხოვრებას -დადებითი. ზოგი კი თვლის, რომ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი არის შესასრულებელი სამუშაოებისთვის სწორი პრიორიტეტების მინიჭების უნარი. ამ მოსაზრების მიხედვით, ნეგატიურად და პოზიტიურად აღქმა იცვლება იმის მიხედვით, შეუძლია თუ არა ადამიანს მართოს ან შეასრულოს მისთვის საინტერესო საქმეები პრიორიტეტების მიხედვით.
Covid-19-მა და დიტანციურმა მუშობა ადამიანების ცხოვრების სტილი შეცვალა და კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა ზღვარი პირად და სამუშაო სივრცეს შორის.. სახლიდან მუშაობამ წინ წამოწია მენტალური ჯანმრთელობის საკითხიც, აშშ-ში, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების გამოკითვის შედეგები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 86% კმაყოფილია ახალი რეალობით შექმნილი ცხოვრების სტილით, 47%-ს კი ძალიან მოსწონს დისტანციური მუშაობა. დიდი ხნის განმავლობაში და პირველად, აშშ-ში, დასამქებულებს მიეცათ საშუალება, თავად აკონტროლონ საკუთარი სამუშო განრიგი, დაფიქრდნენ , რა აინტერესებთ და იყვნენ ემოციურად სტაბილურები ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. საინტერესოა, რატომ არის გამოკითხული 86% ბედნიერი, ან რატომ დავიწყეთ ფიქრი რაღაცის შეცვლაზე პანდემიის დროს?
არასწორი წარმოდგენა პროდუქტიულობაზე
პირად და საქმიან ცხოვრებას შორის ბალანსის გააზრების შემდეგ, ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ან გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის ცოტა ადგილი დარჩა. დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა „პროფესიულ ცხოვრებად“ 10-დან 7 საათამდე ოფისში ყოფნას მოიაზრებდა, ხოლო „პირად ცხოვრებად“ - ოჯახთან ერთად გატარებულ საღამოებს და უქმეებზე მეგობრებთან ერთად ალკოჰოლის მიღების რიტუალებს.
საკომუნიკაციო ტექნოლოგოების პროგრესმა და მუდმივად ონლაინ ყოფნამ, პროდუქტიულობის ტრენდი შექმნა , რომელიც, ფაქტიურად ობსცესიაში გადაიზრადა- გასაკეთებელი საქმეების ორგანიზება, პირადი ცხოვრების ორგანიზება, დასვენების ორგანიზება.. გაჩნდა უამრავი რჩევა პროდუქტიულობაზე (მაგ: zero inbox), გაჩნდა ახალი სოფთვეარები იგივე პროდუქტიულობის სამართავად, გაჩნდა ახალი ტექნიკები, რომლებსაც გვიზიარებენ რომ ვისწავლოთ „სინგლთასქინგი“, დასახული ამოცანების მიღწევა და სხვ. ამ რჩევებმა პროდქტიულობაზე ე.წ გადაწვა, ანუ „ბერნაუტი“ დაგვმართა. პროდუქტიულობის „გადახედვა“ კი, სწორედ ახალ რეალობაში მოხდა.
მეტი აქცენტი პირად ცხოვრებაზე
დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ადამიანებს ყველაზე მეტი გაჯეტები და აპლიკაციები აქვთ, მაგრამ ამ „სიუხევესთან“ ერთად, დღეს ადამიანები ყველაზე მეტ დროს ხარჯავენ სამუშოს შესასრულებლად ვიდრე ორი დეკადის წინ, მათი მუშაობის ROI არ იგრძნობა
როგორც კევინ კოლინსი, კომპანია Charli-ს CEO ამბობს, მას დიდი დრო დასჭირდა საკუთარი საქმიანი და პირადი ცხოვრების გასამიჯნად, რაშიც მას დაეხმარა პირადი ასისტენტის წასვლით მიღებული შოკი. წლების განმავლობაში, მისთვის უსაიმოვნო საქმეებს, როგორიცაა ბუღალტერია და დაგეგმვა, მისი ასისტენტი ასრულებდა. კოლინსს კი საშუალება ჰქონდა ბიზნესის კრიტიკულ ოპერაციებზე ეფიქრა და ოჯახთან მეტი დრო გაეტარებინდა. ასისტენტის წასვლასთან ერთად, კოლინსის პირადი კომფორტი დაიკარგა, მისი სამუშაო დრო წვრილმანების მოგვარებითაც გადაიტვირთა და „გადაწვის“ შეგრძნებაც გაჩნდა.
პროდუქტიულობის შეგრძნება ილუზიურია და მის მისაღწევად საჭიროა, არასწორი „საქმეების“, ყურადღების გამფანტველებისა და „ქაღალდომანიის“ შემცირება. სწორედ ამ გზით შეიძლება ადამიანმა მოახერხოს იყოს წარმატებული საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. დღეს, ადამიანს შეუძლია დროის მხარჯველი სამუშაოების დელეგირება გუნდის წევრებზე ასისტენებზე და თუნდაც AIზ ან ან სხვატექნოლოგიაზე, რომელიც უინტერესო და „დროის მლანგველ“ სამუშოებს ავტომატურად შეასრულებენ. შესაბამისად, გამოთავისუფლდება დრო იმ საქმეებისთვის, რომლებიც საინტერეოსოა, მოგვწონს და წარმატების შეგრძნებასაც გვიმტკიცებს.
სამუშაოს გადაბარება
პანდემიამ და მისით გახანგრძლივებულმა სამუშაო დრომ გვაჩვენა, რომ ადამიანების პროდუქტიულობა არა ოფისში გატარებული დროით, არამედ შესრულებული სამუშაოს ხარისხითა და პირადი ცხოვრების ხარისხით განისაზღვრება.
საქმის გარკვეული ნაწილის დელეგირებით შესაძლებელია სტრესის შემცირება რომელიც სამუშაოსგან გადაწვის მთავარი მიზეზია. „გადააბარე და დაივიწყე“ სწორი დელეგირებაა, რომელიც ათავისუფლებს ენერგიასა და დროს უფრო მეტად მნიშვნელოვანი საქმეებისა თუ აქტივობებისთვის როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში
მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-მა სამყაროს ბევრი უარყოფითი მოუტანა, მას დადებითი ეფექტებიც აქვს. დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ ადამიანებს პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის არსებული , ე.წ „შუშის ჭერის“ დანგრევის საშუალება მისცა. მუდმივი ვიდეოზარების საშუალებითაც კი თანამშრომლებს ერთმანეთის მიმართ ემპათიის გრძნობა გაუჩნდათ, მათ შეძლეს დაენახათ კოლეგების ის ყოველდღიური პრობლემები, რომლებსაც უბრალოდ საოფისე სივრცეში ვერ ხედავდნენ. რაც ყველაზე მთავარია, დისტანციურად მუშაობა პროდუქტიულობის მნიშვნელობასაც ცვლის და თუ აქტიურდ ვისმენთ საუბრებს თუ რჩევებს, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ბალანსი პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის.