Apple TV-ის სატელევიზიო სერიალის, ტედ ლასსოს (Ted Lasso), გამოსვლა წარმატებისთვის საუკეთესო დროს დაემთხვა. სერიალის პირველი სეზონი პანდემიის დროს გამოვიდა და ბევრ ადამიანს დაეხმარა რთული პერიოდის გადატანაში. შოუ გვიყვება ამერიკელი მწვრთნელის ისტორიას, რომელსაც დაიქირავებენ ბრიტანულ საფეხბურთო კლუბში სამუშაოდ. ეს სერიალი ფეხბურთზეა, თუმცა ფეხბურთთან ერთად არის სიკეთეზე, ცხოვრებაზე, ოპტიმიზმზე და ყოველდღიურად გამოსაყენებელ პრაქტიკულ მაგალითებზე.
ტედ ლასსოს ლიდერობის სტილი ცოტათი უჩვეულოა, ის ქარიზმატული, თუმცა, ნაივური და ბავშვურია. მიუხედავად ლიდერობის ამგვარი სტილისა, სერიალის ყურებისას ერთი რამ ყველასთვის ცხადია - კომპანიებში ტედ ლასსოს მსგავსი უფრო მეტი ლიდერი გვჭირდება.
ტედ ლასსოს მაგალითზე შეგვიძლია გამოვყოთ კარგი ლიდერისთვის დამახასიათებელი შემდეგი თვისებები:
1. კარგი ლიდერები არ უშინდებიან სისუსტის გამოვლენას;
არასდროს აჩვენო სხვებს შენი სისუსტე - ამას ალბათ ხშირად ეუბნებით თავს და ამაში მარტო არ ხართ. გავრცელებული შეხედულების თანახმად, მგრძნობიარე ადამიანი სუსტი ლიდერია. ამგვარი მიდგომა ადამიანებს ხელს უშლის სამსახურში იყვნენ საკუთარი თავები.
ტედ ლასსოც საკუთარ არასრულყოფილებას ებრძვის. საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც პანიკური შეტევა ეწყება, რცხვენია და ამის შესახებ იტყუება. თუმცა, როდესაც მოგვიანებით გაირკვევა პანიკური შეტევის შესახებ სიმართლე, ის არ ცდილობს თავის დაცვას და ნარატივის შეცვლას. ის გუნდს უზიარებს მისი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს და ბოდიშს იხდის ტყუილის გამო.
2. ცუდ ლიდერებს არ ეშინიათ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების;
ბევრ ლიდერს უნდა რომ მისი გუნდის ყველა წევრს მოსწონდეს. თუ თავს ამგვარ ლიდერად თვლით, არ გაგიჭირდებათ გაიხსენოთ შემთხვევები, როდესაც უარი თქვით ან შეფერხდით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას იმის შიშით, თუ როგორ მიიღებდნენ ამას თქვენი დასაქმებულები.
ტედ ლასსო აქაც გამორჩეულია. მას შეუძლია გვერდით გადადოს ემოციები და მიიღოს გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება, თუნდაც, ამან ვიღაცას იმედები გაუცრუოს. მაგალითად, როდესაც კლუბის ვარსკვლავი, ჯეიმი უარს აცხადებს პასის თანაგუნდელისთვის მიცემაზე, ტედ ლასსო მას სათადარიგო სკამზე სვამს. ეს გადაწყვეტილება ფანების და თავად გუნდის ლიდერის გაღიზიანებას იწვევს, თუმცა ტედმა კარგად იცის, რომ ამგვარი გადაწყვეტილება კლუბისთვის არის აუცილებელი.
3. კარგი ლიდერი ყურადღებას აქცევს სხვების განზრახვებს;
ხშირია ცდუნება გუნდის წევრების მხრიდან უარყოფითი ან არასასიამოვნო უკუკავშირის მიღებისას, ლიდერმა ეს უკუკავშირი პირადულად მიიღოს. თქვენი რეაქცია შეიძლება იყოს თავდაცვით მდგომარეობაში გადასვლა, რაც ხელს შეგიშლით რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
სერიალში ბევრი მაგალითია, როდესაც ტედს თავი შეურაცხყოფილად უნდა ეგრძნო, თუმცა ის ახერხებს ემოციების სწორად მართვას. ტედ ლასსოს მთავარი სიძლიერეა ყურადღება მიაქციოს ადამიანების განზრახვას და არა მათ საქციელს. მისთვის მნიშვნელოვანია, რა იწვევს ადამიანების ქცევას.
4. კარგმა ლიდერმა იცის, რომ აუცილებელია გუნდის შექმნა;
გუნდში, ორგანიზაციაში, კლუბში და მათ ფანებშიც კი, ყველაზე მნიშნელოვანი გუნდურობის ჩამოყალიბებაა. თითოეულ მათგანს უნდა აერთიანებდეს ერთმანეთის მიმართ აღებული პასუხისმგებლობები და საერთო მიზნის მიღწევის სურვილი. ამ მიზნით, ტედ ლასსოს მთავარი ამოცანა ახალ კლუბში გადასვლისას არის არა ავტორიტეტის მოპოვება და საკუთარი ლიდერული უპირატესობის დამტკიცება, არამედ, გუნდში ერთმანეთის აღმოჩენა და ფეხბურთელებს შორის პატივისცემის, ერთმანეთზე ზრუნვის სურვილის გაღვივება.
5. გუნდის წარმატებისთვის აუცილებელია სწორად განხორციელებული მენტორობა;
საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი სერიალში, საუკეთესოდ აღწერს მენტორობის შინაარსს - „კარგ მენტორს იმედი აქვს რომ შენ მას მიატოვებ და განვითარდები, საუკეთესო მენტორმა კი იცის, რომ ეს აუცილებლად ასე მოხდება“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მენტორობის მიზანია გვერდზე გადადო საკუთარი მიზნები და დაეხმარო ადამიანს მათი მიზნების მიღწევაში.
6. კარგი ლიდერი იაზრებს სიკეთის განსაკუთრებულ ძალას;
სერიალი ტედ ლასსოზე არის სიკეთის ზეიმი. ტედი განასახიერებს კეთილ ადამიანს, რომელსაც უდიდესი გული და პატიების უნარი აქვს. მაშინაც კი, როდესაც აღმოაჩენს, რომ მას უღალატეს, ტედ ლასსო იძლევა ლიდერობის საუკეთესო მაგალითს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე ზეწოლას და სტრესს ღირსეულად.
7. ტედ ლასსოს მთავარი რჩევაა „იყავი თევზი“;
ტედ ლასსო ხშირად იმეორებს, რომ ბედნიერება არჩევანია. ერთ-ერთ ფეხბურთელთან დიალოგში, ტედი მას შემდეგ ფრაზას ეუბნება: „-რომელია დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ცხოველი? თევზი. რატომ?! მას10 წამიანი მეხსიერება აქვს“.
ტედ ლასსოს უნივერსარული რჩევაც სწორედ ასე გამოიყურება - „იყავი თევზი“. დაივიწყე წარსულის წარუმატებლობები, წარსულ მარცხზე განუწყვეტელი ფიქრი არ არის პოზიტიური შედეგების მომტანი. მუდმივად წასულზე ფოკუსირება ხელს შეგიშლით მიზნის მიღწევაში.
ტედ ლასსოს ფილოსოფია ეხმიანება ლეგენდარული რეჟისორის, ბილი უილდერის სიტყვებს - „არასდროს მოაწყინოთ ადამიანები. თუ რაიმე მნიშვნელოვანის თქმა გსურთ, გაახვიეთ სათქმელი შოკოლადში“.
წყარო - Ted Lasso: Leadership Lessons Take 2 (forbes.com)
4 Leadership Lessons From Ted Lasso | Inc.com